დაუსჯელობის სინდრომი, ანუ ,,კანონიერი ხულიგანის'' - ჰელენ გოგიევიჩის აშვებული აფრები

დაუსჯელობის სინდრომი, ანუ ,,კანონიერი ხულიგანის'' - ჰელენ გოგიევიჩის აშვებული აფრები




ყოველგვარი შესავალის, გარჩევის, პროლოგისა და მიეთ-მოეთის გარეშე მივმართავ ხელისუფლებას!

გამარჯობა, ჩემო არჩეულო ხელისუფლებავ, ანუ მთავრობავ, პრეზიდენტოვ, პარლამენტოვ, იმანოვ და ამანოვ!

რა სატკივარზეც ახლა უნდა გესაუბროთ, რა პრეტენზიებიც ახლა უნდა წამოგიყენოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს აწუხებს, შეიძლება უფრო ბევრს, მაგრამ ჯანდაბას, იყოს ასე. არ აწუხებთ მხოლოდ ,,ნაცებს", ,,შმაცებს", ,,გნაცებსა" და მათთან გათანაბრებულ პირებს... არ აწუხებთ, რადგან მათ აწყობთ, ეს მათი პროვოკაციული გეგმის ნაწილია. ასე რომ... ამ წუთას მე გამოვხატავ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის აზრსა და სატკივარს:

წინა კვირის დასაწყისში, თუ არ ვცდები, ორშაბათი იყო, ან სამშაბათი (პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენში ხომ ყოველი დღე შაბათია?), ის ოპერატორი რომ გარდაიცვალა, ჰელენე ხოშტარიამ ისევ აიწყვიტა, მივარდა (მოვარდა თქვენთან) მთავრობის სახლში, პირველ სართულზე ირგვლივ ყველაფერი მიწუწ-მოწუწა წითელი საღებავით, მიაფს-მოაფსა ყველას და ყველაფერს, ნაწილობრივ სახეც კი მოითუთხნა წითლად, რომ სიუჟეტი უფრო მძაფრი გამოსულიყო, თმაც საგანგებოდ აიწეწა, შემდეგ კიკინები გაიშალა, გვარამიას ე.წ. ჟურნალისტებს ანგარიშიც ჩააბარა, დაიმუქრა, სულერთია, მაინც დაგამხობთ, თქვე მკვლელებოო და წავიდა სახლში ღიღინით. ჩემო არჩეულო ხელისუფლებავ, ანუ მთავრობავ, პრეზიდენტოვ, პარლამენტოვ, იმანოვ და ამანოვ, ამდენს რომ მალაპარაკებთ, ამდენს რომ მაწერინებთ, თავადაც ხომ ნახეთ ვიდეო, თავადაც ხომ იქ იყავით, სადაც მივარდა, სადაც მოგივარდათ, სადაც პოლიცია იდგა და არაფერს აკეთებდა? არადა, აწყვეტილმა ჰელენემ (ზედმეტსახელად ,,ლიაკამ" თუ ,,ლეიკამ", აღარ მახსოვს... ან კი რატომ უნდა მახსოვდეს?) წითელი საღებავი პოლიციელსაც შეასხა, მგონი შეაგინა კიდეც და... იცით, მე რას ვფიქრობ და როგორი შეგრძნება მაქვს, ხალხო? პოლიციელი, რომელსაც შეაგინეს, თავში წამოარტყეს, საღაბავი შეასხეს, წიხლი ამოარტყეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ის არის სახელმწიფო. სხვათა შორის, 2001 წლის 11 სექტემბრის დიდი ტერაქტის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილება, რომლის თანახმადაც პოლიციელზე თავდასხმა გაიგივდა სახელმწიფოზე თავდასხმად. რაც შეეხება სახელმწიფო დაწესებულების შენობაზე თავდასხმას, ესეც გახლავთ სახელმწიფოზე ხელის აღმართვა და ისჯება ძალზედ მკაცრად. ჩვენთან კი რა ხდება? მოდის ვიღაცა ქაჯი, თავს იგიჟიანებს განგებ, დგამს სპექტაკლს, ზედ აჯ...ამს სახელმწიფოს, მთავრობის სახლს, პოლიციელი უყურებს მშვიდად, იტანს ყოველგვარ დამცირებას, დგას მანეკენივით, არ აკავებს მოძალადეს, ეს მოძალადე იძლევა ინტერვიუს და როგორც გითხარით, სახლში მიდის ღიღინით. დიახ, ღიღინით, მაგას ისე აინტერესებს გარდაცვლილი ოპერატორი, როგორც მე მაინტერესებს, რატომ არ აქვს უგანდას ზღვაზე გასასვლელი. მსგავსი შემთხვევები ადრეც იყო, ეს ქალი უკვე გამოცდილი პროვოკატორია (მამასა ჰგაააამს, ხალხნოოოო!), აღარაფერს ვამბობ ჭაობიდან გამოსულ სხვა ქაჯებზე, მაგალითად, თინა ბოკუჩავაზე, გიგა ბოკერიას კნეინა ჩერგოზე, მსხვილ ვაშაძეზე (სპეცრაზმელებს რომ ურტყამდა), შედარებით წვრილ ვაშაძეზე, ბობოხიძეზე, იმანოზე, ამანოზე, რომელი ერთი დავიმახსოვრო? ან კი რა ვალდებული ვარ, დავიმახსოვრო? ამ ე.წ. პოლიტიკოსებს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და ე.წ. ჟურნალისტები მიემატნენ. მე ამჯერად ვლაპარაკობ ერთ მაგალითზე, ანუ მარაზმზე, რომელიც დარჩა თქვენი ყურადღების მიღმა... უფრო სწორად, დატოვეთ ყურადღების მიღმა და მომდევნო დღეებში ჰელენ ხოშტარამ ისევ ირბინა წითელი საღებავით ,,ქართული ოცნების" ოფისთან, ისევ შეასხა პოლიციელებს, ისევ მოსვარა ოფისის კედლები, ისევ დაღვარა ძირს (გეგონება მენსტრუაცია დეემართა), ისევ წაისვა სახეზე და გაიშალა კიკინები გიჟ ქეთოსავით (ცლუნკაანელ ქეთოსა ჰგამდა, ხალხოოოო!).

