განსაკუთრებულად უსინდისო განსაკუთრებული კაცი

განსაკუთრებულად უსინდისო განსაკუთრებული კაცი




საქართველოს გაფიცებთ, ქართველებო: არ დალიოთ ჭყონიას „ფანტა“ და „კოკა-კოლა“, არ შეხვიდეთ ჭყონიას 
სწრაფი კვების ობიექტებში, არ ჭამოთ ჭყონიას 
ჰამბურგერი და ჩიზბურგერი!
„დღეს მთავარმა არხმა გრანდიოზული და ჩვენთვის ისტორიული შეთანხმება გააფორმა კოკა-კოლასთან, ანუ თავისუფლებასთან, ხარისხთან და წარმატებათან.
ყველამ და ყველაფერმა, ორივე მხრიდან, თავისი წვლილი შეიტანა და თავისი როლი ითამაშა. მაგრამ იყო ერთი მთავარი და განსაკუთრებული კაცი თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობით და მნიშვნელოვნებით - თემურ ჭყონია. ამიტომაც მთავარი და განსაკუთრებული მადლობა მას. და არა მარტო დღევანდელი შეთანხმებისთვის.
ვიწყებთ ფიქრს 2022-ზე!“ _ ეს სიხარულისგან აჟიტირებული და აჭყლოპინებული ნიკუტა გვარამიას განცხადებაა, რომელიც მან „კოკა-კოლასთან“ გაფორმებული „ისტორიული შეთანხმების“ შემდეგ გამოაქვეყნა.
მართალია გვარამია, თემურ ჭყონია მართლაც განსაკუთრებული კაცია, ოღონდ განსაკუთრებული თავისი უსინდისობით.
ნიკუტა გვარამიას და მის „ჩაჯვივიზიას“ კაცი რომ ფულს მისცემს, ის ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობის თახსირია, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ეს ქვეყანა და იმ მტარვალი სააკაშვილის უკან, ხელისუფლებაში, დაბრუნებას უჭერს მხარს, რომელმაც ამდენი ტკივილი და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და ქართველ ხალხს.
კი, მაგრამ ასე რატომ უნდა გძულდეს საქართველო, თუ ნამდვილად ქართველი ხარ და ეს გაუცნობიერებელი სიძულვილი გენეტიკურად არ მოგდგამს?
როგორც ამბობენ, ამ „განსაკუთრებულ კაცს“ ქართული სახელმწიფოს ვალი აქვს - ხუთი მილიონი დოლარი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში აიღო ე. წ. თურქული კრედიტიდან და რომელსაც ჯიუტად არ აბრუნებს.
დროულად დააბრუნე ეს ვალი, შე მართლა განსაკუთრებულო თვალთმაქცო ჭყონიავ! დააბრუნე ეს ვალი და დაანებე თავი ამ ქვეყანას, საიდანაც მილიონებს ქაჩავ და იმავე დროს ძირს უთხრი და ზურგში დანას უღერებ!
2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს, მომიტინგეებს ჰამბურგერებს და კოკა-კოლას ურიგებდნენ თურმე ჭყონიას დავალებით, რაც მოგვიანებით ნაციონალებმა დაუფასეს.
ახლაც იგივე ფანდს მიმართავს ჭყონია - ვინძლო ხელისუფლება შეიცვალოს და სჯობია, წინასწარ დავიჭირო თადარიგიო.
ერთი უცნაური თხოვნით მინდა მივმართო ქართველებს: მოდით, ერთხელ მაინც გამოვამჟღავნოთ მაღალი ეროვნული თვითშეგნება და პროტესტის ნიშნად არ დავლიოთ ჭყონიას „ფანტა“ და „კოკა-კოლა“, არ შევიდეთ ჭყონიას სწრაფი კვების ობიექტებში, არ ვჭამოთ ჭყონიას ჩიზბურგერი და ჰამბურგერი; არ მივცეთ ჭყონიას იმის საშუალება, რომ ჩვენს ხარჯზე აკეთოს მილიონები და მერე ეს მილიონები უბედურებად შემოგვიტრიალოს უკან.
ძალიან მარტივი და იოლი გასაკეთებელია ის, რასაც მე გთხოვთ, ქართველებო - მთავარია, უფრო მეტად გიყვარდეთ ჭყონიასნაირების მიერ გადაძოვილი თქვენი სამშობლო, ვიდრე „ფანტა“ და „კოკა-კოლა“, ვიდრე ჰამბურგერი და ჩიზბურგერი, რომელმაც ლამის არის ბოლომდე დააუშნოვოს და დაამახინჯოს ქართველი ახალგაზრდები - ერთ დროს ლამაზი, ტანადი, მოხდენილი, ჯიშიანი ერის შვილები.
- მიირთვით „კოკა-კოლა“, მე უშაქროს ვარჩევ - ტვინს კვებავს! - საეჭვოდ იკვანწება გვარამია და რესპონდენტებს „კოკა-კოლას“ უმარჯვებს.
თუ ტვინს კვებავს, ნაციონალებმა და მათმა ფანებმა დალიონ - იქნებ ჭკუა მოემატოთ და გონს მოეგონ, თქვენ კი, დანარჩენ ქართველებს, საქართველოს გაფიცებთ: არ დალიოთ `ფანტა~ და „კოკა-კოლა“! არ შეხვიდეთ ჭყონიას სწრაფი კვების ობიექტებში! არ ჭამოთ ჭყონიას ჰამბურგერი და ჩიზბურგერი!

გიორგი ბერიძე

"საერთო გაზეთი"