ამირან სალუქვაძე: ვიცით, რაზეცაა გათვლილი ბოლშევიკური პროპაგანდა

ამირან სალუქვაძე: ვიცით, რაზეცაა გათვლილი ბოლშევიკური პროპაგანდა




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ორი კვირაა უკრაინელი ოლიგარქის ქართული ტელევიზია ბიძინა ივანიშვილის სახლებს დრონებით უჭყიტინებს. ჯერ-ჯერობით საპირფარეშოებში შეჭყეტა ვერ მოახერხეს, თორემ გვაჩვენებდნენ.
ეს ივანიშვილი, ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდა საქართველოში და იშენებს ამხელა სახლებს. 
შემეშალა. ბიძინა კი არ ჩამოვიდა ცალ-ცალი კალოშით, მიშა წავიდა ქვეყნიდან ცალ-ცალი კალოშით და "პრიუსით". მერე ცალი კალოშით ერთი სახლი აიშენა კიევთან, მეორე ცალი კალოშით - მეორე სახლი. ოდესის პენტხაუსი ეკუთვნოდა, როგორც გუბერნატორს. მაიამის ბინა მოუგონეს. ყვარლის სახლიც, პრეზიდენტი იყო და რა მოხდა მერე?!
საერთოდ, წინა ცხოვრებაში, როცა კორუფცია დაამარცხეს, მდიდარი მინისტრები ხალხის სამსახურში დგებოდნენ, მთელ დანაზოგს ხარჯავდნენ და თანამდებობებს ცალ-ცალი კალოშით ტოვებდნენ. შეგეცოდებათ, მათ დეკლარაციებს რომ გადახედოთ. ხომ გახსოვთ, სააკაშვილი ერთ მინისტრზე ყვებოდა, ასე მითხრა, ჩემი ფული 1 წელი მეყოფაო. მერე მითხრა, უკვე ფული აღარ დამრჩაო?! მერე კი დაავიწყდათ ეს მონაყოლი. მილიონერად ითვლება. 
ერთი ტელევიზიის პატრონიც ცალ-ცალი კალოშით წავიდა თანამდებობიდან. მერე ბიზნესს მოჰკიდა ხელი, ისეთი ნიჭიერია, გახდა მილიარდერი და ტელევიზია იყიდა. უნდა დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. ისევ დაგვახარჯავს და ისევ ცალ-ცალი კალოშით წავა.
გავაგრძელოთ ბიძინაზე. "აბასთუმანში, ყოველი ოჯახის თუნდაც ერთი წევრი, ივანიშვილის მშენებლობებზეა დასაქმებულიო", - გვამცნო ტელევიზიამ. როგორ გაბედა ამდენი ხალხის დასაქმება?!
რეზიდენცია 21 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმულიო. გადაჭიმულიო. სანტიმეტრებში გადაგეყვანათ და 2,1 მლნ კვ. სანტიმეტრი გამოგივიდოდათ. ისე, 21000 კვ. მეტრი არის 200 მ x 105 მეტრზე. ჰოდა, გეთქვათ 200 მეტრზეა გადაჭიმულიო?!
აეროპორტი შვეულმფრენის მოედნიდან ვერ გაგირჩევიათ, ჟურნალისტობა მომუშავე პერსონალთან ქაჩავისგან.
ხომ ვიცით, რაზეცაა გათვლილი ეს ბოლშევიკური პროპაგანდა?! ძალიან ცდილობენ სოციალურ აფეთქებას. სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, მდიდრები, მეტწილად აღიზიანებთ. ჰოდა, დღე და ღამე უნდა აღიზიანო. რითი გააღიზიანებ, არ აქვს მნიშვნელობა.
თუმცა, ვფიქრობ, არასწორი სამიზნე გაქვთ არჩეული. კაცმა ათეული წლების მანძილზე მივიწყებულ და ჩანესტიანებულ აბასთუმანში სიცოცხლე შეიტანა, გამოაცოცხლა და 200x100-ზე მეტრ ნაკვეთს და სახლს უყენებთ პრეტენზიად? მაგით გინდათ ხალხის გაღიზიანება? ან რა, კურორტი კურორტად აქცია, ათასი ვინმე სასტუმროს, სახლებს აიშენებენ და ბიძინას არ ეკუთვნის ერთი სახლი? თემები დაგელიათ?
ესაა პრობლემა, როცა კვალიფიციურ კრიტიკაში ვერ შედიხართ და პოპულიზმით, ნეგატივით, სხვისი გაჭირვების ხარჯზე გსურთ სამოთხეში გასეირნება.