გელა ზედელაშვილი: კალაძემ პიარი გაიკეთაო, თქვენც გაიკეთეთ, თქვე დუპლეტებო!

გელა ზედელაშვილი: კალაძემ პიარი გაიკეთაო, თქვენც გაიკეთეთ, თქვე დუპლეტებო!




გელა ზედელაშვილი (ჟურნალისტი):

ისევ საბოტაჟი!
ისევ ღორობა არჩევნების წინ!
ისევ ნაგავი!

კალაძემ პიარი გაიკეთაო!
თქვენც გაიკეთეთ, თქვე დუპლეტებო, დაგიშალათ ვინმემ? აბა, რომელიმეს თუ მოგივიდათ აზრად (ე.წ. პოლიტიკოსებს გგულისხმობთ), გამოსულიყავით და ერთი პარკი მაინც წაგეღოთ სანაგვეზე?!
არა, არ მოგივიდათ, თქვენ წუხელ ისხედით ტელევიზორში გაავებულ დედაკაც ინგასთან (რატომღაც მოთანთალებულ მუსკულებს რომ გვითამაშებს) და ნიშნისმოგებით ყმუოდით, თუ რა ცუდადაა საქმე ქვეყანაში. 
გიხარიათ, ნაგავი არ გაიტანესო, მენაგვეები გაიფიცნენო... სახლებში რომ დაბრუნდით, ალბათ სიტუაცია გაამძაფრეთ, ნაგავით სავსე ცელოფანის პარკები ფანჯრებიდან გადმოყარეთ!

დავუშვათ, გაიფიცნენ... დავუშვათ, რაღაც ისეთი მოხდა... დავუშვათ, სისტემა გაფუჭდა... ვერ გაიტანეს, თქვენ რა გიხარიათ, თქვე ჩემისებო, ეს ქალაქი მარტო კალაძისაა?!
ჰა?!
გეკითხებით, თბილისი მარტო კალაძისაა?!
არა მგონია, მარტო კალაძისა იყოს!

ჰმ... პიარი გაიკეთაო.
თქვენც გაიკეთეთ, თქვე ვირთხებო!
ეს კაცი 90%-ით მოგიგებთ და მერე დაიწყებთ ღნავილს, გაგვიყალბესო.
გაგიყალბეს არა, ჩემი ფეხები!