დავით მარდალეიშვილი: მოგვაცილეთ ეს დამპალი ძალა, თორემ ცუდი ამბავი მოხდება!

დავით მარდალეიშვილი: მოგვაცილეთ ეს დამპალი ძალა, თორემ ცუდი ამბავი მოხდება!





დავით მარდალეიშვილი (იურისტი):

ცოტა არ იყოს, ხმამაღალი განცხადებით დავიწყებ და ვიტყვი, რომ ვთვლი, ბარე ორზე მეტი პატრიოტი ვარ, რასაც რუსი თუ მონღოლი სტუმრებისთვის “ჩიჟი-ბიჟის” ინგრედიენტების სროლაში კი არ გამოვხატავ - ძალიან კარგად ვიცი ქართული ენა, ზეპირად ვიცი ქართული პოეზიის უამრავი შედევრი, ვგიჟდები განუმეორებელ ქართულ ფოლკლორზე, გადასარევად ვიცი საქართველოს ისტორია, უზომო, გულწრფელი ემოციით ვგულშემატკივრობ და ძალიან მახარებს ქართველი კაცის წარმატება საერთაშორისო არენაზე და აქვე დავძენ ყველა, ჩემზე ნაკლები პატრიოტის დედა მოვტყან!
მე, უღირს, ქართველი კაცისთვის შეუფერებელ და ბოლო-ბოლო, დაუფიქრებელ, იდიოტურ მოქმედებად ვთვლი პოზნერი იქნება, თუ ანდრეი არშავინი, სტუმრად ჩამოსულ კაცზე ანგარიშსწორება! 
ჯერ ერთი და მთავარი: რუსეთი გატენილია “სკინჰედებით”, ფაშისტებით, უამრავი, შოვინისტური განწყობის ჯგუფებით, რომელთა დიდი უმრავლესობა გიჟდება პუტინზე და მის პოლიტიკაზე! ისინი ვერ იტანენ კავკასიელებს, “ჩორნაჟოპებად” მოგვიხსენიებენ და რუსეთის მათგან გაწმენდის მომხრენი არიან! 
ახლა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვაგდებთ უამრავ ემიგრანტს ჩვენი დაუკვირვებელი ქცევით - ფაქტიურად მგლის ხახაში ვაყოფინებთ თავს! 
პოზნერს და მის სტუმრებს ამით რა დააკლდათ?! კვერცხიც კი ვერ მოარტყეს! პოზნერი წავიდა, დღეს კი რუსეთის ტელევიზიები გაჰკივიან და თავისებური ინტერპრეტაციით გადმოსცემენ ამ ფაქტს, რითაც უკიდურესობამდე ძაბავენ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთს შორის! ქართველი კაცის სიძულვილით აღსავსე, მთელი თაობაა უკვე რუსეთში!
აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას ვინც რუსეთის ჩაურევლად აპირებს, ჩვეულებრივი იდიოტი და გონებაშეზღუდულია! 
ბოლოსდაბოლოს, რა საქციელია, პუტინზე და რუსულ არმიაზე განაწყენებულებმა, მოსახლეობაზე ვიძიოთ შური?! 
იგივე წარმატებით, შეგვიძლია, დავერიოთ ირანელებს, მონღოლებს, თურქებს... თუ დარბევას და ტერიტორიების მიტაცებას ხანდაზმულობის ვადა აქვს?!
რუსი გენერლები გაეძევებინა “ნაცების” მთავრობას, 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში “პრობკა” რომ გააკეთეს წითელ ხიდთან!.. მაგრამ ამას ტრაკი უნდოდა, ცოტა ადრე კი - გონიერება, ომამდე რომ არ მიეყვანათ საქმე! 
“ნაცებს” კი არცერთი ჰქონდათ! 
დღეს, დიანა ჯოჯუას ტრაკში ყურებით დაბერებული ზალიკო უდუმაშვილი და გაურკვეველი სქესის ელენე ხოშტარია ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ პატრიოტიზმზე, ერთმანეთს სჯაბნიან პათეტიკაში და პოზნერის ჩამოსვლაშიც “ქართული ოცნების” როლს ხედავენ! 
აი, მე კი, სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ მათ ჩამოსვლაში, მიხეილ ნიკალაევიჩის მთავარ როლს ვხედავ, ისევე, როგორც ქვეყნის ენერგოსისტემის მთლიანად რუსეთისთვის გადაცემაში! 

ქართული ოცნება, მოგვაცილეთ ეს დამპალი ძალა (საფუძველი უამრავია), თორემ ცუდი ამბავი მოხდება - ხალხს ყელში ამოუვიდა “ნაცების” ჩვეულებრივი, ბოროტი საქციელი!