გიჟია, ოხერი?!

გიჟია, ოხერი?!




გიჟია, მა რა არი? როდის იყო, ნორმალური ადამიანი ქალს ძუძუს აჭამდა? როდის იყო, სანამ ქალს ძუძუს მოაჭამდნენ, უწყლო ბასეინში აგდებდნენ და თან პირდებოდნენ, თუ კარგად მოიქცევი, წყალსაც ჩაგისხამთო?!

გიჟია, ოხერი?!

გიჟია, მა რა ჯანდაბაა? ქალი დაითრია, აბაზანაში შეათრია, გადაკუზა, პანჩური ურტყა, იხმარა, დაგლიჯა, დაალილავა. როცა ოფლი მოიდინა და არაქათი გამოეცალა, ქალი დაემუქრა, სამხარაულში ექსპერტიზას გავივლი და ამ ამბავს გაგიბაზრებო. იმან, კაი ერთი, შენც ხომ ისიამოვნეო? ჰო, მაგრამ ნამეტანი მოგივიდა, ნახე, როგორ დამგლიჯე, შე ცუდოო. იმას ემცხეთა, შეიძლება ჩემი პრეზიდენტული პრესტიჟი მართლა შელახოსო, ერთ-ერთ შეძლებულ ბიზნესმენს გადაურეკა, ამას და ამას ბინა უყიდეო, მანქანაცო. ბიზნესმენმა ამოიგმინა, შენი ბოზებისთვის საჩუქრებს მე რატომ უნდა ვყიდულობდეო? ეს ბოლო იქნებაო, მეტს აღარ ვიზამო, ჩაიხვიხვინა სასხვათაშორისოდ. ბინაც უყიდეს, მანქანაც. დიდი დრო გავიდა, ქალი ისევ იმაზე ლოცულობს. რატომაც არ უნდა ილოცოს? ეგეთი სექსი ცხოვრებაში არა ჰქონია, ცოტა მტკივნეული კი იყო, მაგრამ რა უჭირს?

გიჟია, ოხერი?!

გიჟია, მა რა დოზანაა?

მე არაფერს ვიგონებ... აგერ, ქიბარ ხალვაში წერს თავისი ხელით, ქაღალდის ჭამა უყვარსო:

,,მშვიდობიან პერიოდში, როცა არც ომი იყო (ჰალსტუხის ამბავი) და არც არავითარი სტრესული გარემო, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჭამდა ქაღალდის ხელსახოცს. მისმა მეგობრებმა ირონიულად აღნიშნეს, რომ ის ჩვენი იმჟამინდელი პროდუქციის - ,,სელპაკის" დიდი მოყვარული და მომხმარებელი იყო. საკანში ქაღალდის არსებობას ალბათ არავინ უკრძალავდა. ნორმალური ადამიანები ქაღალდს არ ჭამენ"!

როდის იყო, ნორმალური ადამიანი ქაღალდს ჭამდა? თანაც ხელსახოცს? თანაც ტუალეტისას? იმ პერიოდში, როცა ის ზეობდა, ქიბარ ხალვაშს ,,სელპაკი" შემოჰქონდა და მაგან იცის, როგორ ,,აგემოვნებდა".

არც მე მესმის, თუ გიჟი არ არი, ადამიანმა ქაღალდი რატომ უნდა ჭამოს? სუფრასთან ვერ ძღებოდაო, კაცო, ვერც ახლა ძღებაო. ორი ცალი ,,ბელას" წარმოების ტორტი შეჭამა, ხაჭაპური დააყოლა, ლობიანიც გადასანსლა, ხილი, ბოსტნეული, უფრო ბოლოკი, ათასი რამე ხეთქა, ცუდად გახდა, მთელი ღამე ტუალეტში ირბინა, მეორე დღეს ტორტის მცხობელ ბელას იჭერდა, მაგან მომწამლა, პუტინმა მომიგზავნაო.

ჰალსტუხი რომ ჭამა, გახსოვთ... 2008 წლის აგვისტო იყო, მაშინ პუტინმა გაულაწუნა, დაიბნა, საკუთარი შარვლის ,,ზმეიკასაც" წაეტანა, ლამის გამოღრღნა.

