დღეს ეს ჩემი ხორუმია





გზა, რომელიც გამოვიარე, არასდროს ყოფილა მარტივი.
წელში გამართული და მომავლისკენ მიმართული მზერით არაერთხელ შევჯახებივარ მტერს და მათი იმედით, ვინც ზურგს მიმაგრებდა, ბოლოს ყოველთვის ვიმარჯვებდი.
პასუხი კითხვაზე როგორ, ყოველთვის იყო - ერთად!
ჩემი ხორუმი თვალუწვდენელი ჯაჭვია და არა ის, რასაც ახლა ვხედავთ. გზას, რომელსაც გავდივარ, მარტო ვერ გავივლი. ის ერთად, მხარდამხარ, ერთ უწყვეტ რიგად უნდა გავიაროთ, ისევე როგორც 9 აპრილს, როდესაც ჩემი თავისუფლებისთვის იბრძოლეს. იბრძოლეს, იმისთვის რომ აღმოვაჩინო, შევიმეცნო, მიყვარდეს, ვიბრძოლო და ვიცეკვო ჩემი ხორუმი.
9 აპრილის გმირებს
#მადლობასამაგალითოერთობისთვის
#მადლობათავისუფლებისთვის