გელა ზედელაშვილი: საინტერესოა, რამდენი მილიონერი ჰყავს საქართველოს?

გელა ზედელაშვილი: საინტერესოა, რამდენი მილიონერი ჰყავს საქართველოს?




იცით, რამდენი მილიარდერი და მილიონერი ჰყავს საქართველოს? მოდით, ცოტა სხვანაირად ვთქვათ... იცით, რამდენი ქართველი მილიარდერი და მილიონერი არსებობს ამ დუნიაზე, ანუ დედამიწაზე? შარშანდელი მონაცემების თანახმად, 488 იყო. მართალია, წლევანდელი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ გული მიგრძნობს, 500-მდე იქნება. საინტერესოა, ვინ არიან ისინი? აქ არ შეიძლება, არ ვახსენოთ ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც სააკაშვილის ხროვამ იმსხვერპლა. მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ახლა სახელ-გვარებით უნდა ჩამოგითვალოთ ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული მილიონერები. რატომ ვაკეთებ ამას, სტატიის ბოლოს გაგიმხელთ.

ბიძინა ივანიშვილი - როდესაც პოლიტიკაში მოვიდა (2012 წელს), მისი ქონება 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამ ეტაპზე, როგორც ამბობენ, 5 მილიარდია. ამ მაგარ ქველმოქმედზეც ბოლოს მოგახსენებთ.

