გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს საქართველოდან?!

გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს საქართველოდან?!




კითხვები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, ჩამოსვლის მიზეზებს და სავარაუდო თუ უკვე დამდგარ შედეგებს უკავშირდება, ბევრია და ყველა მათგანზე საზოგადოებაში პასუხები დღემდე არ არსებობს.
ჩემი კონფიდენციალური ინფორმატორი, რომელიც უცხოეთიდან დამიკავშირდა, ოფიციალურ სტრუქტურაში მუშაობს და მოქმედი ქართველი პოლიტიკოსია.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, ვიღაცები უკავშირდებოდნენ უკრაინაში, აგულიანებდნენ და სთავაზობდნენ საქართველოში დაბრუნების გეგმებს.
ყველას გვახსოვს, სააკაშვილმა ჩამოსვლამდე არაერთხელ ამცნო თავის მომხრეებს არა ახლა ჩამოვდივარ, არა - ახლაო. ეს მითითება იყო. ეუბნებოდნენ: გამოაცხადე, რომ ჩამოდიხარ, სიტუაცია მზადააო, მერე ატყობინებდნენ, რომ გეგმები და სიტუაცია შეიცვალა და ჯერ არ იყო ამის დრო.
ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეკონტაქტებოდნენ, ძველი ხელისუფლების დროინდელი კადრებია. ისინი პირადი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ ასე, თორემ სააკაშვილი დიდად არავის ეხატება გულზე. ხომ ხედავთ, ოპოზიციაში რა ხდება, ყველა მომავალი, შესაძლო თანამდებობებისთვის იბრძვის და სააკაშვილის ფაქტორს ყველა სათავისოდ იყენებს. თვითონ ნიკანორ მელიაც დაიღალა ამდენი ბრძოლით, ბოლოს და ბოლოს, ტაისონი დაიღალა და მელიასაც მობეზრდა ცემა-ტყეპა და ხელჩართული ომი.
პირადად მე, ისევე როგორც ჩვენმა უწყებამ, დღემდე არ ვიცით, საიდან და როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ამ საქმეში რუსების ხელი ურევია, მაგრამ მთავარი ბიძგის მიმცემი მაინც ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ძალებია. მათ გადაწყვიტეს ამ ეტაპისთვის, ანუ წინასაარჩევნოდ, სააკაშვილი საქართველოში გამოეშვათ, რადგან ძალიან იყო აჭრილი პოლიტიკური ველი და გარკვეული ფაქტორი იყო საჭირო სიტუაციის „დასალაგებლად“.
სააკაშვილის ჩამოსვლამ გააერთიანა „ოცნებაზე“ ნაწყენი ელექტორატი და გააერთიანა მანამდე დაქსაქსული „ნაცმოძრაობაც“ თავიანთი ბელადის გარშემო. „ნაცმოძრაობის“ ბირთვში, როგორც ვხედავთ, ის ძალები არიან, რომლებიც წინა მთავრობის თანამდებობის პირები იყვნენ და, რა თქმა უნდა, ძალაუფლების დაკარგვას დღემდე ვერ შეეგუენ. ამას დამატებული სააკაშვილის ფანები, ჩვენი ამორჩევლის 0,03%, ანუ ის ხალხი, რომლებიც აქციებზე იდგნენ ოპოზიციასთან ერთად. ეს 0,03% სწორედაც სექტაა, თუმცა ნუ გვეჩვენება, რომ ბევრნი არიან. როგორც მეუფე ნარიმანს ჰყავს მორჩილ სექტანტთა ბრბო, ასევე არიან ესენიც.
სააკაშვილის ჩამოსვლამ, საბოლოო ჯამში, ვიღაცებისთვის პოზიტიური როლი ითამაშა იმდენად, რამდენადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა უფრო პოლარიზებული გახდა და ასე ვთქვათ, შუა გაიკრიფა. სავარაუდოდ, ქვეყნის გარეთა ძალებს კოალიციური მთავრობის მოსამზადებელ პერიოდში სჭირდებათ საქართველოში ამ ტიპის პოლარიზებული პოლიტიკური გარემო მომავალ არჩევნებამდე.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ეს რომ საქართველოსთვის საბოლოოდ დამღუპველი იქნება, ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ.
თავად სააკაშვილი, ცხადია, ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ასე განვითარებას. რა თქმა უნდა, მიხეილი ციხეში ჩაჯდომას არც აპირებდა, არც გეგმავდა და არც უფიქრია ამაზე. ის უცებ დადგა რეალობის წინაშე, რაც პირდაპირ შოკი იყო მისთვის.
აქვე ვიტყვი, რომ მას, რა თქმა უნდა, ერთი დღეც კი არ უშიმშილია, თუმცა შიმშილიც აქ არაფერ შუაშია. დამტკიცებულია, რომ სააკაშვილი დაავადებულია კლაუსტროფობიით და ციხის საკანში ყოფნას შეშლილობამდე მიჰყავს. 
