გელა ზედელაშვილი: შენი ყველაყისამ, ნიკანორ!!!

გელა ზედელაშვილი: შენი ყველაყისამ, ნიკანორ!!!




გელა ზედელაშვილი (ჟურნალისტი):

ტიპი, რომელსაც ლაყბობის მეტი არაფერი გაუკეთებია, რაღაც ისე ლაპარაკობს... თან ძველბიჭობს, თან დარდიმანდობს, თან ყარაჩოხლობს, თან პოლიტიკას აწვება... თან გონზე არ არი, საზოგადოებას თავს ისე აჩვენებს, გეგონება უკვე მოგებული აქვს და 2 ოქტომბრამდე კახა კალაძეს კაბინეტიდან ნივთების წაღების დრო მისცა.
ჩემთვის სულერთიაო, არ მაინტერესებსო, მე გამარჯვებული გახლავართო, მეორე-მესამე ადგილები ერთმანეთში გახარიამ და კალაძემ არკვიონო.
 
მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ, რეალობას შევხედოთ, საზოგადოებას ვკითხოთ: რატომ უნდა აირჩიონ თბილისელებმა ყალთაბანდი და არ უნდა აირჩიონ ადამიანი, რომელმაც ყოველ წარმატებას მიაღწია მხოლოდ საკუთარი შრომის წყალობით?
ვიმეორებ - ჩვენს წინაშეა ორი ადამიანი, აქედან ერთი პარაზიტია, მეორე - საქმის მკეთებელი, დედაქალაქს გადაყოლილი და რაც მთავარია, ის არის იმედი.
დიახ, ის პარაზიტია, მოლაქლაქე პარაზიტი!
ამისი დარგული ერთი ხე მაჩვენეთ!
ამისი აშენებული ერთი სახლი მაჩვენეთ!
ამისი ჩადენილი ერთი ქველმოქმედება მაჩვენეთ...
და!
მხოლოდ ბოდიშს კი არ მოვიხდი, დარჩენილ ცხოვრებას რომელიმე გამოქვაბულში გავატარებ მოსანანიებლად.
მაჩვენეთ-მეთქი, ხალხი არა ხართ?!
საქმეც ის არის, ვერ მაჩვენებთ!
არადა, გგონიათ, მაგის გამოკანდიდატებულ მამას ფული არ აოხრია? შეიძლება იმდენი აოხრია, თქვენ რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ.
არა, იქნებ მამამისს აქვს ჩადენილი უამრავი ქვეყმოქმედება და ჩვენ არ ვიცით? იქნებ არ უყვართ კეთილი საქმეების გახმაურება?   

მეცინება!
ვერ გავიგე, რატომ უნდა ავირჩიო ამორტიზებული მამა-შვილი და რატომ არ უნდა ავირჩიო ფორმაში მყოფი ჩემპიონი?
ჰა, ჰა, ჰა... ჯერ ეგრე არ გავგიჟებულვარ!
ალბათ არც თქვენ გაგიჟებულხართ!

მეო, უკვე გამარჯვებული გახლავართო, კუდი ყავარზე მაქ გადებულიო, არაფერი აღარ მაინტერესებსო, უბრალოდ 3 რიცხვს ველოდებიო.

ჰო, 3 რიცხვს ელოდება, რამე პროვოკაცია რომ მოაწყოს!

არ გამოვა! 
რა პასუხი ეკუთვნის ამ გატარტაროზებულ თავხედს?
შენი ყველაყისამ, ნიკანორ!!!