ამირან სალუქვაძე: კიევიდან მიღებულია ახალი დავალება

ამირან სალუქვაძე: კიევიდან მიღებულია ახალი დავალება




ამირან სალუქვაძე (ნალიტიკოსი):

ცხედრებით მოვაჭრეებს და 9 აპრილის მემორიალზე მოხტუნავეებს ახალი "მესიჯბოქსი" აქვთ - არჩევნების 2 თვით გადადება.
ის, რომ ეს კიევიდან მიღებული დავალებაა, მარტივად იშიფრება. ერთსა და იმავე დღეს, ჯერ ერთი აქტივისტი ამბობს, ვიღაცამ ხომ უნდა თქვასო, და თითქოს პირველი ახმოვანებს მორიგ "იდეას", ხოლო მალევე უკვე პოლიტიკოსი უბამს მხარს და იშიფრება, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულიაო.
ორი მიზეზით აიხსნება მათი მორიგი მცდელობა, გავიდნენ კონსტიტუციური ვადებიდან.
1. გულში ეთანხმებიან ქართული ოცნების გამოცხადებულ კვლევებს და იციან, რომ თუ 2 ოქტომბერს ჩატარდა, სასტიკად წააგებენ. ხმამაღლა რაც არ უნდა თქვან, მათი კვლევებითაც ცუდი შედეგები აქვთ.
2. უკეთესი შედეგების მიღწევა ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ ხელისუფლების დაზიანების ფონზე. იმედი აქვთ, პანდემიის გამო ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში ჩავარდება, ხელისუფლება ნდობას დაკარგავს და ნაკლებ ხმებს მოიპოვებს.
აი, ესაა ოპოზიციის გათვლა და მათი რეალური სახეც.
აბა რატომ უნდა მჯეროდეს იმ პირების, რომლებმაც სიხარული ვერ დამალეს პიღველი დაინფიცირებულის და პირველი გარდაცვლილის გამო, ან იმ სუბიექტების, რომლებიც პანდემიის საწყის და შემდგომ ეტაპებზე სასტიკად ებრძოდნენ ჯანდაცვის სისტემას, ლანძღავდნენ და საინფორმაციო ტერორს უწყობდნენ წამყვან მედიკოსებს?!
თუ მე ვცდები, ორი თვით კი არა, ადგილობრივი არჩევნების 1 წლით გადადება მოითხოვეთ. პანდემია დიდი ალბათობით დასრულდება და არჩევნებსაც მშვიდად ჩაატარებთ.
თუმცა ამას არ გააკეთებთ, რადგან ორ თვეში დიდად არაფერი შეიცვლება, გათვლა მხოლოდ ჯანდაცვის და ხელისუფლების ჩამოშლაზე გაქვთ.
საარჩევნო კამპანიას ისედაც არ აპირებდით. ბანერების გაკვრას და პროგრამების გამოქვეყნებას ვირუსი ხელს არ უშლის. ამიტომ არ მოგცათ საარჩევნო კამპანიისთვის სათანადო დაფინანსება თქვენმა არაოფიციალურმა მმართველმა და მისმა ოლიგარქებმა.