არა, მე მაინც იქ ვარ... ნორმალურმა ადამიანმა ქალს ძუძუ რატომ უნდა მოაჭამო? ეგ ამბავი ბათუმში მოხდა სახალხოდ, დაუფარავად. მოგვიანებით მის ,,მოტრფიალე" გია ბარამიძეს წამოსცდა, ეგრე არ იყო, ცოტა სხვანაირად იყოო.

ქალის სიყვარული გამიგია, როგორ არა, სექსიც გამიგია, თავგზის დაკარგვაზეც მსმენია, მაგრამ ეგეთი ველურობა? იშვიათად, ძირითადად მხატვრულ ფილმებში მინახავს!

ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი წელი იქნებოდა, ალბათ 2006 ან 2007, მაშინ სხვა გაზეთში ვმუშაობდი, ერთი ავლაბრელი გოგო ჩიოდა, პრეზიდენტმა გამაუპატიურაო. ყველა დასცინოდა, მაიცა ერთი, როდის იყო, ეგ შენნაირ ბოგანოებს დასდევდაო? არ იყო ბოგანო, კაი შხვართი გახლდათ, ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში მუშაობდა მიმტანად. იქ შეღეტებულა, თვალში მოხვედრია და ბრძანება გაუცია, მომგვარეთო. მიჰგვარეს. გოგო დეტალურად ყვებოდა, როგორ იძალადა, როგორ დაგლიჯა, ლამის ნაფლეთებად აქცია, ექსპერტიზის დასკვნაც ხელში ეჭირა, მაგრამ რა ფასი ჰქონდა? არავითარი!

მაგას, მაგ შლეგიან დღეზე გაჩენილს, თითქმის ყველა კუთხეში მოუწყეს რეზიდენცია. ერთი დროის სატარებელი ბუნაგი ბობოყვათში ჰქონდა. დროის სატარებელი? ჰა, ჰა, ჰა, არა, შემეშალა, ორგიების მოსაწყობი!

იცით, 2013-ში უკვე ვადაგასულმა რა გააკეთა? ჩავიდა ბობოყვათში, დაჯდა შუა ეზოში და გამოაცხადა, აწი ამ სასახლეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს ვჩუქნი, ჩამოვიდნენ, დაისვენონ ხოლმეო. ესაო, თავის დროზე, ცეკას მდივნების რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისო, ანუ ჩემიო... თუმცა მე აქ იშვიათად ვჩერდებოდიო.

2008-ში ომი იყო, დაღუპულთა ოჯახები 2013-ში გაახსენდა, 5 წლის შემდეგ, როცა ძალაუფლება ჩამოართვეს. იფიქრა, ახლა აქ ბიძინა ივანიშვილი ჩამოვა დასასვენებლადო და ეგრევე გადააფორმა ვიღაცებზე. თუმცა, 2015 წლის სექტემბერში, მთავრობის განკარგულებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა დასასვენებელ სახლად უნდა გადაკეთებულიყო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ,,კრწანისის პარკის" კაპიტალში რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება მთავრობამ  დაიბრუნა.

ნამაღლარმა თქვა, მე ბობოყვათში იშვიათად ვჩერდებოდიო. ჰა, ჰა, ჰა... რა იშვიათად? შაბათ-კვირას ორგიებს მართავდა, ეს შეჩვენებული!

მე არაფერს ვიგონებ, ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე ბობოყვათში ცხოვრობს, იმ პერიოდში იმის, პრეზიდენტის მეზობლად ითვლებოდა, კაცი შეწუხებული იყო, მეტი აღარ შეგვიძლია, საერთოდ არ იძინებს, რეზიდენციიდან სულ ჟრიამული გამოდისო. ამ სოფელში ლამის ყველას ნევროზი დამართა, ჩაჰყავდა ცნობილი ბოზები თბილისიდან, ზოგს ძუძუს აჭამდა, ზოგს დუნდულს. თუ ნამეტანი მოუვიდოდა, თუ დუნდულს ნორმაზე მეტად ჩაჰკბეჩდა, იმ დუნდულის პატრონის ქმარს მოელაპარაკებოდა და საოპერაციოდ ან საფრანგეთში გაუშვებდა, ან კიდევ გერმანიაში.

გიჟია, ოხერი?!

