დაჩი ცაგურია: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი

დაჩი ცაგურია: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი




დაჩი ცაგურია (საქართველოს რკინიგზისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი):

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს შეიძლება მე (და არა მხოლოდ მე, უამრავი ადამიანი) უბრალოდ ცოცხალი არ ვყოფილიყავი. მეც ესე მგონია, რომ გარდა იმ უდიდესი მასშტაბის ქველმოქმედებისა, რაც მან აქამდე გასწია, ყველაზე დიდი საქმე ისაა, რომ ქვეყნის სათავეს მოაცილა ის უბედურება, სიმყრალე და ბოროტება, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება და ღირსება შეიწირა. ხალხს ეშინოდა ყველაფრის, ქუჩაში ჭირდა გეპოვა ადამიანი, ვინც შლეგზე თუნდაც ერთი ნაკლის შესახებ საჯაროდ იტყოდა, ეშინოდათ უბრალოდ ლაპარაკისაც კი ერთმანეთში (ხომ გახსოვთ ტელეფონებს როგორ ვშლიდით და სხვა ოთახებში გავდიოით სალაპარაკოდ). ეხლანდელი "ნებადართული გმირები" ხომ საერთოდ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ კი არა, ამ ბოროტების მანქანის მსახურები ან კუდის მოქიცინეები იყვნენ გრძელი ენებით, ცინიზმით და ორმაგი სტანდარტებით. მიჭირს გავარჩიო, განსაკუთრებით ეს სამარცხვინო ტიპები მაშინ უფრო ამაზრზენები იყვნენ თუ ეხლა... ხოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კაცმა იმ დროს, როცა ხმის ამოღება, განსაკუთრებით, მისთვის სიცოხლის მოსპობის რისკსაც კი შეიცავდა, ყველაფერთან ერთად საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე და ბრძოლაში შემოვიდა ყველაფერზე წამსვლელ ბოროტთა ბრბოსთან... გულწრფელად ვიტყვი, რომ მიჭირს სიტყვებით გადმოგცეთ ის მადლიერება, რასაც ეს კაცი და მისი ოჯახი იმსახურებს ჩვენგან, ცხადია იყო საკითხები, რასაც არ ვეთანხმებოდით, ან შეცდომად ვთვლით... თუმცა იმ უდიდეს საქმესთან, რაც მან გააკეთა, ამის თქმაც კი არასწორი მგონია ეხლა. ნამდვილად არ მოვერიდები და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მას ყველაფრისთვის. კიდევ ვიმეორებ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება უბრალოდ მორიგ დაჭერას და ბეისბოლის ბიტით პოლიციის განყოფილებაში მორიგ ცემა-წამებას უბრალოდ ვეღარ გადავრჩენოდი და დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი... კიდევ ერთხელ მადლობა დიდი, რომ უამრავ ადამიანს უბრალოდ სიცოცლე შეგვინარჩუნა.