,,ბრასელს მორნინგი'': სააკაშვილი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის რუსეთის საიდუმლო სამსახურების ტექნიკას იყენებს

,,ბრასელს მორნინგი'': სააკაშვილი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის რუსეთის საიდუმლო სამსახურების ტექნიკას იყენებს




მიხეილ სააკაშვილი შინ და გარეთ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის რუსეთის საიდუმლო სამსახურების ტექნიკას იყენებს. ამ შინაარსით აქვეყნებს სტატიას გამოცემა, „ბრასელს მორნინგი“, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ და უკრაინელ პოლიტიკოსს წლების განმავლობაში პროდასავლელ რეფორმატორად იცნობდნენ და სტატიის მიზანი სწორედ მისი სურათის დახატვაა.

სტატიის თანახმად, მაშინ როდესაც ევროკავშირის მედიატორები თბილისში არსებული პოლიტიკური ჩიხის მოსაგვარებლად ბრუნდებიან, მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების მიმოხილვა სპეციალურ ყურადღებას იმსახურებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ სასურველია სიფრთხილე, რათა თავიდან იქნას აცილებული დემოკრატიული უკუსვლა და მნიშვნელოვანი ეტაპების დაკარგვა, რომლებიც მიღწეულ იქნა 2020 წლის საქართველოს არჩევნებში.

„ბრასელს მორნინგი“ წერს, რომ საბჭოთა და ახლა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ისტორია წარმოადგენს „პროვოკაციის“ უნიკალური რუსული ან საბჭოთა ტრადიციის მუდმივ დახვეწას.

„პროვოკაციებში ყველაზე ცნობილია ლენინის ჩეკას „ნდობა“ დასავლური ძალების მოტყუებისთვის, რომ ბოლშევიზმი სუსტი და გახრწნილია, იმ დროს, როდესაც მონარქისტების მოწინააღმდეგეები ძლიერდებოდნენ. ეს იყო პროტოტიპური საბჭოთა სტრატეგიული მოტყუების ოპერაცია, რომლის ისტორია დღემდე რჩება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სასწავლო გეგმის შემადგენლობაში“, – წერს ავტორი.

გამოცემის მიხედვით, დღეს საქართველოში ამ ტრადიციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი და მანიპულაციური ოპოზიციის ლიდერი, უკრაინაში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი ხმა საქართველოში, ნიკა მელია ავითარებენ.

„მელიამ პარლამენტზე შტურმი მიიტანა 2019 წლის ივნისში, რომელსაც აშშ-ში ამბოხებას ვუწოდებთ, შემდეგ დააკავეს და სასამართლოს მიერ დანიშნული თვალთვალის მოწყობილობა გაწყვიტა. მელია არის მუდმივად მანიპულირებელი მიშა სააკაშვილის ერთგული ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ, როგორც ჩანს, მან აითვისა პროვოკაციის ეს მშვენიერი ხელოვნება საკუთარი მიზნებისათვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული გაკვეთილები შესაძლოა, ახალგაზრდობაში, უკრაინაში, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ სასაზღვრო დაცვაში სამსახურისას ჩაიბეჭდა გულში და ცნობილია, რომ სურს საქართველოში ძალაუფლება ნებისმიერი საშუალებით ჩაიგდოს ხელში.

სტატიის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ახლა ცდილობს უნარები ნებისმიერი ადამიანის დაშანტაჟებისთვის გამოიყენოს და სამწუხაროდ, ეს ხორციელდება სხვა ოპოზიციური პარტიების და თუნდაც მისი ზოგიერთი დასავლელი მხარდამჭერებისა და ანაზღაურებადი დამხმარეების საშუალებით.

სტატიის ავტორი მიხეილ სააკაშვილის ქმედებას ტრამპის მსგავს პროვოკაციას ადარებს და წერს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე სააკაშვილმა იცოდა, რომ მისი კოალიცია დამარცხების გზაზე იდგა, შექმნა ყალბი განწყობა და ტრამპის ცნობილი ფრაზის, „შეაჩერე ქურდობის“ საკუთარი ვერსია წარადგინა.

