აცრილი რეჟისორის აღსარება

აცრილი რეჟისორის აღსარება




ამირან ამირანაშვილი (რეჟისორი):

აცრიდან 3 დღე გავიდა - ვაიფაის საკაიფოდ იჭერს, თან ყველგან, ცოტა სატელევიზიო არხები ურევს, რუსეთის არხები უცებ ტვ 1 ზე და მთავარზე გადადის ხოლმე. მეორე აცრას რო ჩაიტარებ, მერე დალაგდებაო. ტელეფონის ახალ ნომერსაც მომცემენ, რა თქმა უნდა, უფასო იქნება, ოღონდ ჩემ ყველა საუბარს მოუსმენენ, (ნეტა მართლა, თორე რასაც ვიძახი არავინ მისმენს)  - აუცილებლად ნომერს შეგატყობინებთ. ერთი უკვე აცრილი ქალი დამიკავშირდა ჩიპით: ბატონო ამირან, რაც ავიცერი, ძუძუები გამეზარდა და ჩემი ქმარი კითხულობს, მეც რო ავიცრა, რა გამეზრდებაო? მე ვუთხარი - გადაეცი, რქები თქო და ეწყინა. ვატყობ, ჩემში ნელ-ნელა როგორ იღვიძებს სხვის უბედურებაზე მოქირქილე, ცინიკოსი ტიპი. ეს, ხალხო, მტკივნეული პროცესია, მაგრამ რას ვიზამთ. ვეცდები, საქმის კურსში ჩაგაყენოთ ხოლმე, მასონებმა თუ ჩიპი არ დამიბლოკეს და ფეისბუკში მყოფი ზოგიერთ ექსპერტ-პრაფესორივით არ გამომაყ...ვეს.   
აბა, ჰე და აბა ჰოოოო...