შემდეგი... თურგაი ჯინერი (თურქეთი) - 7 მილიარდი, ტარიელ ვასაძე (უკრაინა) - 5 მილიარდი, ნიჰათ გოგეითი (გოგიტიძე) თურქეთი - 4 მილიარდი, ისმათ აჯარი (თურქეთი) - 3 მილირდი, თემურ სეფიაშვილი (აშშ) - 3 მილიარდი, დავით იაკობაშვილი (რუსეთი) - 3 მილიარდი, თენგიზ არშბა (რუსეთი) - 2,5 მილიარდი, ზურაბ წერეთელი (რუსეთი) - 2 მილიარდი, დავით ჟვანია (უკრაინა) -1 მილიარდი, ასლან აბაშიძე (რუსეთი) - 1 მილიარდი, გია ჯოხთაბერიძე (საქართველო) - 1 მილარდი, ანზორ კიკალიშვილი (რუსეთი) -1 მილიარდი, სოსო ორჯონიკიძე (რუსეთი) - 1 მილიარდი, ვასილ ბაღდავაძე (რუსეთი) - 1 მილიარდი, თამაზ სომხიშვილი (რუსეთი) - 700 მილიონი, აბრამ ნანიკაშვილი (ისრაელი) - 700 მილიონი, დავით ბეჟუაშვილი (საქართველო) - 600 მილიონი, ვიკა გელოვანი (რუსეთი) - 500 მილიონი, შოთა ბოთერაშვილი (რუსეთი) - 500 მილიონი, ბუთა ელიავა (რუსეთი) - 500 მილიონი, ლევან ვასაძე (იყო რუსეთში, არის საქართველში) - 500 მილიონი, რომან ფიფია (იყო რუსეთში, არის საქართველოში) - 500 მილიონი, თემურ ქარჩავა (რუსეთი) - 500 მილიონი, ბადრი კაკაბაძე (რუსეთი) - 500 მილიონი, მიხეილ მირელაშვილი (რუსეთი) - 500 მილიონი, ტარიელ ონიანი (ესპანეთი) - 400 მილიონი, მამუკა ხაზარაძე (საქართველო) - 400 მილიონი, ალექსანდრე ებრალიძე (რუსეთი) - 300 მილიონი, პანტიკო თორდია (საქართველო) - 250 მილიონი, ირაკლი ოქრუაშვილი (საქართველო) - 250 მილიონი, ქიბარ ხალვაში (საქართველო) - 200 მილიონი, თემურ ჭყონია (საქართველო) - 200 მილიონი, გიორგი რამიშვილი (საქართველო) - 200 მილიონი, ვალერი მელაძე (რუსეთი) - 200 მოლიონი, სანდრო მეჟევიძე (საქართველო) - 160 მილიონი, კახა ოქრიაშვილი (საქართველო) - 150 მილიონი, ზაზა ოქუაშვილი (საქართველო) - 100 მილიონი, პაატა კურტანიძე (საქართველო) -100 მილიონი, ზურაბ კინიხაძე ( რუსეთი) -100 მილიონი, ლევან და სოსო ფხაკაძეები (საქართველო) -100 მილიონი, ვალერი გელაშვილი (საქართველო) -100 მილიონი, რომან ცხვირაშვილი (აშშ) - 100 მილიონი, გოჩა ძასოხოვი (საქართველო) - 100 მილიონი, ვანო ჩხარტიშვილი (საქართველო) - 100 მილიონი, ფრიდონ ინჯია (საქართველო) - 100 მილიონი, ზურაბ ნოღაიდელი (საქართველო) - 75 მილიონი, ზაზა ნიშნიანიძე (საქართველო) -70 მილიონი, ლაურა ღაჭავა (საქართველო) - 60 მილიონი, თემურ უგულავა (საქართველო) - 60 მილიონი, გოგი თოფაძე (საქართველო) - 50 მილიონი, კოტე გოგელია (რუსეთი) - 50 მილიონი, ნუგზარ შევარდნაძე (საქართველ) - 50 მილიონი, ლაშა პაპაშვილი (საქართველო) - 50 მილიონი, ილო მოსიაშვილი (ისრაელი) - 50 მილიონი, გოგი ლიპარტელიანი (საქართველო) - 50 მილიონი, ელგუჯა ბუბუტეიშვილი (საქართველო) - 40 მილიონი, თამაზ გაიაშვილი (საქართველო) - 40 მილიონი, კახი კალაძე (საქართველო) - 40 მილიონი, გია შერაძე (საქართველო) - 30 მილიონი, ლევან პირველი (ავსტრია) - 22 მილიონი, აკაკი ჩხაიძე (საქართველო) - 20 მილიონი, ავთანდილ წერეთელი (საქართველო) - 20 მილიონი, გურამ ახვლედიანი (საქართველო) - 20 მილიონი, ნიკა ჩიქოვანი (საქართველო) - 20 მილიონი, ავთანდილ ჯორბენაძე (საქართველო) - 20 მილიონი, მელორ ტყეშელაშვილი (საქართველო) - 20 მილიონი, ჯემალ ინაიშვილი (საქართველო) - 20 მილიონი, თემურ აფსაძე (ავსტრია) - 20 მილიონი, არჩილ გეგენავა (საქართველო) - 15 მილიონი, ირაკლი იაშვილი (საქართველო) - 15 მილიონი, ზაზა სიორიძე (საქართველო) -10 მილიონი, ალეკო გოცირიძე (საქართველო) -10 მილიონი, ნიკო ლეკიშვილი (საქართველო) - 10 მილიონი, ლევან გაჩეჩილაძე (საქართველო) - 10 მილიონი, ივლიანე წულაია (საქართველო) – 5 მილიონი, თამაზ ნავერიანი (საქართველო) – 3 მილიონი, კობა ნარჩემაშვილი (საქართველო) – 7 მილიონი, აკაკი ბობოხიძე (საქართველო) – 1 მილიონი, დავით პანიკაშვილი (რუსეთი) – 570 მილიონი, სერგო რატიანი (საქართველო) – 1 მილიონი, იოსებ მაკრახიძე (საქართველო) – 12 მილიონი, ელგუჯა გოცირიძე (საქართველო) – 6 მილიონი, გოჩა ენუქიძე (საქართველო) – 5 მილიონი, ქეთი მელუა (დიდი ბრიტანეთი) – 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი, პაატა გამგონეიშვილი (რუსეთი) – 290 მილიონი, შოთა შალელაშვილი (საქართველო) – 34 მილიონი, ლევან კობიაშვილი (საქართველო) – 9 მილიონი, დავით ჭიჭინაძე (საქართველო) – 4 მილიონი, რევაზ არველაძე (საქართველო) – 3 მილიონი, ტარიელ ხეჩიკაშვილი (საქართველო) – 11 მილიონი,

კობა ნაყოფია (საქართველო) – 8 მილიონი, ვიაჩესლავ მირილაშვილი (რუსეთი) – 900 მილიონი.

