გიორგი გახარიას პარტია ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ დატოვა. ის ,,ფეისბუკის'' საკუთარ გვერდზე წერს:

ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (,,ლელოს'' ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია ,,საქართველოსთვის'' ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!
არა ნაცებს‼️‼️ არა ბოროტებას‼️‼️ ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!