ელიზბარ ჯაველიძე: რა უნდათ „ნაციონალებს“ პარლამენტში?!

ელიზბარ ჯაველიძე: რა უნდათ „ნაციონალებს“ პარლამენტში?!




გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

- ბოლო დროს, ძალიან სენტიმენტალური განწყობა მაქვს. სამწუხაროდ, დღეს, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, ძირითადი, ნაწილი მიმართულია იქეთკენ, რომ როგორმე ქართველი ერი გაანადგუროს, მოსპოს. ამ განწყობას სულ ვხედავ. ვაჟა-ფშაველას ლექსი ხომ გახსოვთ: „ხარს ვგავარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! მძინარიც იმას ვდუდუნებ“. აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქართველის განწყობა. სწორედ, ერისა და ქვეყნის სიყვარულია მთავარი. ამ გზაზე დიდმა ადამიანებმა თავისი სიცოცხლე დადეს და გაწირეს. ამ მოღვაწეთა დარად, თავი არ მიმაჩნია. ამ დიდი იდეით იყო განმსჭვალული ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა მთელი რიგი წყება ქართველებისა, რომლებიც მზად იყვნენ შვილები, ოჯახი გაეწირათ, რათა სამშობლო გადაერჩინათ. დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, გული სევდით მევსება და იცით რატომ? - ჩვენს თვალწინ ხდება ერის ღირსების ჩაკვლა, ქართველი კაცის დაკნინება, თავმოყვარეობის შელახვა. გავიხსენოთ, დიდი ილია - სამშობლოზე, ერზე მოფიქრალი უფრო დიდი პატრიოტი, მე, არ მეგულება. მისი მთელი შემოქმედება სამშობლოსადმი სიყვარული და იმ ხალხისადმი სიძულვილია, ვისაც თავისი ერი და ქვეყანა არ უყვარს. კაცი რომ დაიბადება, მისი მოწყვეტა მშობლიური ფესვებიდან მისსავე სიკვდილს ნიშნავს. ეს, რატომღაც დავივიწყეთ. ახლა, გლობალიზაციის ეპოქა მოდის. ეს არის წარღვნა - არა მარტო პატარა ერების განადგურებას ცდილობენ, არამედ ყველა იმ ერისა, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს თავის კულტურა, ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, ღირებულებები და სხვა. გლობალიზაციის ეპოქაში ერს ერთ დიდ ქვაბში ხარშავენ, ცდილობენ ყველას ერთნაირი აზროვნება ჩაუნერგონ. ცხოვრებას, აი, ამ სტანდარტით გვაიძულებენ. ყოველივე შემდეგ მიზანს ემსახურება: ადამიანი, საერთოდ, გადაგვარდეს, რობოტად იქცეს და რასაც უკარნახებენ ის აკეთოს. მეტიც, კორონა ვირუსის გავრცელება არავითარი ვირთხებისა თუ ღამურებისგან არ მომხდარა, არამედ ეს ადამიანის ქმნილია. უფრო მეტი განსაცდელი გველის იმიტომ, რომ უფალი დავივიწყეთ, სიყვარული გაგვიქრა. აუცილებელი არ არის კაცი ეკლესიაში დადიოდეს. ეკლესია შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის. აქვე, მუხრანი მახსენდება: „ჩემი სამშობლო მაღალია! — სხვისია ვრცელი!.. უფალთან ახლოს, — ამიტომაც, — უფროა ჩემი!