ედიშერ გვენეტაძე: ვაფრთხილებ, სულ ცოტა დროს უტოვებს მათ ისტორია!

ედიშერ გვენეტაძე: ვაფრთხილებ, სულ ცოტა დროს უტოვებს მათ ისტორია!




ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი):

ის, რაც საქართველოს ოპოზიციურ ველზე ხდება, მაგონებს მიხეილ კვესელავას გენიალურ "ას ერგასის დღიდა"-ნ იმ ნაწილს, როდესაც ყირიმში ჩარჩენილი საბჭოთა ჯარისკაცები უფროსების მითითებით და შიშით თავს იკლავდნენ!
დიახ, ოპოზიციაში მყოფი ეს პოლიტიკურ ტვინგამოცლილი სუბიექტები იმდენად არიან ვიღაც მიშაზე თუ გრიშაზე დამოკიდებულნი და დიდი ეჭვია იმისა, რომ ისინი ამას აკეთებენ იმის გამო, რომ მიშკომპრომატების ეშინიათ! 
ეტყობა, ამ პარტიათა ლიდერებზე უხვად ფლობს კომპრომატებს, ან კიდევ ფულით ჰყავს დაბმული იმ მეკვერცხე ძაღლივით პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხეტიალე პოლიტიკურ მაწანწალას!
ისე, ვთვლი, რომ ძალიან კარგი პროცესი მიმდინარეობს!
დიახ, ლოგიკურია ის, რომ უნდა მოხდეს: ბოკერიას, უგულავას, შალვას, ბურჯანაძის, ოქრუაშვილის... და სხვა მეფანჩატურეთა პოლიტთვითლიკვიდაცია!
რაც კიდევაც წარმატებით ხორციელდება!
ბოლოს და ბოლოს, ეს არის საქართველოს პოლიტიკური ველის გაწმენდა პოლიტნაგავისაგან, რასაც უდიდესი წარმატებით ახორციელებენ ეს უკვე გადაღრძუებული, გახრწნილი და ლპობის გზაზე დამდგარი პოლიტსუბიექტები!
და ზოგიერთ პლიტფილოსოფოსთა მოთქმა და ტირილი იმის შესახებ, რომ "ოცნების" პოლიტიკით ოპოზიციის გარეშე დარჩება საქართველოო!
ყალბია, არაფრისმთქმელია და მხოლოდ თვალთმაქცობაა!
უკიდურეს შემთხვევაში პროცესების ვერგაანალიზება და უუნარობა!
ხდება ისტორიული პროცესი!
პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას განიცდიან ისინი, ვინაც უნდა განიცადონ!
და მათ ადგილს უახლოეს მომავალში დაიკავებენ ისინი ვინაც იქნება მსოფლიო რეალობის აღმქმელი, კონსტრუქციული და ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული!

P.S. შემთხვევით არ ავუარე გვერდი "ლელოს" და მის ლიდერებს!

ვაფრთხილებ, სულ ცოტა დროს უტოვებს მათ ისტორია!
მევახშე-ბანკირთა მიერ შეკოწიწებული ამ ძალების წარმომადგენლები ისეთ გზას ადგანან და ისეთ სისულელეებს გაიძახიან, რომ ასე თუ გააგრძელეს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ისინი დაეწევიან და გაუსწრებენ პოლიტიკურ თვითმკვლელობის ლოგიკურ გზაზე უაღრესად დაწინაურებულ მელიას, ბოკერიას, ბურჯანაძეს, ოქრუაშვილს.... და ძმათა მისთა!