აი, ვინ გვარცხვენს - თითით საჩვენებელი სერგი

აი, ვინ გვარცხვენს - თითით საჩვენებელი სერგი




ჩვენში დღესაც ბლომად არიან თითით საჩვენებელი ადამიანები. ადრეც იყვნენ, განა არ იყვნენ? ეგეთები ყოველ ეპოქაში მოიძებნებოდნენ. ოღონდ ეგ არი, ზოგი კაიკაცობით იმსახურებს თითით ჩვენებას, ზოგი კიდევ არამზადობით, ანუ ცუდკაცობით. ისეც ხდება ხოლმე, ადამიანი ერთ ხანობას კაი კაცად, გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, საზოგადოებაში დიდ პატივსა სცემენ, მაგრამ გავა დრო და აღმოჩნდება, რომ ოდესღაც გავლენიანი ფიგურა აღარავის სჭირდება, მისი გავლენა მხოლოდ სკამზე, ანუ თანამდებობაზე ყოფილა დამოკიდებული.

თუმცა, მეგობრებო!

ჩვენში მოიპოვებიან ისეთებიც, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში პარლამენტარობენ, ვითომ კანონებსა სწერენ, მსუყე ჯამაგირებს იღებენ, საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ, ბიზნესებს აგვარებენ, მილიონებს შოულობენ, ყოველ საღამოს ტელევიზორში ლაქლაქებენ, საზოგადოებას ჭკუაზე არიგებენ, მაგრამ რათ გინდათ? ვიცი, ასეთებს დასანახად ვერ იტანთ და ვერც უნდა იტანდეთ.

დიახ, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვისი დანახვა საზოგადოებას არც ერთ პერიოდში, არც ერთ ეპოქაში არ სიამოვნებს, მაგრამ ისინი მაინც ტივტივებენ. ჩამოგითვალოთ? კი, ბატონო... მაგალითად, ასეთი თითით საჩვენებლები და სამარცხვინოთა დაფაზე გასაკრავები არიან: კაკო ბობოხიძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, გუბაზ სანიკიძე, სერგი კაპანაძე და სხვები. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მოდით, ამ ჯერზე მხოლოდ ერთი ამოვიღოთ მიზანში და შევაჩვენოთ სამოქალაქო პოზიციებიდან. ერთი კვირის წინათ ,,პოსTV"-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, არქივიდან ამოიღეს ,,გენიოს" ლევან ბერძენიშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, ქართველები უნდა შევეგუოთ, აფხაზეთი ჩვენი აღარასდროს იქნებაო. საინტერესო უფრო ის გახლავთ, რომ მან ეს კომენტარი მისცა ერთ-ერთ რუსულ ტელეარხს. როგორც ხედავთ, ბერძენიშვილის ნათქვამი იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე საქართველოდან გაგდებულ ვლადიმერ პოზნერს წამოსცდენია ოდესმე. ჟურნალისტებმა ე.წ. ოპოზიციონრებს გამოგონილი, ანუ არარსებული სააგენტოდან დაურეკეს, ტელეარხის სახელწოდება დამალეს, ლევან ბერძენიშვილის კომენტარი წაუკითხეს და ბუნებრივია, ამათაც, ამ საცოდავებმაც აფრები აუშვეს - ლანძღეს და თათხეს ეს ჩვენი ,,გენიოსი", ოღონდ არ იცოდნენ, რომ ,,გენიოსს" ლანძღავდნენ. ყველაზე მაგარი ამ ამბავში ის გახლავთ, რომ თვითონ ბერძენიშვილმაც კაი გვარიანად მოიქავა ენა საკუთარი კომენტარის შეფასებისას. თავისი ნათქვამიც კი აღარ გაახსენდა, მისდგა თავის თავსა და, ისაო, მაგის მთქმელი, რასაკვირველია, რუსეთის აგენტიაო. პრინციპში, ჩვენ ვიცოდით, ბებერი ლევანა ,,დავერბოვკებული" რომ იყო, მაგრამ ადამიანი საკუთარ თავზე რომ იტყვის, ეგრეაო, ის მაინც სხვაა.

ჰოდა, იმას ვამბობდი... სერგი კაპანაძისთვისაც დაურეკავთ ჟურნალისტებს კომენტარისთვის და კაი გვარიანად გააბეს კიდევაც, ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი ,,აღსარება" დაწერა (სტილი დაცულია):

,,პოსTV"-მ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ - განცხადებებს, რომელიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე, ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო. უკრიანაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითხეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.

ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა თქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი მეთქი. აშკარად არ მოეწონათ. ველოდები დღეს საღამოს რას გაუშვებენ 

მოკლედ, 810088-დან რომ დაგირეკავენ, იცოდეთ, რომ, რაღაც, ვითომ, თავისი ჭკუით, მახეს გიგებენ".

ჩვენში ეგეთზე იტყვიან ხოლმე, თავი მარტო ბალიშზე დასადებად აბიაო.

თუმცა! აშკარადა სჩანს, კვლევა-ძიება აღარც კი არის საჭირო, ამას თავი ბალიშზე დასადებადაც არ აბია... რავი, ჩემი აზრით, მხოლოდ წამოსარტყმელად თუ გამოდგება!

დიახ, სადაც დაინახავთ, უნდა წამოარტყათ და გაიაროთ, ეს თქვენი ვალია!

არა, ეს დებილი განა სიმართლეს არ ამბობს?

რა თქმა უნდა, ამბობს და იმასაც ამტკიცებს, რუსეთის დანომრილი აგენტი გახლავართო. თანაც მარტო მე არაო, ჩვენ ყველანი რუსეთის აგენტები ვართო... ამიტომაც ვუწოდეთ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი და ვაჩუქეთ დედა რუსეთსო... ამიტომაც ავაოხრებინეთ და ჩავაბარეთ 150-მდე სოფელიო... შემდეგ რუსებს გადავეცით 70-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტიო.

ისე, საინტერესოა, ავტობუსებით ბუშტები, შუშხუნები და დროშები რომ მიჰქონდათ ცხინვალში, ამაზე რას იტყვის ეს არამზადა, რა ჯანდაბად გვინდოდაო? ბუშტები ცაში უნდა გაგვეშვაო? ფოიერვერკებიცო? დიდი ზეიმი უნდა გაგვემართა ცხინვალის ცენტრშიო?

თუმცა!

არ გამოვიდაო?

ხალხო, ნეტავ ეხლა მაინც თუ ხვდებით (და ვიცი, რომ ხვდებით), როგორ უვიცთა და რანაირ დუპლეტთა ხელში ვიყავით?!

ესე იგი, ტიპი ამტკიცებს, ქართულმა მხარემ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარაო. რაც თქვენ წაიკითხეთ, სერგი კაპანაძის "ფეისბუქგვერდზე" საკუთარი თვალით ვნახე და შემდეგ საკუთარი ხელით დავაკოპირე. ამას რატომ ვამბობ ხაზგასმით, ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

შემდეგ, დაინახა რა სერგო თუ სერგი კაპანაძემ, რაღაც ისე ვერ გამოუვიდა და უცებ გაიშიფრა, სიტუაციის შელამაზება სცადა. თუმცა იმაზე უარესი წამოაყრანტალა, ვიდრე მანამდე ჰქონდა ნაყრანტალები. ა, ნახეთ, ესეც მისი კოტიტა თითებით გახლავთ დაწერილი: 

,,ძალიან სასაცილო პროცესს ვაკვირდები. ქოცებს ისე ძალიან უნდათ, რომ ოპოზიციიდან ვიღაცას ათქმევინონ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ ყველაფერს კადრულობენ.

თან ისეთი დებილები არიან (მდინარაძე და ის მეორე ახალი სპიკერი რომ ჰყავთ, პირველ რიგში) ფაქტებიც აღარ აინტერესებთ.

საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, თქვე შტერებო, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ხო, ცხინვალი დაბომბა. ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა. მაგას თქვენი პრეზიდენტი იძახის. კიდევ, თქვენი ბიძინა უფროსი. და რუსები. და კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. კერძოდ, მ-85 ბომბები და ისიც სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოსლოს კონვენციას, რომელიც კრძალავს ასეთი ბომბების გამოყენებას, მაშინ შეერთებული არ ვიყავით. მერე შევუერთდით.

ახლა აქედან თუ რომელიმე პროპაგანდონი დასკვნას გააკეთებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააკეთოს. ოღონდ აქედან ეგ არ გამომდინარეობს. არც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-დან. იქ მეხუთე პარაგრაფს რომ კითხულობთ მარტო, მეოთხეც და მეექვსეც წაიკითხეთ, მერე მთელ რეზოლუციას გადაავლეთ თვალი და თუ მართლა ქვეყნის მტრები არ ხართ, მიხვდებით როგორი მაგარი რეზოლუციაა.

პოსტივის არასოდეს სერიოზულად არ ვპასუხობ. ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში. დღესაც ასე იყო. ამიტომ, იმედი, პოსტივი და სხვა სამთავრობო რუპორები, ნუ შემეხმიანებით. შეგიძლიათ პირდაპირ ამ პოსტის თქვენეული დამახინჯებული ინტერპრეტაციით იხელმძღვანელოთ. 

დებილ მდინარაძეს რაღაც დაუწერია, საქართველო არ აღიარებსო ომის დაწყებასო და სერგი აღიარებსო. ნუ, აი, არც კი ვიცი რა  ვუპასუხო. უბრალოდ, დებილია და მორჩა".

ბიჯო, ბიჯოოო... ეს იმაზე დებილი ყოფილა, ვიდრე მეგონა, ბიჯოოო!

როგორც ,,ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ამბობს, მოღალატე სერიოჟა ცრუობს:

,,ეს არის ტყუილი! საქართველოს კასეტური ბომბებით არ დაუბომბავს  ცხინვალი! ის იტყუება! გონივრული ეჭვი მაქვს, რომ რუსეთის მხარემ ,,დაავერბოვკა" სერიოჟა, მხოლოდ ოკუპანტს აწყობს, რასაც ეს დეგენერატი წერს!

ნუთუ სერიოჟას ჰგონია, რომ ქვეყნის პატრიოტები მხოლოდ საჯარო მოხელეები არიან? დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს მოეწონათ ამ დაქლიავებულის სიტყვების რახარუხი?  მხოლოდ საჯარო მოხელეები მლანძღავენ იმისათვის, რომ საქართველო რუსეთთან მტყუანი გამომყავსო. სერიოჟ, ახლა ამოიკეცე და რუსებს გაერჭე მთაწმინდიდან გამოქანებული"!

ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება დიმიტრი სამხარაძე ძალიან მკაცრია, მაგრამ ეს ჭკუით უბედური ასეთ პასუხს ნამდვილად იმსახურებს.

თითქმის იგივეს ამბობს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე. მისი აზრით, ოკუპანტი გააქტიურდა:

,,სერგი კაპანაძის განცხადება, რომ 2008 წელს საქართველომ პირველმა დაბომბა ცხინვალი, თანაც აკრძალული "კასეტური ბომბებით" კიდევ ერთი მცდელობაა "ნაცებისა" და მისი განაყოფების მხრიდან რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისა".

ვინც კი სერგო კაპანაძის ,,გადახრის" თაობაზე შეიტყო, ყველამ დაადასტურა, რომ ეს უბედური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, მხოლოდ ,,ნაციონალები" და ე.წ. ,,ევროპულსაქართველოელი" ტიპები დუმან, როგორც დუმანი, რადგან იმათაც კრემლიდან აქვთ აღებული თითო თუმანი. ეს მახვილგონივრულად გალექსილი ამბავი ჩემი არ გეგონოთ, თავის დროზე ვახუშტი კოტეტიშვილმა და ალექსი ჭინჭარაულმა წაუკაფიავეს ერთმანეთს ასე და მე კიდევ გადმოვაკეთე. დიახ, ესენი, ეს მოღალატეები დუმან, როცა ნებით თუ უნებლიედ თვითონვე გაიშიფრებიან ხოლმე... სასაცილოა პირდაპირ, მთელი მათი ,,მოღვაწეობა" არის მავნებლური, რუსული, მტრული, მოღალატური და ამ დროს ესენი სხვებს ეძახიან რუსეთის აგენტებს!

 ***

სერგომ მომდევნო დღეებშიც სცადა, საკუთარი დუპლეტობა ,,გაეპრავებინა", მაგრამ უარეს დღეში ჩავარდა. ამ თემაზე ტელე ,,იმედმაც" მოამზადა ვრცელი სიუჟეტი და იქაც დადასტურდა, რომ ტიპი არის რუსეთის აგენტი. ჰოდა, ამან თავისთან ,,დაიბარა" სიუჟეტის ავტორი გოგონა... მიედო, მოედო, მე ასე კი არა, ისე ვთქვიო, ქართულმა მხარემ კი დაბომბა ცხინვალი, მაგრამ ეს არ იყო ომის დასაწყისიო, ჩვენ დავბომბეთ სამხედრო ობიექტებიო, განა მოსახლეობაო? თუნდაც მოსახლეობაც ყოფილიყო, რა პრობლემააო? არა, კაცო, კასეტური ჭურვები კი გამოვიყენეთ, მაგრამ მაშინ კონვენციაზე ხელი არ გვქონდა მოწერილიო. ჟურნალისტს იქითაც წაედავა, მე სად ვთქვი, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთო? ჰო, აბა, სად ვთქვიო? იქნებ სულაც არავის ეძინა, თქვენ რა იცითო?

მე მინახავს მოღალატეები, რომლებიც თანმიმდევრულად და ხშირად ნიჭიერულადაც კი ლაპარაკობენ ხოლმე, ამას რა დაემართა, რატომ არის ამოვარდნილი გრაფიკიდან? აქ ორი ვარიანტია: პირველი - რუსეთის დავალებას დაბოლილ მდგომარეობაში ასრულებს; მეორე - რუსეთიდან ასეთ დავალებას არ ელოდა და დაბნეულია, ეს შეჩვენებული... თითით საჩვენებელი არამზადა!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"