გიჟია, მა რა არი? ვერ გაძღა სექსით. ერთ ხანობას  ადგილობრივები მოიბეზრასავით, საერთაშორისო დონის ბოზები მოინდომა, თან მასაჟს რო აკეთებენ, თან რო იკბინებიან და თან კიდე შენ ზურგზე დადიან. ექიმი დოროთი შტეინი (დოქტორი დოტი) ჩამოაყვანინა აშშ-დან. ექიმს ეძახიან, თორემ ერთი ბებერი მასაჟისტია. ავი ენები ამბობენ, 4 ათასი ევრო კი გააფორმეს, მაგრამ სინამდვილეში 50 ათასი გადაუხადესო. თუნდაც 4 ათასი ყოფილიყო, თუნდაც 1 ევრო ყოფილიყო, ვინ ეგდო, ბიუჯეტის ხარჯზე რომ ,,მასაჟაობდა", ეს ჩემისა?!

ახლა ეს დოქტორი დოტი იძახის, საქართველოს ყოფილმა ,,უმფროსმა" ჩემთან სექსუალური კონტაქტი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარაო (მან ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთის ,,პირველ არხს" მისცა). ამაზე ქართველი ექსპერტი დავით ქართველიშვილი ამბობს, სახელმწიფოს მშენებლობის ფარგლებში ექიმთან სექსი, სავარაუდოდ, კონიაკში ჰალუცინოგენების ჩაყრის შემდეგ განხორციელდა, რამაც დოტი უგონო მდგომარეობაში ჩააგდო. ქალი ლამის გააგიჟეს, ჭკუიდან გადაიყვანეს, მაგრამ ფულით გააჩუმეს. თავის ქვეყანაში დაბრუნებულმა მარტო ის დაწერა, ამა და ამ ქვეყნის პრეზიდენტს მასაჟი გავიკეთეო. ეგეც თვითონ გააბაზრა, თორემ ჩვენ კაი ხანს არ გვეცოდინებოდა, ასეთ რამეებს გრიფით ,,საიდუმლო" დაადო. არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გაცხადდეს, გინდა გრიფით იყოს, გინდა - უგრიფოდ.

500 000 (ნახევარი მილიონი) დოლარი კოსმეტიკურ პროცედურებში (ბოტოქსი, ეპილაცია, გახდომა) დახარჯა. მერე 75 000 დოლარი ინსბრუკში (ავსტრია) დატოვა, გასახდომი პროცედურები ჩაიტარა გიგი უგულავასთან ერთად. 90 000 დოლარი სტილისტს გადაუხადა. ამდენი ფული ფლანგა (დარწმუნებული ვარ, ეს იმის მეასედია დაფიქსირებული, რაც სინამდვილეში ბიუჯეტიდან წაიღო), ამდენი ე.წ. გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურები იკეთა, რა ეტყობა? არც არაფერი, რა მაიმუნიც იყო, ის მაიმუნი დარჩა - უშნო და უხეირო. თქვენ გგონიათ, ამით დაკმაყოფილდა?120 000 დოლარი მზარეულს მისცა, 40 000 დოლარი შვილის სწავლაში წაიღო,  ყველაზე ძვირ კერძო სკოლაში (ზალდასტანიშვილის აკადემია) დაჰყავდა. ახლა იძახის, ჩემი შვილი განათლებულიაო. რატომ არ იქნება რა! ეგ კი არა, ჩვენი ჯიბიდან 70 000 დოლარი ამოუღია და თავისი პირადი ექიმისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძისთვის უჩუქებია, წადი, საზღვარგარეთ იმკურნალეო. ეს ის პირადი ექიმია, ახლა რომ დაბოდიალობს იმის პალატასთან და მერე უცნაურ რაღაცებს ლაპარაკობს. პრინციპში, რასაც პაციენტი ეუბნება, ის გამოაქვს, ორივენი ერთი ჭკუისანი არიან. რავი, პირადი ექიმიო, ეგ თუ ექიმია, მაშინ მე ჩინეთის იმპერატორის დეიდაშვილი ვარ მამის მხრიდან.

გიჟია, ოხერი?!

გიჟია, მა რა არი, ამდენი საყვარელი სად გაგონილა, ჰარამხანაა თუ ბორდელი? ახლა იმათზე მოგახსენებთ, ვისზეც პატივცემულ საზოგადოებაში ლაპარაკობენ: ვერა ქობალია უცხოეთში მოგზაურობისას გაიცნო, მისი ცეკვა იმდენად მოეწონა, კაცი დაიბრიდაო. დაბრედვაც არის და დაბრედვაც, ქალი ეგრევე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ამბობენ, ვერა თავის დროზე პურის მცხობლად მუშაობდაო.