სანდრა რულოვსი ისეა მასზე გაბრაზებული, მისი დანახვაც არ უნდა. მიშა რომ დაიჭირეს, მაშინაც იცოდა იასკოსთან მისი კავშირის შესახებ, მაგრამ შვილებს, ოჯახს, მომხრეებს გაუწია ანგარიში და ჩამოვიდა, მაგრამ გიული ალასანიას მთელი ყურადღება ლიზა იასკოსკენ ჰქონდა გადატანილი, ყოველ წუთს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, რადგან ქალბატონ გიულის მისი შვილის დახსნის საქმეში ახლა იასკოს იმედი უფრო აქვს, ვიდრე სანდრა რულოვსის და სანდრა საერთოდ უგულებელყოფილი დარჩა უყურადღებოდ, თავი არასაჭიროდ იგრძნო და მალევე გაფრინდა საქართველოდან.
სანდრა რულოვსმა შესანიშნავად იცოდა სოფიო ნიჟარაძისა და საკუთარი მეუღლის რომანის შესახებ.
თავად სოფიო ოჯახის გაერთიანებას აპირებდა და ამერიკიდან ბავშვთან ერთად უკრაინაში გადმოსვლას გეგმავდა. პატარა ელის-მარია სააკაშვილისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები რომ შეექმნთ, დედა და მამა - მიშა და სოფო თითქოს ერთად ეძებდნენ შესაფერის საცხოვრებელ სახლს უკრაინაში, რომ უცაბედად ლიზა იასკო გამოჩნდა. უცაბედად სოფიოსთვის, თორემ არ მგონია სააკაშვილისთვის ლიზა მოულოდნელი „სიხარული“ ყოფილიყო.
დანა პირს არ უხსნის სოფო ნიჟარაძეს, სააკაშვილის დანახვაც არ უნდაო, მიყვება ჩემი თანამოსაუბრე.
რაც შეეხება სააკაშვილის მომავალს. ის დიდხანს საკანში ვერ გაძლებს, თანაც, როგორც არ უნდა გაჩუმდეს და მორჩილი პატიმარიც იყოს, სააკაშვილი საქართველოში არის ნაღმი, რომელიც, რა საშუალებებიც ხელთ მოგხვდება, ის უნდა გამოიყენო და გაიყვანო ქვეყნიდან.
ჩვენი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ასეც მოიქცევა და მას სამკურნალოდ, ან სხვა „საპატიო“ მიზეზით, საზღვარგარეთ გააგზავნის, სადაც, რამდენიმე თვეში, გათავისუფლდება, ალბათ.
სააკაშვილი ნარცისია. მას არავითარი პოლიტიკური მიზნები და იდეალები არ გააჩნია.
რომ ამბობენ, შევარდნაძისდროინდელი დაქცეული საქართველო ფეხზე წამოაყენაო, ინვესტიცია, დონაცია, ფინანსური დახმარებები შევარდნაძის დროსაც იყო და უკვე სტაბილურდებოდა პოლიტიკური გარემო, პარტნიორული ურთიერთობები, იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესები და, ცხადია, ის თანხები დახმარების სახით ისედაც შემოვიდოდა ქვეყანაში, რომელზეც ამბობენ, სააკაშვილმა მოიზიდა და გზები დააგოო. ამ თანხების დიდი ნაწილი რომ ნაცების ჯიბეებში წავიდა, ეს სხვა საქმეა. პრეზიდენტობისას სააკაშვილი, რომ იტყვიან, „გულაობდა“, მე კარგად ვიცნობ მას და შემიძლია ვთქვა, ის განუვითარებელი, მაპატიეთ და, ცხოველის დონეზე მყოფი კაცი და ინსტინქტების მონაა.
მე არ მეჯავრება ის, გარკვეულ დროს მასთანაც ვიმუშავე ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში. ჩვენ კონფლიქტი არასდროს გვქონია, მე, უბრალოდ, გეუბნებით იმას, რაც არის სიმართლე.
მას ყოველთვის ეზარებოდა აზროვნება და მართვის გარკვეული ნაწილი მერაბიშვილისთვის ჰქონდა მინდობილი, ნაწილი - ადეიშვილისთვის. თვითონ თავს არაფერზე არ იწუხებდა, მეფესავით იყო, ვეზირები ჰყავდა და მათ აკეთებინებდა ყველაფერს.
გაიხსენეთ, რა თქვა ამ დღეებში სააკაშვილის ვაჟმა ედუარდმა: მირჩევნოდა, მამაჩემი ამერიკაში დარჩენილიყოო.
მიხეილს შესანიშნავ ადგილს სთავაზობდნენ ამერიკის ერთ-ერთ საუკთესო კოლეჯში ლექტორის პოზიციაზე, სადაც წყნარად იქნებოდა და სოლიდურ ანაზღაურებასაც მიიღებდა, მაგრამ მან ეს არ ისურვა. საკუთარი ამბიციები ვერ მოთოკა და ასე ვთქვათ, შარში აღმოჩნდა, რაც მისთვის და მისი პოლიტიკური ისტორიისთვის მთლად სახარბიელო არ უნდა იყოსო, - დასძინა ჩემმა ინფორმატორმა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, არაპროგნოზირებადი და „რადიაქტიული“ „ნაღმის“ მოქმედებებს ფხიზლად ვადევნოთ თვალი, სანამ ამ საშიშროებას ქვეყანა, განგების ძალით, როგორმე მოიშორებს, რომ სახელმწიფომ ნორმალური განვითარება შეძლოს.

ირანდა კალანდაძე