ამირან სალუქვაძე: ჯერ თავდაცვა გაყვლიფეს, მერე ტევე შექმნეს

ამირან სალუქვაძე: ჯერ თავდაცვა გაყვლიფეს, მერე ტევე შექმნეს




ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ფულს იხდიან საქალაქო ტრანსპორტზე რეკლამის გაკვრაში. ოღონდ, ერთი ჯიბიდან მეორეში. ჯერ თავდაცვა გაყვლიფეს, მერე ტევე შექმნეს. ხალხს 90-ანებიდან მიკროავტობუსების ხაზები ჰქონდათ, აახიეს, ყვითელი მიკროავტობუსებით ჩაანაცვლეს. დღემდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების კონტროლირებადი კომპანია იქნება. ახლა ამ ტევეს არეკლამებენ. იტყვიან ფული გადაიხადაო. კი, გადაიხადა, თავდაცვის ბიუჯეტიდან ჯიბეში, ჯიბიდან მეორე ჯიბეში.
მიკვირს, ლურჯი მიკროავტობუსები ამათ რატომ შეასყიდეთ?! თქვენ კი მოიქეცით წესიერად, მაგრამ ამათ დაიმსახურეს? არ გახსოვთ, ჯერ ერთ კომპანიას აძლევდნენ, ხმაური რომ ატყდა, ოთხად გაყვეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე კი ვარ გაბრაზებული და ეს ცალკე თემაა, მაგრამ თუ მეტროს და ავტობუსებს ქაჩავს, პარკირებიანად (პარკირებას ვერ ქაჩავს), მიკროავტობუსების მართვას ვერ შესძლებდნენ? როდემდე უნდა იყოს წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების ყალთაბანდობით შექმნილი ეს კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში? ან მერიამ აიღოს მიკროავტობუსების ტრანსპორტი და მოარგოს სატრანსპორტო პოლიტიკას, შეცვალოს ეს აბსურდული ხაზები, ან ახალი კომპანიები შემოიყვანეთ კონკურენტულ საწყისებზე, ოღონდ მერიის პირობებით და ხალხის მდგომარეობის გათვალისწინებით. ბიუჯეტიდან ყიდვაც აღარ იქნება საჭირო, გამოჩნდებიან მსურველები.