მეგობრებო, ყველას ვერ ჩამოვთვლი... იმისთვის, რომ თემა კარგად გავშალო და ჩემი საწუხარი გადმოგცეთ, ესეც საკმარისია. არჩამოთვლის მიზეზი კიდევ ის არის, რომ ფაქტობრივად სრული და ასი პროცენტით დაზუსტებული სია არ არსებობს, რასაც გთავაზობთ, ეს დადასტურებულია, წვეთი არ გაუვა, დანარჩენები გაფანტულნი არიან მსოფლიო მასშტაბით - ზოგი უარყოფს, ზოგი იმალება, ზოგი უბრალოდ ოფშორებშია გაკვეხებული და ვერც დაუმტკიცებ. ჰო, აი, კინაღამ გამომრჩა... დავით კეზერაშვილი, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში მილიარდერი გახდა. არადა, ტიპი, სანამ ფინანსურ პოლიციას ჩაუგდებდნენ ხელში, სანამ გაამინისტრებდნენ, სააკაშვილის პლაკატებს დაარბენინებდა. პრინციპში, პრესტიჟული უბანი ებარა, რუსთაველზე და მთაწმინდის მიდამოებში აკრავდა ხოლმე.

დარწმუნებული ვარ, ამ სიაში დაფიქსირებული თანხები ამ დროისთვის უფრო მომატებული იქნება, ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ ხოლმე, ფულს ფული მოაქვსო, ფულით ფული მრავლდებაო და ეს ყველაზე უკეთესად ამ ადამიანებმა იციან. ერთადერთი, ვისი ქონებაც წლების განმავლობაში შემცირდა, ბიძინა ივანიშვილია. ნეტავ რატომ? იმიტომ, რომ ხარჯავს, საქმეს აკეთებს, საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ასევე, შეიძლება ივანიშვილთან შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც ხარჯავენ თავიანთ მონაგარს - მაგალითად, კახა კალაძე, გოგი თოფაძე და... აი, მეტს ვერავის ვიხსენებ!

დიახ, მართლა ვერ ვიხსენებ და ამავე დროს ამოცანა გვეკითხება: თქვე კაი ხალხო, საქართველოს მოსახლეობავ, მოქალაქეებო, თუ 3-მილიონიან ქვეყანაში 488 მილიარდერ-მილიონერი გყავთ, რატომ შესტირით, რატომ ავალდებულებთ ბიძინა ივანიშვილს და რატომ ითხოვთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან?!

მოდით, ახლა წაივდემაგოგებ და ამ შეკითხვას ასეთნაირად ვუპასუხებ: ჩვენ, ქართველები და არა მხოლოდ ქართველები, სრულიად საქართველოს მოქალაქენი იმიტომ მივჩერებივართ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 პასუხისმგებლობა აიღო ჩვენზე. მეტიც, ის 1990-იანი წლებიდან ე.წ. სტიპენდიას აძლევდა და აძლევს კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მოღვაწეებს. ბევრი მათგანი დიდი სიამოვნებით იღებს ივანიშვილისგან ყოველთვიურად 1000, 1500, 2000, 3000, 5000 ლარს და ამავე დროს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს იგივე ბიძინა ივანიშვილს. პარადოქსია, არა? მაგალითად, გიგა ბოკერიას დედა, ნანა ალექსანდრია ყოველთვიურად ბიძინასგან იღებს 1000 ლარს, ამავე დროს ის ამტკიცებს, რომ იგივე ბიძინა არის დიქტატორი, ამ ქვეყნის დამაქცევარი და აუცილებლად უნდა წავიდეს, გაქრეს.

აქ ამოცანა სვამს შემდეგ შეკითხვას: თუ ბიძინა გაქრება, წავა, ნანა ალექსანდრია ხომ ვეღარ მიიღებს ყოველთვიურად 1000 ლარს? ჰმ... ბოკერიებს ფეხებზეც არა ჰკიდიათ, ეგენიც მულტიმილიონერები არიან, სამშენებლო ბიზნესში აქვთ ფესვები გადგმული. აი, ნახეთ ამათი ზნეობა... თვითონ მილიონერები არიან, მაგრამ იმდენად წუპაკობენ, რომ ბიძინას ფულზე მაინც არ ამბობენ უარს. ამ დროს ყოველდღე სხედან ტელევიზორში, ეს უბადრუკები, გვიკითხავენ ლექციებს პატიოსნებაზე, მორალსა და სამშობლოს სიყვარულზე. მეტიც, ყოველ საღამოს ჩაგვჩიჩინებენ, რომ საქართველოს მოსახლეობას შია, ქუჩები შიმშილით დახოცილი ადამიანებითაა მოფენილი, მთებიდან მოედინება სისხლის მდინარეები და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი თავის ერთ-ერთ შვილთან ერთად ბავშვებსაც ჭამს.  

ჩვენი გაზეთის წინა ნომერშიც დავწერე და გავიმეორებ: ბოკერიების მსგავს სიტუაციაში იყო აწ გარდაცვლილი ჯულიეტა ვაშაყმაძე, მასაც უხდიდა ბატონი ბიძინა ყოველთვიურად 1000 ლარს, მაგრამ მისი გაზრდილი ღორი, თითქოს შვილად რომ იწოდებოდა, დედას აგინებდა მაშინ, ჯერ დაკრძალულიც რომ არ ჰყავდა. მეტიც, რუსეთის პრეზიდენტი რომ ჩვენი მტერია, გასაგებია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, მტრის წინაშეც  ღირსეულად უნდა მოიქცე. როდესაც "ჯულიეტოვნამ" ვლადიმერ პუტინს გარდაცვლილი დედის საფლავი უგინა, არ მომეწონა, სასტიკად არ მომეწონა და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ტიპი არის უღირსებო, უთავმოყვარეო, გახრწნილი. ნახეთ, რააა, დედაშენი ივანიშვილისგან იღებს ფულს, ამ ფულით შენ ყიდულობ საკვებს, იკმაყოფილებ მოთხოვნილებებს და ამ დროს წყევლი, აგინებ, უდიერად იხსენიებ იმ ადამიანს? ეს ხომ წარმოუდგენელი უბედურებაა?!

შემიძლია, სხვა უმადურებიც ჩამოვთვალო, სამწუხაროდ ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ ამჯერად სხვა თემაზე ვსაუბრობ... იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ივანიშვილზე მეტი ფულიც აქვთ, მაგრამ ერთ თეთრსაც არ ხარჯავენ. წარმოგიდგენიათ? ვინც არაფერს აკეთებს, ვინც არაფერს ხარჯავს, ვინც აუტკივარ თავს საერთოდ არ იტკივებს, მას უფრო პატივისცემით ვეპყრობით. ნახეთ, რა მაგარი მაგალითი ჩამივარდა ხელში, სანამ ამ წერილის ფინალში გავიდოდი, ერთ-ერთი ინტერნეტფორმატით გავიდა რუსეთში მოღვაწე მილიარდერისა თუ მილიონერის (3 მილიარდი აქვს), დავით იაკობაშვილის ინტერვიუ. ბიზნესმენის წარდგენისას ინტერვიუს ავტორი ამბობს, რომ ის საზღვარგარეთ მოღვაწეობს, რუსეთი რომ თქვას, უტყდება, სიმონ!

ჰოდა, თურმე, დავით იაკობაშვილი ძაან მაგარი კაცია, რადგან წელიწადში სამ-ოთხჯერ ჩამოდის საქართველოში და არ დაიჯერებთ, თურმე ჩვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ყოფილა. აი, რას ამბობს ბატონი დავითი:

"პირველად რიყის ამბავზე ჩამოვედი, რაღაცის გაკეთება მინდოდა თავის დროზე, მერე კრიზისი იყო და სამწუხაროდ ვერ გამოვიდა. ახლა ნავთობის ბიზნესში ვმუშაობთ. მის ქსელსა და ნავთობის მომარაგებაში და საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს ჩვენთან. ვცდილობთ, ისეთი რამის კეთებას, რაც დაეხმარება საქართველოს. გეტყვით, რომ ახლა ჩემი კომპანიის ინოვაცია, რაც გავაკეთეთ, ეს საწვავის ეკოლოგიური დანამატია. ჩვენ გამოცდილება გვაქვს საქართველოსა და აფრიკაში ამ კუთხით. საწვავის მომხმარებლებისთვის ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ეკონომიას აკეთებს 10–15%-მდე. თავად ეკოლოგიის მხრივ ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერსოა".

გარდა ამისა, ბატონებო და ქალბატონებო, იაკობაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში სოციალური პროექტის გაკეთების იდეაც აქვს. კერძოდ, საუბარია მუზეუმზე, სადაც განთავსდება უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტები.

"უკვე შევისყიდე და მაქვს შვეიცარიაში ორღანები, როიალები, პიანინოები, რაც საინტერესო იქნება საქართველოში. ხალხი მოვა და გაიგებს მუსიკას, ადრინდელ ჩანაწერებს, როგორც მოსკოვში გვაქვს მუზეუმში, ასეთი მინი-მუზეუმი. ასეთი მუზეუმის გაკეთება 1000-1500 კვ. მ-ზე კარგი იქნებოდა. თუ იქნება საშუალება, მოვნახავ შენობას, ადგილს, სადაც შემიძლია გაკეთება. პრინციპში ყველაფერი მზად არის, ნივთები მზად არის“.

არ დაიჯერებთ, მსგავსი ტიპის მუზეუმის გახსნას დავით იაკობაშვილი მონაკოშიც აპირებს. მონაკოშიო, ხალხო, გაიგონეთ?!

კაი, ჰო, იყოს მონაკო, თუნდაც გვატემალა, მაგრამ ჩვენ ხომ ამ დროს უნდა არმოგვხდეს: მუსიკალური ინსტრუმენტები ვჭამოთ, დათო ძიააააავ... ჰა, ინსტრუმენტები, კაცო?! ისე, როგორც ჩანს, ბატონი იაკობაშვილი კარგად ვერ ერკვევა ქართულ ყოფასა და ცხოვრებაში, მაგას ჰგონია, მუზეუმს რომ გახსნის, მივცვივდებით, მუსიკალურ ინსტრუმენტებს ვნახავთ და გადავირევით. ნეტავ რა ინსტრუმენტი უნდა იყოს დედამიწის ზურგზე, ქართველებმა რომ არ ვიცოდეთ? რა ინსტრუმენტი უნდა იყოს იმნაირი, ქართველებს რომ გაგვიკვირდება?!

არა, ის მაინც მაგარი ქველმოქმედებაა, "გალფის" ბენზინზე ეკოლოგიურ დანამატს რომ ამატებენ და გამონაბოლქვი შედარებით უვნებელი ხდება. განა ამის დაუნახაობა შეიძლება? არ შეიძლება და ვხედავთ კიდევაც... განა სადმე ყური მოგიკრავთ, რომელიმე ქართველი ან საქართველოს მოქალაქე დავით იაკობაშვილს აგინებდეს? არა, ხალხო, 488 მილიარდერსა თუ მილიონერს ჩვენ არაფერს ვთხოვთ, არც ვამუნათებთ, არც ვლანძღავთ, არც ვემუქრებით... ისინიც არიან წყნარად, მშვიდად, არც თავებს იტკიებენ და არც სხვა რომელიმე ორგანოს. რა ძალა ადგიათ? პირიქით, ესენიც მიადგებიან ხოლმე ივანიშვილს და მუშტებს უქნევენ. აგერ, კაკო ბობოხიძეც მილიონერი ყოფილა და სერგო რატიანიც, სადმე ამათგან ერთი ხე გინახავთ დარგული? ერთი მშიერი ადამიანი გინახავთ დაპურებული? ერთი გაჭირვებული გინახავთ დაბინავებული? სადმე ერთი ხიდი გინახავთ გადებული? არ ვიცი, იქნებ გინახავთ, ხალხო, იქნებ მე ვარ ასეთი დაუნახავი, იქნებ უმადურიც ვარ? მანახეთ, თუნდაც ერთი ქვაზე დადებული მადლი მანახეთ, ტაში უნდა დავუკრა.

ვერ მანახებთ, რაც არ არსებობს, რა უნდა მანახოთ?!

თუმცა... აი, გეგონება ჩაწყობილი ამბავიაო, ამ წერილის დამთავრებას ვაპირებდი, როცა ინტერნეტსივრცეში მეხივით გავარდა ინფორმაცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ქველმოქმედების თაობაზედ. ის თავად წერს ასეთ გულისამაჩუყებელ რაღაცას: "სანამ  პარლამენტის წევრის ხელფასი მაქვს ამ მოწვევის პარლამენტში, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაში. გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით, გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მათ შორის - მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად".

ახლავე აგიხსნით, რაშია საქმე... ესე იგი, ჩვენ ხომ ვიცით, ე.წ. ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შევიდა, ხომ? ვიცით. ჰოდა, ეს წუპაკები სჩადიან გაუგონარ რამეს - ხელფასებს მაინც იღებენ, თითო-ოროლა კილო ხახვსა და კარტოფილს ყიდულობენ, გაჭირვებულ ოჯახებში მიაქვთ, სურათებს იღებენ და "მარიაჟობენ", ნახეთ, ბიძინამ დაგაქციათ, ბიძინამ მოგამშიათ, ჩვენ კი გაპურებთო. ეს არის ვირეშმაკობა, ესენი არასოდეს დებენ ქვაზე საკუთარ მონაგარს, არასოდეს იღებენ ჯიბეში ჩადებულ მაყუთს, პირიქით, ბიუჯეტიდან მიაქვთ. ნახეთ, არ მუშაობენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, თაღლითობენ და... ამ დროს ფული მაინც მიაქვთ, ბიძინას ჯინაზე მიაქვთ და სჩადიან ქველმოქმედებას. უკაცრავად, თავს ვეღარ ვიკავებ, რაც ამ კეთილმოტ...ნულებს ფული აქვთ წაღებული, წესით ივანიშვილს არც უნდა აცდიდნენ სასიკეთო საქმეების კეთებას, მაგრამ ვინ, ესენი? ტიპმა დაუმსახურებელი ხელფასით რამდენიმე კილო კარტოფილი იყიდა, რამდენიმე ოჯახში მიიტანა და თან ფოტოგრაფები გაიყოლა, სურათები გადაიღო, ნახეთ, რა კეთილი ვარ, ნახეთ, როგორა ვზრუნავ გაჭირვებულ მოსახლეობაზეო. ამის სიტყვებში იგულისხმება მუდარა: "ბიძიებო და მამიდებო, ხომ მომცემთ ხმას მომდევნო არჩევნებში"? პირდებიან, მოგცემთო, თქვენები ვართო, გენაცვალეთო... თუმცა დადგება ის დრო და არ მისცემენ იმიტომ, რომ ვირეშმაკები არიან.

ჰა, ჰა, ჰა... ხალხო, დავით ბაქრაძე  იანვრის თვის სადეპუტატო ხელფასით გლდანში გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარაო, იტყობინებიან საგანგებოდ. ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში რომ ეხმარება გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს, ეგ არაფერია, ეგ არ ითვლება, ეგ მტრობაა, ცუდია.

მეგობრებო, როცა ამ თემაზე ვწერ, როცა შედარებებს ვაკეთებ და სიტუაციას ვაანალიზებ, ჩემში ემოცია მატულობს. იცით, რატომ? ძალიან ბევრ უსამართლობას ვხედავ... ასევე ვხედავ ულოგიკობას, ცხოვრებისეულ ცდომილებას... ისეთი შეგრძნება მაქვს, ეს ჩემი ნაწვალებ-ნაჯიჯგნი ქვეყანა რელსებიდან საერთოდ გადავიდა და სადღაც უდაბნოში ინერციით მიჯლიგინობს. მე ხალხის გაფუჭებული ცნობიერება და დაზიანებული აზროვნება მაოცებს, რატომ უნდა მოგწონდეს ვიღაც სადისტი და რატომ არ უნდა მოგწონდეს სიკეთის მკეთებელი? კიდევ კარგი, ყველას არ აქვს გადაბრუნებული ჭკუა, ყველას არ დაუზიანდა ცნობიერება, ეს მაიმედებს და ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

ამ თემაზე უახლოეს ხანში კიდევ დავწერ... მაქვს სურვილი, სატითაოდ დავურეკო ან მივწერო ყველა მილიარდერსა თუ მილიონერს და ვკითხო: გამარჯობა, მეგობარო, იქნებ შენ ძალიან ბევრს აკეთებ ამ ქვეყნისთვის და ჩვენ არ ვიცით? მოდი, მითხარი, მაჩვენე, ხომ გინდა, ტაში დაგიკრა? გინდა, ნამდვილად გინდა. ერთი წუთით შევეშვათ ბიძინა ივანიშვილს, ნუ ვთხოვთ ყველაფრის აშენებას, ყველა საკითხის მოგვარებას, ყველას დაპურებას, ეგრე არ გამოვა, ერთ ადამიანს ფინანსური შესაძლებლობა რომც ჰქონდეს, გონებრივად და ფიზიკურად ყველაფერს მაინც ვერ გასწვდება, შეუძლებელია. ასე რომ, გაგრძელება იქნება.

P.S. ამას წინებზე შალიკო ნათელაშვილი გამოვიდა ტელევიზორში, ინგა გრიგოლიასთან იჯდა და ამტკიცებდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეგ ქველმოქმედება კი არა, ბოროტებააო. იცით, ნამდვილი ქველმოქმედება რა არიო? აი, სადღაც მივარდნილ სოფელში რომ ჩახვალ, პატარა ეკლესიაში ახლად ჯვარდაწერილ ახალგაზრდებს რომ გადაეყრები და ჯიბეში 100-დოლარს ჩაუჭყუნავო. მე პირადად ასეთი რაღაცა გამიკეთებიაო.

ჰა, ჰა, ჰა... ტაში, კუკური!

სხვათა შორის, ამბობენ, შალიკოც მილიონერიაო.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"