ამირან სალუქვაძე: ისე, ივანიშვილს ხომ არ ეშვილებოდით მთელი მოსახლეობა?!

ამირან სალუქვაძე: ისე, ივანიშვილს ხომ არ ეშვილებოდით მთელი მოსახლეობა?!




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ბიძინა ივანიშვილის და ლაგუნა ვერეს შესახებ

ვნახე ახლა გუშინდელი საცოდაობები "ლაგუნა ვერესთან" და ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით.
ე.ი. თუ საკუთარი, კანონიერად შეძენილი ქონება, საკუთარ ფირმებში გაატარა და საკუთარ ფონდს გადასცა, ესაა ფულის გათეთრება, ხოლო თუ ბანკმა სესხი გასცა, შემდეგ თავის კაცს სადღაც ოფშორში გადაურიცხა, კიდევ სადღაც გადარიცხეს, ალბათ ატრიალეს, მოგება მიიღეს, შემდეგ ბანკში დააბრუნეს, არც პროცენტები გადაიხადეს, ეს არც გათეთრებაა, არც მითვისებაა, არც გაფლანგვაა, არც შემოსავლების დამალვაა.
ერთიც და მეორეც მთვარეზე დამკარგვია. უბრალოდ ერთი და იგივე ხალხი რომ სხვადასხვაგვარად ნათლავთ, ესაა პრობლემა.
არც ის მომწონს ბანკის საქმე თაროზე რომ შემოიდო. თუ ვერ ამტკიცებდით, რატომ აბობოქრდით, თუ დაამტკიცეთ, რატომ გაჩუმდით? ეს კითხვა ასე გამოკიდული იქნება. ესეც პრობლემაა.
ლაგუნა ვერეს კი რა უფლებით ითხოვთ? მისი ქონებაა. თუ ვალდებულება არ აქვს აღებული და ხელი არ აქვს მოწერილი, რომ რაიმე უნდა გაეკეთებინა, რა გაქვთ საპრეტენზიო?
საუბრობენ ადრე უნდა გაეკეთებინაო. ყველა მისი ფინანსისტი როგორ ხართ?
პარალელურად თბილისში უზარმაზარ სასტუმროს აშენებს, შეკვეთილში "ცხრამეტვარსკვლავიანი" სასატუმრო ააშენა, იქეთ აბასთუმანის რესტავრაცია და მშენებლობებია, აქეთ წყალტუბოს, ცალკე ქუთაისის უნივერსიტეტის მილიარდიანი პროექტია, რომელიც ოჯახის კმაყოფაზე იქნება და რესურსები გასანაწილებელია, ცალკე დენდროპარკი, იქეთ 200-მილიონიანი საკონცერტო, მანამდე ციცინათელა გააკეთა, გადმოსცა, მერე უკან იყიდა, იქეთ მუცო, აქეთ 103 მილიონი ჩარიცხა, ქართული ეთნოგრაფიის ენციკლოპედია დააფინანსა, მანამდე 800-ზე მეტი ჯიშის ყურძნის სანერგე მეურნეობა, თავისი ლაბორატორიით და მეცნიერებით, შექმნა და გვაჩუქა, უნივერსიტეტები, ასობით სკოლა, კონსერვატორია, ფილარმონია, ოპერა, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, ჯარის და პოლიციის აღჭურვილობები და რა მოსთვლის ყველაფერს...
ეს ყველაფერი სულ რაღაც თარიღებს, არჩევნებს და გადარჩევნებს ემთხვეოდა. მის გაკეთებულს როცა იბრალებდნენ, არ ეჩხირებოდათ ყელში. ახლა ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება. შარშან გამოაცხადა, ე.ი. ერთი წლით ადრე "დაამთხვია".
ზემოთ რაც ჩამოვთვალე, არ ვიცი რამდენი მილიარდისაა, უნდა მოენახა შუალედი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის და ერთიანად უნდა გაეკეთებინა. რატომ არ დაეხმარეთ შუალედის პოვნაში?!
ისე, ხომ არ ეშვილებოდით მთელი მოსახლეობა?!
ათასჯერ მაქვს დაწერილი, თუ გსურთ, აკრიტიკეთ პოლიტიკურ ნაწილში. რას დასდევთ მის ქველმოედებას?! საკუთარ ფინანსებს და კორუმპირებულ დამფინანსებლებს მიხედეთ.
ბიძინა ივანიშვილის შესაძლო წასვლას რაც შეეხება, მის ადგილას ადრე წავიდოდი, ან საერთოდ არ მოვიდოდი პოლიტიკაში. ამ ტალახში კინკლაობას...
ამას წინათ დავწერე, ახალი წელი პოლიტიკური ცვლილებებით დაიწყება მეთქი. ეს ისე.
დავუშვათ და წავიდა პოლიტიკიდან, რა ეშველება მერე სრულიად ოპოზიციას?! ერთი "წმინდა" მიზანი ჰქონდათ, ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლა. მერე ხომ ერთმანეთს უნდა დაერიონ?!
ცნობისთვის, თუ (თუ) მართლა დადასტურდა და წავიდა, საერთოდ ჩამოშორდება ყველაფერს, მერწმუნეთ. ასე რომ...
არა, ამხელა პარტია თავმჯდომარემ დატოვა, შიდადაპირისპირებების გამო, და არ შეიმჩნიეს, ივანიშვილის წასვლა კი უნდა გაასკანდალონ. თუ წავა, თავისით წავა, განა რომელიმე მედია დირექტორი გაუშვებს?!
ბევრჯერ დავწერე და გავიმეორებ, უამრავი პრობლემაა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ასეთ თემებზე სამსჯელოდ არავინ გვეძახის. სანაცვლოდ რა თემებითაა გაჯერებული საინფორმაციო გამოშვებები და ტოკ-შოუები?! ან ვის ალაპარაკებენ, პოპულისტ უწიგნურებს?!
უახლოეს პერიოდში პოლიტიკური ცხოვრების გააკადემიურებას არ უნდა ველოდოთ. ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენა სულ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა მოლოდინი არ მაქვს. არც ამ მდარე კინკლაობის ცქერაა საინტერესო.