ევროპაში თვითდასაქმებული ადამიანები ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე დარჩნენ

ევროპაში თვითდასაქმებული ადამიანები ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე დარჩნენ




ევროპის სოციალური უსაფრთხოების სისტემაში პანდემიის პირობებში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა, რომელიც აქამდე ოქროს სტანდარტად იყო მიჩნეული.
თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთაც შობის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჰქონდათ, პანდემიის პირობებში გაუქმებული საზოგადოებრივი ღონისძიებების გამო, ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის არაერთმა ქვეყანამ, პანდემიის პირობებში, მოსახლეობას შესთავაზა სხვადასხვა სოციალური პაკეტი, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა და პანდემიის დროს კიდევ უფრო დაზარალდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც დაბალშემოსავლიანთა ან არასტაბილური შემოსავლის მქონეთა ჯგუფს წარმოადგენდნენ.

ამჟამინდელი ევროპული სისტემა არ აღმოჩნდა მზად, გაუძლოს თითქმის 25%-იან შემცირებას. ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, დიდ ბრიტანეთში შემუშავებული დახმარების პაკეტები მათთვის, ვინც სამუშაო დაკარგა, ადეკვატური არ იყო. დაიწერა „ზედმეტად სწრაფად“ და ეს ხარვეზები მომდევნო თვეებში გამოვლინდა.

განსაკუთრებით გაიზარდა უმუშევრობა ახალგაზრდებში. ევროსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 404 ათასს მიაღწია. ამასთან, უმუშევრობის ზრდა განსაკუთებით უარყოფითად აისახება ევროპის ქვეყნებში დასაქმებულ მიგრანტებზე, რომელთა სამსახურის დაკარგვაც, უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში ცხოვრების უფლების ჩამორთმევასა და სოციალური სარგებლის შეწყვეტას ნიშნავს.