ჩემო არჩეულო ხელისუფლებავ, ანუ მთავრობავ, პრეზიდენტოვ, პარლამენტოვ, იმანოვ და ამანოვ!

ამ გიჟქალას ყველაფერი შერჩა, არც ადმინისტრაციული სასჯელი, არც საყვედური, არც სისხლისსამართლებრივი, არც არაფერი. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, მე რომ მივვარდე (მოვვარდე თქვენთან) მთავრობის სახლში, ან პარლამენტში, ან პრეზიდენტის სასახლეში, ირგვლივ მივწუწ-მოვწუწო ყველაფერი წითელი, თუნდაც მწვანე საღებავით და პოლიციელსაც შევასხა, დავიჯერო, არაფერს მეტყვით? დავიჯერო, ე.წ. ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემასაც დამაცდით და სახლშიც ღიღინით გამიშვებთ, რათა მეორე დღეს პარტიის ოფისში მოგივარდეთ და ისევ მიგწუწ-მოგწუწოთ? არა, რასაც ელენ გოგიევიჩ ხოშტარა კადრულობს, მე მაგას ასი წელი არ ვიკადრებ, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთხელ მეც გადამიტრიალდეს ტვინი? თუ ტვინი არ გადამიტრიალდება, ხომ შეიძლება, უბრალოდ ვიფანტაზიორო? დარწმუნებული ვარ, მე და ჩემნაირებმა ასეთი რამე რომ გავაკეთოთ (ღმერთმა დაგვიფაროს), ციმბირი არა, მაგრამ ჩვენი უბნები კი ნამდვილად დაგვრჩება აქეთ და თანაც კაი ხნით.

იცი, ჩემო არჩეულო ხელისუფლებავ, მე და ჩემნაირები იმაზე კი არ ვწუხვართ, ჩვენ რას გვიზამთ, როგორ დაგვსჯით და რანაირ ციხეში ჩაგვსვამთ, ეგ საერთოდ არ გვაინტერესებს... ჩვენ იმას განვიცდით, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი მიდგომები უნდა დამთავრდეს. ამიხსენით, ვინ ჩემი ფეხებია ელენე ხოშტარია, რით არის ჩემზე მეტი და რა დამსახურება აქვს ამისთანა, რომ არანაირ დანაშაულზე არ აგებს პასუხს? მამამისი იყო, ზვიად გამსახურდიამ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და ისეთი რაღაცების კეთება დაიწყო, დღესაც ლეგენდები დადის, სადაც წავიდოდა ვიზიტით, ჯინსები ჩამოჰქონდაო გასაყიდად. სინამდვილეში საგარეო საქმეთა მინისტრი კი არა, ბარიგა იყო. კიდევ უარესებს ჰყვებიან, მაგრამ ახლა არ მინდა მაგაზე საუბარი, ამჯერად მისი გაუგებარი სქესის წარმონაქმნზე მოგახსენებთ, რომელსაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა კიდევ ქალამნად, მთელი საქართველო რომ დაიმხოს თავზე, ბუზს ვერ აუფრენს ვერავინ. არადა, ჩვეულებრივი თვალით რომ შევხედოთ, არანაირი უპირატესი ,,ბაგაჟი" არ გააჩნია, სხვებზე ნაკლები თუ არა, მეტი ნამდვილად არ არის... მან დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. საერთაშორისო უსაფრთხოება არა, შაშა და კოლა, ამ ინსტიტუტდამთავრებულებს არმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საერთოდ აუკრძალეს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობა, რადგან კაგებეს სკოლა გახლდათ. სხვათა შორის, ხოშტარაანთ ჰელენას, იგივე ,,ლაიკას" თუ ,,ნაკლეიკას" არც ერთ ბიოგრაფიაში არ აქვს მითითებული, რომელ წელში დაამთავრა ხსენებული ინსტიტუტი ,,მოსკოვებში". წარმოგიდგენიათ? ,,მოსკოვებში" კაგებეს სკოლადამთავრებული ე.წ. პოლიტიკოსი სხვებს დასდევს კუდში და პუტინის მონებს ეძახის. ეს იგივეა, ჟორიკა რურუა ძალადობას რომ გმობს და ვატო წერეთელი სხვებს მკვლელებს ეძახის. ამან, ამ პატარა ჭუტამ თურმე 2000 წელს საკუთარი ავტომობილით ბავშვი გაიტანა, ოჯახი დაღუპა, საქმე ჩაფარცხა, მშრალზე გამოვიდა და ახლა ირაკლი ღარიბაშვილზე იძახის, მაგისი თავი უნდა დაგორდესო. მიჩვეულია ტიპი თავების დაგორებას, აქამდე ბავშვების თავებს აგორებდა, ახლა პრემიერისა მოუნდა.

