გია ვოლსკი: მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს

გია ვოლსკი: მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს




გია ვოლსკი (საქართველოს პარლამენტის წევრი):

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცმოძრაობის გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით:
რა ვითარება დაგვხვდა:
1.  დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა;
2. მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახროციელებდნენ;
 3.  მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენეტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს;
 4. საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს;
5.  წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას;
6.  მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;
 7.  საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;
 8.  წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები;
 9.  სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები;
10.  არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგრივებლად;
11. ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს;
12. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს.
აქედან გამომდინარე, მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში.