ამირან სალუქვაძე: ენმ-სგან და ევროსაქებისგან სხვის დაშლაზე საუბარი სასაცილოა

ამირან სალუქვაძე: ენმ-სგან და ევროსაქებისგან სხვის დაშლაზე საუბარი სასაცილოა




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

დღეს, სანამ არ მეცალა, თურმე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოგვეცვალა.
გადადგომის მიზეზებს არ განვიხილავ. ქვემოთ ოპოზიციის რეაქციებს შევაფასებ.
ცვლილებით დავიწყოთ. კახა კუჭავა ერთ-ერთია, ოცნების ახალი თაობის პოლიტიკოსთაგან, რომლებიც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, აქტიურად და წარმატებით მუშაობენ აშშ-სა და ევროკავშირის სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, კახა კუჭავას თანამდებობრივი დაწინაურება და სტატუსის ამაღლება, მის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
მოვისმინე ოპოზიციის განცხადებები. ცვლილების ოფიციალური მიზეზი არ მოეწონათ. ოცნების ჩამოშლაზე საუბრობენ.
თუმცა, ენმ-სგან და ევროსაქებისგან სხვის დაშლაზე საუბარი სასაცილოა.
ჯერ, წინა მოწვევის პარლამენტში ორად გაიყვნენ. ახლა ორთავე პარტია უამრავმა წევრმა დატოვა. ყველა გვარს აღარ ჩამოვთვლი. მაგალითისთვის საკმარისია ენმ-ის თამჯდომარის პარტიიდან წასვლა, მერე შეთანხმებაზე ხელის მოწერა ვაშაძის, სამადაშვილის მიერ და ა.შ.
ადრე დავწერე ამ სტატისტიკაზე და ქრონიკული ცვლილებების და კარუსელების შესახსენებლად ქვემოთ ჩამოვწერ 2004-2012 წლებში რა სიხშირით ცვლიდნენ თანამდებობის პირებს:
პრემიერ-მინისტრი - 6-ჯერ;
თავდაცვის მინისტრი - 7-ჯერ;
განათლების მინისტრი - 6-ჯერ;
ეკონომიკის მინისტრი - 10-ჯერ;
სოფლის მეურნეობის - 5-ჯერ;
ფინანსთა მინისტრი - 7-ჯერ;
საგარეო საქმეთა - 5-ჯერ;
კულტურის მინისტრი - 5-ჯერ და ა.შ.
ჰოდა, თქვენ გაკვირვებთ თანამდებობის პირთა ცვლილებები?
შეიძლება "გამაერთიანებელი" გადაჭარბებული შეფასებაა, თქვენ რა გაგაერთიანებთ, დესტრუქციის გარდა. სხვა შეფასება მივცეთ. იქნებ უფრო მისაღები იყოს? ხომ ხედავთ, როგორ ზრუნავს ოცნება თქვენზე?!
ან, მართლაც რომ საფრთხე შეექმნას უმრავლესობას, თქვენი დღევანდელი რეიტინგების შემხედვარე, რისი იმედი გაქვთ?
პარლამენტის სპიკერს კი ნუ დარდობთ, მოსახლეობის განწყობებზე იფიქრეთ, რა დამოკიდებულება აქვთ დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციისადმი და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი, მალე დასავლეთში სახეზეც დაავიწყდებით, ასე, 2-3 წელი, ბოიკოტს თუ გააგრძელებთ.