გია გაბრიჭიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გამარჯვებული წავიდა

გია გაბრიჭიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გამარჯვებული წავიდა




გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი):

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

დიახ, წავიდა და რა თქმა უნდა, მისმა ამ ნაბიჯმა საკმაოდ ბევრი საფიქრალი და სალაპარაკო მისცა როგორც მის მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს.

კეთდება საკმაოდ ბევრი განცხადება და „ექსპერტული კვლევა“, რაც პირველ რიგში ამ გადაწყვეტილებას და რაღა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალს ეხება.

მოდით ყოველგვარი ემოციის გარეშე, ივანიშვილის მომხრეთა გულისწვეტა იქნება ეს, თუ მოწინააღმდეგეთა „ხბოს აღტაცება“ იქნება, ვნახოთ, თუ რა მოხდა და ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება.

პირველი და მთავარი არის ის მიზეზები, თუ რატომ მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როცა წყდებოდა ქვეყნის ფიზიკური გადარჩენის უდიდესი პრობლემა.

მან ფაქტობრივად გააცოცხლა მაშინდელი ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ყოვლად უნიათო ქმედებებისგან ჩაკლული იმედი და სახოგადოება მოძალადე რეჟიმისგან დემოკრატიულად, არჩევნების გზით გათავისუფლებისკენ გააერთიანა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისმა პოლიტიკაში მოსვლამ საქართველო და ყველა ჩვენგანი ფიზიკური და მორალური განადგურებისგან გადაარჩინა.

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში იყო უამრავი წინააღმდეგობა, შიდა ღალატი, მენტალობით „ნაცი“ თანამებრძოლებისგან ღალატი, მაგრამ ივანიშვილის ფაქტორი გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებდა სტაბილურობას და განვითარების საშუალებას იძლეოდა.

ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დღეს, როცა მისი, როგორც პოლიტიკოსის მისია - არჩევნებში გამარჯვება, მთავრობის სახით წინსვლაზე ორიენტირებული და შემძლე მმართველი გუნდის ჩამოყალიბება, ის არ გამოედევნა ქიმერას - ერქვას თავმჯდომარე, რაც ბევრისთვის გაუგებარია (განსაკუთრებით იმ პოლიტიკანებისთვის, რომლებიც იმისთვის, რომ რღაც ერქვათ, აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიან, ტალახშიც კი ხოხავენ, ოღონდ „რაღაცის ლიდერი“ ერქვათ) და პოლიტიკიდან გამარჯვებული წავიდა.