დავით ქართველიშვილი: რაღაც მაგრად ეტკინა უკრაინელ რეფორმატორს მის ამჟამინდელ მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გამო

დავით ქართველიშვილი: რაღაც მაგრად ეტკინა უკრაინელ რეფორმატორს მის ამჟამინდელ მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გამო




ყოველდღე "ტრუპებს" გვითვლის კიევიდან, ყოველდღე ლიტურგიის შემდგომ, საჯანმრთელო პარაკლისებს იხდის ქართული ეკლესია კოვიდინფიცირებულებისათვის და ყოველდღე გმირულად ებრძვის ქართული სამედიცინო "ჯარი" უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსასვლელად - მაგრამ ამას არ იმჩნევს. ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, წარმოუდგენელია ქართულმა ხელისუფლებამ  სათანადო პატივის მიგების გარეშე დაკრძალოს აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცი. 
,,არ ჩერდება ქართული სახელისუფლებო ჰუმანური დესანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გმირთა მშობლიურ მიწაზე გადმოსვენების კუთხით. მათ შორის იყო მორიგი უკრაინის მოქალაქე, რომლის ნეშტი, ქართველ სხვა გმირებთან ერთად, გადმოსვენებული იყო სამების საკათედრო ტაძარში, ქვეყნის პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის თანდასწრებით და შესაბამისი სახელმწიფო პატივისგებით. გამორიცხულია, დღევანდელ საქართველოში - ეროვნულ გმირებს, მათ შორის უცხოეთის წარმომადგენლებს - საქართველომ შესაბამისი პატივი არ მიაგოს. ეს არ არის სააკაშვილის მიერ ვიქტორ იანუკოვიჩის "ბრწყინვალების ორდენით" დაჯილდოების შემდგომ - მისი ქვეყნიდან განდევნის ოპერაციაში მონაწილეობის მიღება. ეს არ არის ჰალსტუხ/ნაჭამი მთავარსარდლის, ჩაფსმულ/დადორბლებულ გუბეში ფორთხიალი - დღეს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აბსურდული პრეტენზიები წაუყენო, საქართველოსთვის თავდადებული გმირებისადმი უპატივცემულობაში.რაღაც მაგრად ეტკინა უკრაინელ რეფორმატორს მის ამჟამინდელ მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გამო. თუ რა ეტკინა - ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ. - ’’ წერს facebook ზე დავით ქართველიშვილი.