ნინო კალანდაძე იმან აეროპორტში გაიცნო და მალე დეპუტატად ,,აკურთხა". ამჟამად მისი ბიბლიოთეკის გამგეა სააკაძის მოედანზე.

სოფო ნიჟარაძე... ეს სერიოზული თემაა - იყო დრო, იმას თავის ნებასა და სურვილზე ათამაშებდა, ავლაბრის აღმართზე ,,ორი ლულაც" კი ააშენებინა, მაგრამ ბოლოს ისიც უარყოფილ იქნა. წლების წინ იყო, როცა პირველად მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე პირველად დავწერე, სოფოს ბიძამ დამირეკა, ლამის ჯვარს მაცვა, როგორ ბედავ, ჩემ დიშვილს ცილს რომ სწამებო? საქმე გამირჩია, ამას გიზამ, იმას გიზამო. გავიდა დრო და... აჰა!

ია ფარულავაზეც ამბობენ... ალანა გაგლოევაზე ხომ ამბობენ და ამბობენ... ხათუნა კალმახელიძესაცო, ამიტომაც დანიშნა ციხეების უფროსადო. ამ ქალზე ლეგენდებს ყვებიან, როცა თვრებოდა, პატიმრების წამებას უყურებდა და კაიფობდაო.

ამაზე იძახიან, ბათუმში უკრაინელი მომღერალი ივანა მელაია იხმარა და კაი დიდი თანხაც გადაუხადაო. იმ პერიოდში შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს (ხმამაღლა თქმა ვერ გაბედეს, გაბედავდნენ და კაი ჩიტსაც დაიჭერდნენ), მაშინ, როცა ქართულ შოუბიზნესს ასე უჭირს, პრეზიდენტი უკრაინელ მომღერალზე ფულს რატომ ხარჯავსო?!

ამას, ამ მებორდელეს ერთი რეზიდენცია მცხეთისკენაც ჰქონდა, ზემოთ არი, ტყეში. ახლა იქ რაღაც სამკურნალო დაწესებულებაა. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა მითხრეს, იქაც მაგრად იბუქნავა, იქიდანაც გამოდიოდა ყოველღამ ქალების კივილიო.

ამას წინებზე უკრაინელ დეპუტატზე, ლიზა იასკოზე თქვა, გაიცანით, ეს ჩემი ახალი ცოლია, აწი მასთან ერთად უნდა შევქმნა ოჯახიო. ვერ მოასწრო ჯვრისწერა, ეს დაიჭირეს, ის კიდე წამდაუწუმ შედის სანახავად. იქიდან გამოსული ისიც რაღაცნაირად ლაპარაკობს, გეგონება აქ არ არიო. სანდრამ თქვა, არ დაგიმალავთ, ეს ჩემთვის მოულოდნელი და სრულიად მიუღებელი იყოო. იმან, პატიმარმა დავალება მოგვცა, ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია, გთხოვთ,  პატივი სცეთ სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც მე პატივისცემით ვეპყრობიო. ესე იგი, მე პატივისცემით ვეპყრობი და თქვენც ვალდებული ხართ, პატივი სცეთო.

ევროპელი ფსიქიატრების დასკვნაში არის მასზე დიაგნოზი: ,,ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი... ის იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს განდიდების მანია, მანიაკალური სინდრომი და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია".

ევროპის 7 ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა პოლიტიკურ წრეებში 2006 წელს გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა. ამის შესახებ დეტალურად მომდევნო ნომერში მოგითხრობთ.

