ამირან სალუქვაძე: ვისაც ფუძე გამოცლილი აქვს, არაფერი ეშველება

ამირან სალუქვაძე: ვისაც ფუძე გამოცლილი აქვს, არაფერი ეშველება




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

დღეს ყველა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე და ოპოზიცია-ხელისუფლების რეპლიკებზე საუბრობს. ახალი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი საყვარელი ფრაზა მომხვდა ყურში და ამიტომ მეც შეგაწუხებთ ამ თემით. ორ მომენტს გამოვყოფ.
პირველი, რაც პირველად მოვისმინე პოლიტიკოსებისგან ამ ბოლო პერიოდში, ესაა "სუვერენული სახელმწიფოს თავმოყვარეობა".
სჭირდება ამ ფრაზას ახსნა? ვისაც ესმის, გაიგებს. ვისაც ფუძე გამოცლილი აქვს, არაფერი ეშველება. ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება.
მეორე, როცა ლიდერს, მმართველს ესმის, რას ნიშნავს მისი პირველი 100 დღე, სახელმწიფოს განვითარების საშუალო და გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა. ამ თემაზე ნაშრომი მაქვს დაწერილი. დიდხანს შემიძლია ვისაუბრო, ანუ ბევრი დავწერო. ვისაც არ ესმის გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობა, ის წარმატებას ვერ მიაღწევს.
აი ეს ორი რამ მომხვდა და აუცილებლად უნდა აღმენიშნა.
ისე, ისაუბრა დეოკუპაციაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, "აწარმოე საქართველოში" და სხვა პროექტების მასშტაბების გაზრდაზე და სხვა. 
ორი სიტყვით ოპოზიციის განცხადებების შესახებ. კეთილი ნება გამოვიჩინეთ და 25 თებერვლის მანიფესტაცია გადავდეთო. თან კეთილი ნება გამოხატეს, თან ახალი არჩევნები დაიდოსო. რანაირი მოლაპარაკებების პირობებია? ამ თემაზე ბევრჯერ დავწერე. დასავლეთიც გეუბნებათ. მოლაპარაკებები თანმხვედრი პროცესია.
P.S. კიდევ ერთი, რაც მოვისმინე - ეროვნული იდეა. ამ იდეის ჩამოყალიბებაში, რაც მან ახსენა და ბევრჯერ გვითქვამს ჩვენც, ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.