ანრი ოხანაშვილი ლევან ბეჟაშვილს: გირგვლიანის მკვლელობიდან ერთ თვეში დააინიცირეთ კანონპროექტი და 17 დღეში აქციეთ კანონად, თორმეტწლიანი სასჯელი რვა წელზე დაიყვანეთ

ანრი ოხანაშვილი ლევან ბეჟაშვილს: გირგვლიანის მკვლელობიდან ერთ თვეში დააინიცირეთ კანონპროექტი და 17 დღეში აქციეთ კანონად, თორმეტწლიანი სასჯელი რვა წელზე დაიყვანეთ




„გირგვლიანის მკვლელობიდან ერთ თვეში დააინიცირეთ კანონპროექტი და 17 დღეში აქციეთ კანონად.  რა გააკეთეთ ამით ხომ გახსოვთ? თორმეტწლიანი სასჯელი, რომ ემუქრებოდა პირს, კანონში ცვლილება შეიტანეთ და რვა წელზე დაიყვანეთ“ - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნაცმოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილს. 

ოხანაშვილმა ბეჟაშვილს შეახსენა, რომ მაშინ ის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, კანონპროექტის ინიციატორები კი ბეჟაშვილთან ერთად იყვნენ გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია და ხათუნა გოგორიშვილი. 

გირგვლიანის მკვლელობიდან ერთ თვეში დააინიცირეთ კანონპროექტი და 17 დღეში მიიღეთ კანონად.  რა გააკეთეთ ამით ხომ გახსოვთ? თორმეტ წლიანი სასჯელი, რომ ემუქრებოდა პირს, კანონში ცვლილება შეიტანეთ და რვა წელზე დაიყვანეთ, რომ იმ  ადამიანებისთვის, ვინც მერე თქვენი თანაგუნდელები იყვნენ, სტრასბურგის სასამართლომ რაშიც გამხილათ, სისტემურ დანაშაულში გირგვლიანის საქმეზე, როგორღაც შეღავათები მიგენიჭებინათ და ერთი საქმის გამო, ერთ საკანში მსხდარიყვნენ. ბატონი შავგულიძე არის აქ და მასაც ეცოდინება შეუძლია გაგიზიაროთ, თუ აქვს ამის სურვილი კიდევ. პროცედურებზე და უფლებებზე , როდესაც თქვენ გვესაუბრებით მორალური უფლება უნდა გქონდეთ, რომ ისაუბროთ“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.