თუმცა, მანამდე უნდა გაცნობოთ, რომ ის საფერფლეებსა და ბოთლებსაც ისვრის, მხოლოდ სექსი არ არის მისი ჰობი. მან არ იცის დრო და ადგილი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ კოტე კემულარიამ უთხრა, პროცესები უმართავი ხდება, ვანო მერაბიშვილი უნდა გადადგესო. გაღიზიანებულმა კემულარიას საფერფლე ესროლა. კოტეს კი ასცდა, მაგრამ ავად შეიქმნა და რამდენიმე დღე ნიკანორის მამის, ანზორ მელიას კლინიკაში გაატარა. 2008 წელს ასევე საფერფლე ესროლა პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილს, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და საერთოდ გაქრა. ახლა აღარაფერს ვიტყვი, რას ყვებიან ჟვანიას მკვლელობაზე, ამ შემთხვევაშიც საფერფლეს ახსენებენ ხშირად. ბოთლები სადღა ისროლაო? იკითხავთ ალბათ. ბატონი პეტრე მამრაძე, რომელიც კარგახნით სახელმწიფო კანცელარიის უფროსი გახლდათ, გვიყვება: ,,2009 წელს ერთმა დიპლომატმა მიამბო, სააკაშვილი ინკოგნიტოდ იყო ჩასული ლონდონში და სასტუმრო ,,რიცში" საპრეზიდენტო აპარტამენტებში დაბინავდა. ნომერში მისი შესვლიდან 10 წუთში სასტუმროს ადმინისტრატორის ტელეფონი აწკრიალდა. სააკაშვილი ყვიროდა, ახლავე ჩემთან ამოდითო. რამდენიმე თანამშრომელი მივიდა პრეზიდენტის ნომერთან და კარი გაიღო თუ არა, მათკენ გამოსროლილი ბოთლი კედელს შეენარცხა. ის იღებდა სხვადასხვა რუსული იარლიყის მქონე ბოთლებს, ესროდა სასტუმროს თანამშრომლებს და ყვიროდა, ეს როგორ დამახვედრეთო?! ეს ამბავი არ გახმაურებულა, რადგან ,,რიცი" საჯაროდ არაფერს იტყვის თავის კლიენტებზე, მაგრამ ლონდონის საზოგადოება იმ საღამოს ლაპარაკობდა, საქართველოს გიჟი პრეზიდენტი ჰყავს, ბოთლებს ისვრისო".

ჰმ... გიჟია, ოხერი?!

რაც ამან სანდრა რულოვსს გაუკეთა, თავისი შვილების დედას, ოფიციალურს, ხელმოწერილს, გიჟია, მა რა არი? მე რომ დამიჭირეთ, იმას რატომ არ იჭერთ, ფულის უმეტესი ნაწილი ხომ მაგან დახარჯაო?

ამბობენ, ამ პარასკევს მასთან ავლიპ ზურაბაშვილის ვაჟი, დავით ზურაბაშვილი შევიდა გამოსაკვლევადო. ბატონი დავითი სუპერ-პროფესიონალი ფსიქიატრია, ეგრევე დაუსვამს ნამდვილ დიაგნოზს. დაველოდოთ. მანამდე კი ჩვენთვის ცნობილი ხდება ნევროლოგ ოთარ თოიძის დასკვნა - მსჯავრდებულ სჭირს ვერნიკეს ენცეფალოპათიის სინდრომი. რა არის ეს დაავადება? მწვავე, სიცოცხლისთვის სახიფათო ფსიქონევროლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცნობიერების აბნევით, აპათიით, მოდუნებით, ძილისმაგვარი დელირიუმით (ბოდვა), თვალისა და მხედველობის ნერვების დამბლით, ნისტაგმით, წონასწორობის დარღვევითა და ატაქსიით.

ალბათ ჩემეული დასკვნაც გაინტერესებთ, ძვირფასო მკითხველებო, არა? კი, ნამდვილად გიჟია, ეს ოხერი, მაგრამ მე ის უფრო მაწუხებს, განა რა დააშავა ამ ერთი ციდა ქვეყანამ, რომ დღემდე ასეთ სასაცილო და სასატირლო მდგომარეობაშია? ცალი თვალით მეცინება, ცალი თვალით მეტირება, განა რა დანაშაული გვაქვს ჩადენილი ამისთანა, რომ საუკუნეების განმავლობაში სიწყნარე და სიამტკბილობა არ გვღირსებია და არც აწი გვიჩანს საამისო პირი? ერთ ჭირს მოვიშორებთ, მეორე ჩნდება, მეორეს მოვიშორებთ, მესამე ჩნდება, მესამეს მოვიშორებთ, მეოთხე ჩნდება და ჰეეე... გადის საუკუნეები!

გელა ზედელაშვილი