გელა ზედელაშვილი: გაზაფხული მთელ დუნიაზე იქნება ჩვეულებრივი, იონჯაც ამოვა!

გელა ზედელაშვილი: გაზაფხული მთელ დუნიაზე იქნება ჩვეულებრივი, იონჯაც ამოვა!




გელა ზედელაშვილი (ჟურნალისტი):

ე.წ. ოპოზიციონრები ამტკიცებენ, ძალიან ცხელი გაზაფხული იქნებაო, ტემპერატურას ავწევთ, ავადუღებთ, ავათუხთუხებთ, რევოლუციას მოვახდენთ და ძალაუფლებას ხელში ჩავიგდებთო.

ამის შემდეგ მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ დუნიაზე აგრილდება, ტემპერატურა დაბალანსდება, დემოკრატიული იდილია დამყარდება და ვიცხოვრებთ ბედნიერადო.

რატომ იცინით, არ გჯერათ?

თქვენ თუ არ გჯერათ, "მავნებსა" სჯერათ და ელოდებიან კიდევაც მოუთმენლად მარტსა, აპრილსა და მაისსა, ელოდებიან დაცხომასა. ზოგიერთი დებილი აცხადებს, თებერვალიც გაზაფხულისააო, სხვანაირად არც შეიძლება, ხეში წყალი დგებაო.

ტელევიზორში ყოველ საღამოს გამოდიან ინდაურები მშვიდობიანი რევოლუციური იდეებით. ოღონდ არ იციან, რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია... ანუ რევოლუცია თოფების, თოხებისა და მუჯლუგუნების გარეშე, ამ ეტაპზე მარტო იმას გრძნობენ, რომ დაცხება.

მათ თავებში ძალიან ცხელა. თუმცა ხშირად ქარიშხალიცაა, ცხელი ქარიშხალი... აი, ისეთი, უდაბნოში რომ იცის ხოლმე.

გარწმუნებთ, დამიჯერეთ!

გაზაფხული მთელ დუნიაზე იქნება ჩვეულებრივი... იონჯაც ამოვა ჩვეულებრივად. ის კი არა, შეიძლება თებერვალსა და მარტში მოთოვოს კიდეც. ნუ გამოვრიცხავთ წაყინვასაც. ნათქვამია, მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო, ანუ წინასწარ პროგნოზს ნუ გააკეთებო.

რასაკვირველია, ალაგ-ალაგ იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, ქარი, ნისლი და ჟინჟღლიც. შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე შედარებით გვიან დათბება.

რევოლუცია... ჰმ, რა რევოლუცია?

ჰა, ჰა, ჰა... არც გაატრაკოთ, საკუთარ სამზარეულოებში მოაწყეთ რევოლუცია... თუმცა მაგის თავიც არ გაქვთ, გაგძუყნიან სიდედრები!

უბედურებო, წავიდა რევოლუციების დრო!