დიმიტრი ლორთქიფანიძე: არ დაინდოთ არავინ, ვინც დივერსიას და საბოტაჟს აპირებს!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: არ დაინდოთ არავინ, ვინც დივერსიას და საბოტაჟს აპირებს!




გვესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

– ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ტელე-არხმა სუსის თვალთვალის ამსახველი მასალები გამოაქვეყნა, სადაც თქვენ, ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზატორობაში დაგდეს ბრალი. რას უკავშირებთ ამ ბინძურ ცილისწამებას?
– შარშან, დავით გარეჯის თემაზე, გენერალურ პროკურატურაში შვიდი საათის მანძილზე ვიკითხებოდი. როგორც იცით, ამ თემაზე „საერთო გაზეთისთვის“ ვრცელი, ანალიტიკური სახის ინტერვიუ მოგეცით. ბუნებრივია, საკითხმა საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძინა. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციების თანახმად ყველასთვის გასაგები გახდა ღალატის ანატომია, რაც უკავშირდება არამარტო გარეჯის სადაო მონაკვეთს, არამედ წითელი ხიდიდან დაწყებული მთლიანი პირობითი საზღვრის პერიმეტრზე გაყოლებულ 3600 ჰექტარ ფართს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ, მოღალატეობრივად, მუხანათურად იქნა დათმობილი პოლიტიკური და გეო-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. 
მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანული მხარის ინტერესის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიული წარსულისა და მომავლის საზიანო გახლდათ. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე გვიმალავდნენ. პრობლემამ, ღიად, თავი 2012 წლის 6 მაისიდან იჩინა, როდესაც აზერბაიჯანის მხარემ, მოულოდნელად, უდაბნოს მონასტერში მიმავალი გზები გადაკეტა. იმ პერიოდში პარლამენტის წევრი გახლდით და არსებულ პრობლემას თვალყურს ვადევნებდი. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკა არაერთგზის ვამხილე. ამ ყველაფერმა რეზონანსი 2013 წლიდან შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან მონასტერში მიმავალი გზის გადაკეტვის პრეცედენტები გახშირდა. დღეს, იგი სრულიად ჩაკეტილი და ხელმიუწვდომელია ქართველი მომლოცველებისთვის როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისთვის. აქამდე სწორედ იმიტომ მივედით, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილმა დემილიტაციის კომისიამ, ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა (სხვათა შორის, მას აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, ისევე, როგორც ნატალია ილიჩოვას), მუხანათურად, ქვეყნის ინტერესების ზურგს უკან მიღებული დავალების საფუძველზე, სიყალბის დადასტურებას შეუწყვეს ხელი – კონკრეტული მონაკვეთები რაც დატანილი იყო რუკებზე, თვითნებურად შეცვალეს, ხოლო მეორე მხრივ, მათ გაქრობაზე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრემ იზრუნა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მკითხავდნენ პროკურატურაში 7 საათი. დიახ, ეს დაკითხვა კეთილმოწყობის კვლევით იმსტიტუტში არსებული რუკების გაქრობის ისტორიაზე აიგო. ასევე, დაიკითხა დიმიტრი ქართლელიშვილი, რომელიც ახლა, ტელეკომპანიების მიერ დადგმულ სიუჟეტში, სადაც მე, ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად გამომაცხადეს, ჩემთან ერთად ფიგურირებს. ანუ, ჩემთან ერთად დიალოგში შემოიყვანეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი დიმიტრი ქართლელიშვილი. ცდილობენ, დახატონ სურათი, თითქოს, თავდაცვის სამინისტრო, ჩემთან ერთად, ივერი მელაშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავდა. ეს არის სრული აბსურდი, ფაბრიკაცია, რაც მხოლოდ დიმიტრი ლორთქიფანიძის ან დიმიტრი ქართლელიშვილის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ. ეს გახლავთ სერიოზული პოლიტიკური დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობა. დიახ, ეს სახელმწიფოსთვის ფუნდამენტის გამოცლაა და სხვა არაფერი. ეს არ არის კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ ქვეყნის დიდ ქაოსში ჩათრევის პირდაპირი ინსპირაცია, რასაც თავისი ორგანიზატორები, შემსრულებლები ჰყავს და გრძელი და მოკლევადიანი გეგმები გააჩნია.
– ამ გეგმებში არჩევნებს გულისხმობთ?
– დიახ, მოკლევადიან გეგმებში იგულისხმება თვითმმართველობის არჩევნებში განსხვავებული შედეგების მიღება, ხოლო გრძელვადიანი გეგმა გაწერილია საპარლამენტო არჩევნებზე. ვინ შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგეს? – სწორედ ის ძალები, რომლებიც ჩვენს ე.წ. დასავლელ პარტნიორებად იწოდებიან. ისინი სახელმწიფოს მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს ვერაფრით ეგუებიან. ვგულისხმობ შემდეგს: ქვეყანა შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოვიდა, რითაც ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდული იყო. იმიტომ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება, პირდაპირ, დასავლეთზე იყო ორიენტირებული. კერძოდ, განხორციელდებოდა სოციალური პოლიტიკა, რომლის ზედამხედველი ევროკავშირი იქნებოდა. ანუ, რეალურად, ჩვენი სუვერენიტეტი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს, თავიდან ბოლომდე ლიკვიდირებული იქნებოდა. უარი ვთქვით 75 მილიონზე, ასევე, კაბალური ხელშეკრულებების გაფორმება, ჩვენთვის, მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, სახელმწიფოს წინააღმდეგ საარტილერიო შტურმი განხორციელებულიყო. ამას, ერთადერთი მიზანი აქვს: ახლო მომავალში ქვეყანა ძალიან სერიოზულ ქაოსში, სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაიძიროს. საზოგადოება კარგად აღიქვამს, რომ ქვეყანაში ძალიან დაძაბული ვითარებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დენთის კასრზე ვზივართ., „ნაცმოძრაობისა“ და მისი განშტოებების დაუსჯელობა, ამ აღვირახსნილობის დიდხანს ყურება, შეუძლებელია. ამ ხალხმა თავი მოიყარა 15 გეი-პარტიის ფარგლებში და კარლ ჰარცელის, კელი დეგნანის თანდასწრებით ხელი მემორანდუმს მოაწერა. მათი მიზანია: მომავალი არჩევნების პროცესში, ხელისუფლება, ყველა ხერხის გამოყენებით, საკვანძო სიმაღლეებს ჩამოაცილონ და 15 გეი-პარტიამ კოალიციური მთავრობა შექმნან. სწორედ ამიტომ გამოყარეს საზოგადოებაში ათი ათასობით ფაილი, რასაც მედია-ჰიდრა – „ტვ-პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი“ სასურველი რაკურსით აშუქებენ.
– სხვათა შორის, ამ ტელევიზიებს ოპოზიციის მიყურადების არცერთი ფაილი არ გამოუქვეყნებიათ. მათ არავინ უსმენდა?
– საქმეც ამაშია – მაყურებელი თუ დააკვირდება, მიყურადების არცერთი ფაილი, რასაც მედია-ჰიდრა აჟღერებს, არ არის მიმართული ბოკერიას, უგულავას, სააკაშვილის და ა.შ. წინააღმდეგ. კრეფსები არცერთ იმ 15 პოლიტიკურ პარტიაში შემავალი პირის წინააღმდეგ არ გამოქვეყნებულა, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა დასავლეთისთვის ერთ-ერთი საკრალური ამოცანაა. დარტყმის ობიექტები ვართ ადამიანები, რომლებიც დასავლური გეგმის განხორციელების, ანუ საქართველოს როგორც ფორმალური სუვერენიტეტის მატარებელი სახელმწიფოს სრული დაკაბალების წინააღმდეგნი ვართ. შესაბამისად, ამიტომაც განხორციელდა ჩემს მიმართ ენით აუწერელი, თავისი მასშტაბით არნახული ცილისწამება, რამაც უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა ჩემს ოჯახს. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენია ტელე-ეკრანიდან მამას მკვლელობის ორგანიზატორად და ლიკვიდატორად რომ გიცხადებენ. ეს ძალიან მძიმე ასატანია. ბუნებრივია, ამას ასე არ დავტოვებ. „საერთო გაზეთის“ ფურცლებიდან მინდა გენერალურ პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს კატეგორიულად ვთხოვო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით იხელმძღვანელონ და ამ ცილისმწამებლური მედია-საშუალებების მიერ ჩემს მიმართ გაკეთებული განცხადებები შეისწავლონ. როცა აღმოჩნდება, და ეს ნამდვილად ასე იქნება, რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და არც არავის მკვლელობას ვგეგმავდი, ამის შემდეგ დაზარალებულად მცნონ და კოლექტიური ინგა გრიგოლიები, ვახო სანაიები, ნინო ჟიჟილაშვილები, ნიკა გვარამიები, გურამ გოგავები თუ მარიამ გაფრინდაშვილები თავისი იურისტებით და რეჟისორებითურთ პასუხისგებაში მისცენ. 