სტატიის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამთავრობო სააგენტოების უკანონო ქმედებებზე საუბრობდა, უნდა ფიქრობდეს მის მიერ წარსულში კონტროლირებულ „კონსტიტუციის დაცვის დეპარტამენტზე“, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციის 50-ზე მეტ კომპიუტერს მიკროფონებისა და ვიდეოკამერების საშუალებით უსმენდა.

„სინამდვილეში, მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლამ მათი გამარჯვება უზრუნველყო. იგი მალევე მოუწოდებდა დიდი სუპერ გამავრცელებელი მიტინგებისკენ პანდემიის წინააღმდეგ, არღვევს შეკრების შეზღუდვებს, რაც ტრამპის სტილშია. ამ არჩევნებმა ძალზე წარმატებით ჩაიარა ახალი ორმხრივად შეთანხმებული რეფორმების განხორციელებით, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მცირე პოლიტიკური პარტიების უფრო მრავალფეროვან წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში. ეუთო-მ აღიარა, რომ პარლამენტის წარმომადგენლობის ერთ პროცენტზე შემცირებულმა ზღურბლმა გაზარდა წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობა და ბევრი ახალი პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ არჩევნების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ბევრი პოლიტიკური პარტია მოხვდა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, ეს ვითარებას ამწვავებს, რაც უფრო მეტად საბჭოთა პროვოკაციის ტრადიციაა, ვიდრე დასავლური დემოკრატიის მეთოდი.

„ოპოზიცია, რომელიც გამოცდილია რუსეთის კგბ-ს ე.წ. პროვოკაციაში, კომპრომისზე უარს ამბობს და ქვეყანას საეჭვო მდგომარეობაში აყენებს პარლამენტის ბოიკოტით, რაც ახლა საფრთხეს უქმნის ერის მთელ რეპუტაციას, რომელმაც ყურადღებით შეიმუშავა თავისი დემოკრატიული შესაძლებლობები მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე. ამ უარს მართავს და ხელმძღვანელობს უკრაინის მოქალაქე, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის შეცვლას ისე, როგორც ეს არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. როდესაც პრეზიდენტი პუტინი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ სადილობენ კამერების წინაშე ციმბირიში, დისკუსიები უდავოდ მოიცავს იმას, თუ როგორ ჯდება საქართველო მათ გეგმებში. რა თქმა უნდა, ისინი განიხილავენ რეფლექსური კონტროლის ოპერაციის წარმატებას, რასაც 2008 წლის ომი მოჰყვა. კითხვა ის არის, ისინი უკრაინაში სააკაშვილთან ერთად კიდევ ერთ რეფლექსურ კონტროლზე მუშაობენ? ოპოზიციის პროვოკაციული საქციელი, სათავეში მყოფი ახალი სამთავრობო გუნდი და ევროკავშირის შუამავლობა, უეჭველია, ფაქტორი იქნება რუსეთის სადაზვერვო ვარიანტების აქტიურ ზომებში“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს გეგმები ჩანს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის დემარშში აშშ-ის მთავრობის მიმართ და მიხეილ სააკაშვილის ქართული დემოკრატიის ფუძემდებლად დასახელებაში.

სტატიის მიხედვით, ახლა რუსეთის გეგმების შეზღუდვის დროა და დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება შესანიშნავი მოედანი რუსული ბოროტების ოპერაციებისთვის.

„პროვოკაცია“ უნდა დასრულდეს ყოველგვარი სხვა მოთხოვნებისა გარეშე. დასავლეთის ხელმძღვანელობამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს გაგრძელდეს. ეს არის არალიბერალური და არადემოკრატიული. ეს არის ლაკმუსის ტესტი იმისა, რომ ყველა მხარე მზად არის, შეასრულოს თავისი როლი პოლიტიკაში და არ ჩაერთოს დაუსრულებელ ქუჩურ ბრძოლებში და დემონსტრაციებში, არ გაანადგუროს საქართველოს რეპუტაცია და შესაძლებლობა მოიზიდოს ტურისტები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისთვის“, – წერს სტატიის ავტორი.

წყარო: 1tv.ge