აეროპორტის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აეროპორტის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს




აეროპორტის დასახლებაში, №2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სამგორის რაიონის გამგეობა, სკვერის  რეაბილიტაციის სამუშაოებს  ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 1 000 კვადრატული მეტრის  მოცულობის სკვერის კეთილმოწყობას მოიცავს, სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან  223 155 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდება ფანჩატურები, საპარკე სკამები, სანაგვე ურნები. ასევე, დაგეგმილია დენდროლოგიური ღონისძიებების გატარება, სარწყავი ქსელის, დეკორატიული ფილების, ბორდურების მოწყობა და გარე განათების სანათების მონტაჟი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს,  ადგილზე  გაეცნო  სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე.
სკვერის რეაბილიტაცის სამუშაოებს შპს "მალგიო" ახორციელებს.