გიორგი მამაცაშვილი: უნდა ითქვას და ათიათასჯერ უნდა ითქვას!

გიორგი მამაცაშვილი: უნდა ითქვას და ათიათასჯერ უნდა ითქვას!




გიორგი მამაცაშვილი (ჟურნალისტი):

უმადურობა უნამუსო საქმეა. და ამ მოკლე წერილსაც არ ვწერ ასეთი ხალხისთვის... აკი ჩვენში მადლიერების გამოხატვა საქვეყნოდ გაკეთებული მადლისთვის ანგარებად ან ანგარების საპირწონედ იწოდება... ესეც ერთგვარად უმადური საქმეა... თუმცა, უნდა ითქვას და ათიათასჯერ უნდა ითქვას!
მადლობა - სააკაშვილისა და მერაბიშვილის სისხლიანი რეჟიმის დამარცხებისთვის!
მადლობა უგულავას და ბოკერიას სადისტური რეჟიმის დასრულებისთვის! 
ხოლო, ვისაც დღეს (მითუფრო - ძველ "რევოლუციონერებს") სააკაშვილის და ბოკერიას ჩირგვებში აქვთ თავი შერგული - ალალი იყოს მათთვის მიშას და უგულავას ჩირგვები... 
მადლობა შიშის მარწუხებისგან მედიისა და ქართული ჟურნალისტიკის გათავისუფლებისთვის!
(თუმცა, ფრაზა "გიჟი მიუშვი ნებასა" დღესაც აქტუალურია ზოგ-ზოგიერთი ე.წ. ჩემი კოლეგის შეფასებისას)
მადლობა კიდევ ბევრი რამისთვის, რომელთა ჩამოთვლაც შორსაც წაგვიყვანს და ბევრ ჩასაფრებულსაც საქილიკოს გაუჩენს. აკი, მათი საქმე მხოლოდ ესაა... 
ამიტომ, ვისაც გაგება უნდა, გაიგებს. ვისაც არა და - ნუ მოიკლავენ ჩემს კედელზე კომენტარების წერით თავს... 
დღემდე გაკეთებული საქვეყნო მადლისთვისაც და ქართული კულტურის გადარჩენისთვისაც მადლობა!
მადლობა, ბატონო ბიძინა!