ესენი არიან პოლიტიკური პარტიების ოპერატიული ქვედანაყოფები, მედია-ზონდერები, მედია-ტერორისტები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დასავლეთის  ბრძანება აღასრულონ. შემთხვევითი არ არის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ უკან მდგომი დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ყოველწლიურად, თითქმის, 30 მილიონი დოლარით აფინანსებს. ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას – მმართველ ძალას მოვუწოდებ: სანამ გვიან არ არის, ახლა, მაინც მოეგოს გონს, ჩაჭრას კოაბიტაციის ყველა თოკი, ზურგი შეაქციოს დასავლეთიდან მომდინარე კაბალისტურ მოთხოვნას და ქვეყნის ორგანული ინტერესებით იხელმძღვანელოს. ისევ ხელისუფლების გასაგონად ვამბობ: არ დაინდოთ არცერთი დამნაშავე – ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბურ, დივერსიულ პოლიტიკურ აქტს ახორციელებდა, ყველა პასუხისგებაში მიეცით. ეს სუბიექტები, ამავე დროს, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწევიან და ეკონომიკურად ისედაც დასუსტებულ ქვეყანას, გადარჩენის შანს აღარ უტოვებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ: მთელი ქვეყანა დენთის კასრზე ზის. ერთი ასანთის გაკვრა უნდა და პროცესები უმართავი გახდება. ქვეყნის დაქცევით ძალიან ბევრი პოლიტიკოსია დაინტერესებული. პირველ რიგში კი, ვითომ, აქ, ჩამოსასვლელად გამზადებული საააკშვილი, რომელიც რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის. იგი აქ, წყლის ამღვრევას ელოდება, რათა შემდგომ, გაბატონებული, დომინანტური კლასის სათავეში მოგვევლინოს. ეს არის ამ ანატომიის თავიც და ბოლოც. ამიტომ, ახლა, უკან დახევის, რევერანსებით საუბრის დრო არ არის. რკინის ხელის პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ. ვისაც საკუთარი სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გააჩნია, ყველა ვალდებულია დაუნდობელი სამართლებრივი ბრძოლის, მათი მხილების სამსახურში ჩადგეს.
– მომზადებულ სიუჟეტში, თქვენ, ივანიშვილის ძმასთან მოლაპარაკებებში „გამხილეს“. გლობალური დასავლეთის გეგმები აშკარაა. მათ ინტერესში არ არის საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება.
– აბსოლუტური სისულელეა, არავითარი ინტერესთა კავშირი, ურთიერთობა ალექსანდრე ივანიშვილთან არ მქონია. ეს არის დადგმული სცენარი იმისთვის, რათა სასურველ შედეგამდე მივიდნენ – საზოგადოების ზომბირება მოახდინონ, თითქოს, აქ, რუსული კვალი იკვეთება და ხელისუფლებასა და პრო-რუსულ ორგანიზაციებს შორის არსებული კავშირ-ურთიერთობები ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. სინამდვილეში, ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივა პირდაპირპროპორციულია ინგა გრიგოლიებისა და მათთან დაკავშირებული ზონდერ-ჯგუფების კეთოლდღეობასთან. დიახ, ეს გახლავთ მათი კეთილდღეობის წყარო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. როდესაც ღიად ვსაუბრობთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს თანაბარი კავშირები დასავლეთთან და აღმოსავლეთთან ანუ, ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი – ეს უნდა იყოს ორი გეო-პოლიტიკური ცენტრი, რომელთა შორის საქართველოს მყარი ხიდის როლის შესრულების ფუნქცია ექნება, ამაზე ძალიან ღიზიანდებიან. ეს არ სჭირდებათ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს ამერიკის პოლიციის სადგური. საქართველო უნდა იყოს ზესახელმწიფოთა დაპირისპირების პოლიგონი, მეტი არაფერი. ეს გახლავთ ვასალური, კაბალური ამოცანა, რომელიც პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ საქართველო არ უნდა განვითარდეს. ჩვენი ქვეყნის განვითარებას რაც სჭირდება, ადრეც მითქვამს – ეს არის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა პოლიტიკური პრეფერენციების განხორციელება იმ მიზნით, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფასი განისაზღვროს და ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა დააფასონ როგორც ეკონომიკური კეთილდღეობა, ისე რეალური, პოლიტიკური პერსპექტივა, რაც საქართველოს შემადგენლობაში მათი ნამდვილი თავისუფლებით აღინიშნება. აი, ეს არის ის, რაც 30 წელია არ განხორციელდა. მათ უნდათ ჩვენი ისევ ამ ჭაობში ყოფნა გააგრძელონ. შედეგად, 15 გეი-პოლიტიკური პარტია თავიანთი ლიდერებით, დასავლეთის თვალში, თავს დაფასებულად იგრძნობენ. შესაბამისად, მათ ექნებათ მატერიალური კეთილდღეობა, პოლიტიკური საკვანძო სიმაღლეები და ამის გარანტად გლობალური დასავლეთი დადგება. ეს არის ჩანაფიქრი.

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი''