ამირან გამყრელიძე: კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია

ამირან გამყრელიძე: კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია




დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:

“ჩვენთან კოვიდპასპორტზე წინასწარი მუშაობა დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს წარვუდგენთ ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით კონცეფციას, როგორ მუშაობს კოვიდპასპორტი, შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას.​ კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც აღინუსხება ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი. ასევე, შესაძლებელია, იქ იყოს, გაქვთ თუ არა გადატანილი დაავადება, ეს განხილვის საგანია. ამის გარკვევა სპეციალური ქიუარ კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს არის სერთიფიკატი, რომ თქვენ ორჯერ აიცერით ამა და ამ ვაქცინით”.