დავუბრუნდეთ გიჟი ჰელენას, ანუ ,,კანონიერი ხულიგანის" თემას... ამოცანა გვეკითხება: 2021 წლის 8 მარტს ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ რომ დააფუძნა, მაშინ ხელშეუხებლობის გარანტიაც მოიპოვა? კი, მაგრამ მანამდეც რომ დარბოდა აღმა-დაღმა, პარლამენტში რომ უსტვენდა და პოლიციელებს თავში ურტყამდა, რატომ არ ისჯებოდა? კაი, ბატონებო და ქალბატონებო, შეიძლება ჰელენ გოგიევიჩისა გეშინიათ, შეიძლება ძაან მაგარი ხათრი გაქვთ, შეიძლება ღამ-ღამობით დროს ერთად ატარებთ და იმ შესხმულ საღებავებზეც ერთადა ჰხითხითებთ, მაგრამ ჩვენ, პატიოსან და პატრიოტ ადამიანებს რას გვერჩით, გულებს რატომ გვიტეხავთ? ისე, მართლა არ მგონია, ღამ-ღამობით ჰელენასთან ისხდეთ და მოხარშულ სიმინდსა სჭამდეთ... არადა, ვერ გამიგია, რა გჭირთ, რას დადუმებულხართ მის წინაშე? ისეთი შეგრძნება მაქვს, თუ კიდევ მოგივარდათ წითელი საღებავით, ეგრევე გამოცვივდებით, ჯერ მუხლებს დაუკოცნით, შემდეგ ფეხებს დაბანთ, ბოლოს კი თითებსაც დაუკოცნით. არადა, მართლა მაინტერესებს, ვინ არი, რას წარმოადგენს, ბოლო-ბოლო, ქალია თუ კაცია?!  

მეგობრებო, ჩემო არჩეულო ხელისუფლებავ, ანუ მთავრობავ, პრეზიდენტოვ, პარლამენტოვ, იმანოვ და ამანოვ, დამიჯერეთ, ეს ძალიან საშიში მოვლენაა, მე მესმის, ჩემნაირებსაც ესმით, უფროსი თაობაც გაგებით ეკიდება, რომ ზედმეტად თავის ატკიება არ გინდათ... ისე, არც მგონია, უკანონობის ჩამდენი ხოშტარას დასჯა თავის ტკივილი იყოს, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა-დანერგვა საზოგადოებაში აუცილებლად მოიტანს ჩალიან ცუდ შედეგებს... ბოლო-ბოლო, მომავალი თაობის წარმომადგენლები იკითხავენ (თუ უკვე არ კითხულობენ), თქვე კაი ხალხო, თქვე ოჯახაშენებულებო, მავანს რომ სჯით და ამას ბუზსაც არ უფრენთ, ეს რანაირად ხდება? გოგიევიჩსა და გირჩ ზურაბას თუ ყველაფერი ეპატიებათ, ჩვენ რა, ფეტვი გვირევიაო? შეიძლება მომავალმა თაობამაც არ ჩაიდინოს იმათნაირი სისულელეები, მაგრამ მაგათ თვალში ხომ მცირდება და კნინდება სახელმწიფოებრიობა? გეუბნებით, არ შეიძლება, მცირდება, კნინდება და როცა ყველა ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცევა, უკვე გვიანი იქნება, ნორმალურ ქვეყანას ვეღარ ავაშენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე ვფიქრობ, კოჰაბიტაციის არსსაც ვწვდები, თბილისური პონტიც მესმის, ჰელენ გოგიევიჩის საქციელი რა ფენომენია, მაინც ვერ გავიგე და ის უფრო ვერ გავიგე, რატომ ერთხელ მაინც არ შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი. არ ვიცი, იმედი მაქვს, ამ საკითხს გამოასწორებთ და ამ ჭკუიდან გასულ გიჟუას ცოტა გონზე მოიყვანთ. მადლობა ყურადღებისთვის.

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"