გერმანიაში, პანდემიის გამო, საშობაო ბაზრობები არ გაიხსნება

გერმანიაში, პანდემიის გამო, საშობაო ბაზრობები არ გაიხსნება

გერმანიაში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ყველასათვის საყვარელი საშობაო ბაზრობები არ გაიხსნება. გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე  კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს. უკვე ცნობილია, რომ გერმანიის რამდენიმე მხარეში კოვიდრეგულაციების გამკაცრება იგეგმება. 
სახალხო ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 7 დღის მონაცემებით, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების 400-მდე შემთხვევა მოდის.  ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები კი საწოლფონდის მწვავე დეფიციტის თაობაზე აკეთებენ განცხადებებს. 
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წრეებში სავალდებულო იმუნიზაციის საკითხზე უკვე მსჯელობენ,  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ ბავარიისა და ბადენ-ვურტემბერგის პრემიერებმა ღიად დაუჭირეს მხარი სავალდებულო იმუნიზაციას თავიანთ რეგიონებში, თუმცა საკითხი კვლავ დებატების საგანია ქვეყნის პარლამენტში განსხვავებული და შეუჯერებელი პოზიციების გამო. 

წყარო: https://www.dw.com/en/german-states-mull-tougher-covid-rules-as-4th-wave-hits-hard/a-59905804