ამირან სალუქვაძე: აი, ესაა ამ პარლამენტის პოლიტიკოსთა დონე

ამირან სალუქვაძე: აი, ესაა ამ პარლამენტის პოლიტიკოსთა დონე




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ლელოს ლიდერმა პრემიერის ანგარიშის დროს დასვა კითხვა, პასუხს არ დაელოდა და დატოვა დარბაზი. პასუხიც მიიღო, მისი კითხვის შესაბამისი. 17 მილიონის თემის დეტალებიც გაჟღერდა. თურმე ბანკირს 17 მლნ დააჭირდა, ბანკის კლიენტს სთხოვა და თურმე, შემთხვევით, იმ დღეს უსესხებია 17 მილიონი, ისე ისესხა, კი არ სჭირდებოდა, უბრალოდ გამოიტანა და უარს ხომ არ ეტყოდა ბანკირს?! ჰოდა, ბანკიდან ნასესხები ფული უკანვე ასესხა ბანკირსო. ეს თავად აღიარა კომიტეტის სხდომაზეო.  ხომ მაგარი ისტორიაა, ამ მილიონების ოფშორებში მოგზაურობის და პროცენტების გადაუხდელობის გარეშეც?!
ჰოდა, ამის პასუხად იმ საღამოს ღარიბაშვილზე უთქვამს, ძვირადღირებული ავტომანქანით დადის, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზეა ნაყიდიო.
მეგობრის ველზე ვნახე, მაგრამ შევამოწმე დეკლარაციაში. მართლაც სესხითაა ნაყიდი, 2019 წელს და არა სახელმწიფოს ხარჯზე.
თუ გსურს, ჩინოვნიკს დეკლარაციის დეტალებზე შეედავო, შეედავე არსებული წესით. დეპუტატებს აქვთ სათანადო ბერკეტები. მაგრამ, სესხით ნაყიდ მანქანაზე რატომ უნდა ილაპარაკო ტელევიზიით, რომ სახელმწიფოს ხარჯზეა ნაყიდი? ასეთ თემაზე სიცრუე ძალიან მჩატე ქცევაა. პარტიის წევრებისგან რაღა უნდა გაგიკვირდეს?
სამაგიეროდ, წაიპოპულისტეს პარლამენტში, პრემიერის 200-გვერდიანი ანგარიშის და 10-წლიანი გეგმის საპირწონედ, ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად, ჯერ ეს გრძელვადიანი გეგმა გააქილიკეს და მერე საკუთარი 20-20-გვერდიანი ე.წ. მარშალის გეგმა და ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელი გადასცეს მთავრობას.
ე.წ. მარშალის გეგმა ერთთვიანია, თუ როგორ ჩაატიეს 20 გვერდში? ამ მდარე პროგრამაზე დავწერე არჩევნების წინ და აღარ გავიმეორებ.
გრძელვადიან, ანუ 10-წლიან დაგეგმვაზე ცალკე დავწერ, თუმცა ადრე ბევრჯერ დავწერე, რადგან ბევრი დემაგოგობა და ქილიკი მოაყოლეს ამ თემას, რაც უწიგნურობაზე მეტყველებს.
ეს პატარ-პატარა სიცრუეები და გადაცემებში პოპულისტობაა დღევანდელი პოლიტიკა.