ამირან სალუქვაძე: მართლა მოგიხდებათ ვადამდელი არჩევნები, დასაბერტყი ხართ მაქედან!

ამირან სალუქვაძე: მართლა მოგიხდებათ ვადამდელი არჩევნები, დასაბერტყი ხართ მაქედან!




ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას ეხმაურება. შეგახსენებთ: სტრატეგია აღმაშენებლის სამმა დეპუტატმა, რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ  ოპოზიციური ფრაქცია – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შექმნეს.  

,,რა სირცხვილია ფრაქციისთვის ასეთი სახელის დარქმევა: "შარლს მიშელის რეფორმების ჯგუფი".
ამიტომ არ გთვლით ღირსად იყოთ პოლიტიკაში, მით უმეტეს - პარლამენტში.
რაის "შარლ მიშელის ჯგუფი", რას ბოდიალობთ?!
ეს სახელი რომ პოპულისტურია და ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ეხება, მხოლოდ უვიცი ვერ მიხვდება.
ერთი მხრივ, ამ სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს "უძვრებით", მეორე მხრივ შიგნით გჭირდებათ "საქაჩაოდ", რომ რაიმე სისულელეზე იხმაუროთ შარლ მიშელის რეფორმებს ეწინააღმდეგებიანო.
სახელი ვერ მოიფიქრეთ, თქვენ პარტიების დასახელებიდან ან პროგრამებიდან გამომდინარე? ან აღმაშენებლის სახელი სანამ უნდა ატრიალოთ?
ფსევდომედასავლეთეები ხართ. შარლ მიშელმა ჯერ დენიელსონი გამოგზავნა, ის გააგიჟეთ. მერე თვოთონ მიშელი გადაიყვანეთ ჭკუიდან, თავის ევროდეპუტატებიანად.
რანაირი აღმაშენებელიც ხართ, ისეთივე შარლმიშელელები.
პირდაპირ გირჩი რატომ არ დაარქვით, "გირჩი აღმაშენებელი - მეტი თავისუფლება?!"
ესაა, როცა არც იდეოლოგია გაქვთ, არც პრინციპები, არც ქვეყნის იმიჯი გადარდებთ, არც იმას იაზრებთ, რომ ასეთი სისულელეების გამო ძლიერდება ანტიდასავლური განწყობები.
თქვენი ადგილი სათამაშო პარლამენტშია, პოლიტიკოსობანა და დეპუტატობანა რომ ითამაშოთ.
ცრუობენ და ოცნებობენ, პოლარიზაცია გაძლიერდება და ახალი არჩევნები გადატვირთავსო. ბრბო ჰგონიათ ხალხი. სანამ თქვენ პოლიტიკაში ხართ, დაპირისპირებას რა შეამცირებს?!
ახლა ეს მარგინალები, ზუსტად ეს ფრაქცია და მათი თანამოაზრეები, ისევ იწყებენ კონსტიტუციაში ეკლესიის შესახებ ჩანაწერს.
მართლა მოგიხდებათ ვადამდელი არჩევნები. დასაბერტყი ხართ მაქედან. ხალხმა რატომ უნდა იხადოს თქვენი ხელოვნური რიგგარეშე არჩევნების ფული"?!