ამირან სალუქვაძე: ძალადობა მეც დავგმე, მაგრამ უკვე ძალიან ამლაშებთ!

ამირან სალუქვაძე: ძალადობა მეც დავგმე, მაგრამ უკვე ძალიან ამლაშებთ!




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

"მედიის" აქციის შესახებ

1. დღეს, პარლამენტის წინ, ოპოზიციის არაფორმალურმა მმართველმა ოპოზიციური მედიის ქელეხი ოფიციალურად გააფორმა.
2. მინდოდა ამ დღეებში დამეწერა, არ ჩაყოლოდნენ ოპოზიციას სამარეში, მაგრამ გადავიფიქრე. ბრიყვი მიუშვი ნებასაო...
3. უდუმაშვილმა თქვა, ოცნებამ მოახერხა, ჟურნალისტები "ბარიკადებზე" აიყვანაო. ოცნებამ კი არა, ოპოზიციამ მოახერხა, როცა სხვა რესურსები ამოწურეს, როცა ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს, ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჩართეს ბოლო რეზერვი - ძვირადღირებული ჟურნალისტები.
4. როგორც კი ტელეარხები და მათი ჟურნალისტები, გაშუქების ნაცვლად იწყებენ პოლიტიკურ ბრძოლას, ისინი აღარა არიან მედია.
5. ე.წ. ჟურნალისტური ქარტია დაიხმარეს, რომელმაც ხელისუფლებას მისცეს შენიშვნები. აგერიათ რამსები. თქვენი.მთავარი ამოცანაა ჟურნალისტების და მათი პატრონების კონტროლი. ან დაუბრუნეთ მედია თავის საქმიანობას, ან თქვენ გაჩუმდით, როგორც არ იღებთ ხმას, როცა მედია საშუალებები მუდმივად და უხეშად არღვევენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს.
6. გაპოლიტიკოსებულმა წამყვანმა დაწრილი ტექსტი წაიკითხა. პროკურატურას რომ მიადგები, კედელი დაგხვდებაო. რა ვიცი, თქვენს ცრუ ბრალდებებზე, ახალგაზრდა ბიჭები ციხეში სხედან?!
7. ჩართეთ სპეციალისტები, დაადგინეთ, ვისი დაწერილია ტექსტი. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მედიის დირექტორი იქნება.
8. კიდევ გაგიმეორებთ, თქვენ მიტაცებული გაქვთ მედიასივრცე, კრიმინალებისგან ფინანსდებით, თავდაცვის ბიუჯეტზე და თავდაცვისუნარიანობაზე მოკლებულ ფულს იდებთ ჯიბეში და პატრიოტიზმზე ყვირილით იფხრიწავთ იოგებს.
9. რა სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ თქვენმა პატრონებმა, თუმცა თქვენც ხართ დამნაშავე ამაში.
კერძოდ, თავად პოლიტიკოსობთ და თავადვე აშუქებთ.
10. თქვენს წინააღმდეგ ძალადობა ყველამ, მ.შ. მეც დავგმე, მაგრამ უკვე ძალიან ამლაშებთ!
11. ბოლოს, ასეთი თავისუფალი სიტყვა, არასდროს ყოფილა. თქვენ კი ამ თავისუფლებას მოსახლეობის საინფორმაციო დატერორებისთვის იყენებთ.