“ დიახ, ჩვენ, უფალთან დაახლოებული ერი ვართ და სწორედ ეს აღიზიანებთ ერის მოძულეთ. ჩვენ, იმ სამყაროს მცირე ერი ვარ, რომელმაც წინარე ევროპის ცივილიზაცია შექმნა, საუკუნეთა განმავლობაში იბრძოდა და თავი აქამდე მოიტანა. კაცი ვარდის მოსაწყვეტად რომ მიდის და ფეხებზე ეკალ-ბარდი ედება, აი, ასეთი ეკალია ჩვენი ქართული სახელმწიფო მათთვის. ახლა, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა არ მითხრან: თქვენი მეგობრები და დამცველები ვართო. პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, არც მფარველები. ახლა, რუსეთს ლანძღავენ. მე, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის მომხრე არ ვარ. რუსეთს რომ ვკიცხავდი, მაშინ ისინი ტაშს უკრავდნენ და ერთ ადგილს ულოკავდნენ. ადრე, როცა „ამერიკის თავისუფლების ხმას“ ვუსმენდი, მწამდა, რომ ამერიკა დემოკრატიის სამშობლო გახლდათ, სადაც თავისუფლება, ადამიანის ღირსება დაცული იყო. ამის შესახებ `ლიტერატურულ საქართველოში~ დავბეჭდე, რამაც დიდი ალიაქოთი გამოიწვია. კომუნისტებიც კი მიხვდნენ, რომ ეს საჭირო იყო. აკრძალული ხილი ყველას უფრო იზიდავს. ახლა კი, დიდი დარტყმა მივიღე _ გნებავთ მორალური, გნებავთ ზნეობრივი. დღეს, მიმტკიცებენ: ამერიკა ჩვენი მხსნელი და მშველელიაო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ, განათლებული ხალხი ვართ, რაღაცები ვიცით, წაგვიკითხავს. ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპი შემდეგი გახლავთ: ერთპიროვნული მსოფლიო უნდა შეიქმნას, სადაც წამყვანი თვითონ აშშ უნდა იყოს, ხოლო ქვეყნები, რომელთაც საკუთარი ხედვა აქვთ უნდა გაუჩინარდნენ და მოისპონ. ეს არის ჭეშმარიტება, რასაც ვერ შევცვლი თ. დღეს არსებობს ორი დაპირისპირებული ბანაკი - ამერიკა, იგივე, ევროპა, რომელიც აშშ-მ დაიმორჩილა. ევროპას თავის უბედურება სჭირს. წაიკითხონ პატრიკ ბიუკენენის „დასავლეთის სიკვდილი“ და ოსვალდ შპენგლერის „ევროპის დაცემა“ და ნახონ როგორ გაუბედურდა ევროპა და როგორ იქცა დეკულტურიზაციის ანუ, უკულტურობის ქვეყნად. მეორე მხარესაა - ჩინეთი, რუსეთი და სხვა. ეს გახლავთ აქლემების ჭიდაობა, რა დროსაც უეჭველად იჭყლიტება კოზაკი. ეს კოზაკი საქართველოა. მე, ასეთი განცდა მაქვს.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- უპირველესი პრობლემა ისაა, რომ ქართველებმა საერთო ენა, განცდა დავკარგეთ. განა ვარსებობთ, ქართველი ქართველს ვეღარ ვენდობით - ამბობს ილია. დღეს, კაცური კაცის ცნება დაიკარგა და საუბედუროდ, ქვეყანაში თავი ქონდრისკაცებმა წამოსწიეს. ეს არის ზოგადი სურათი, რეალობა. 2010 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი - „ვაჰმე, ჩემო მამულო!..“. იქ, წერია იმ ყველაფრის შესახებ, რაც დღეს ხდება. თქვენ, მეკითხებით: როგორ გადავარჩინოთ სამშობლო? - სანამ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, საქართველოს არაფერი ეშველება. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ბნელები არ ვართ და მშვენივრად ვიცით რასაც სჩადიოდნენ წლების მანძილზე, რა იყო მათი მთავარი მიზანი: ადამიანების დაშინება, ხოცვა, წამება. ისინი არაადამიანური წამების დიდოსტატები არიან. ცოტა ხნის წინ, ირმა ინაშვილმა თავის გადაცემაში აჩვენა მათი „საქმენი საგმირონი“. ნაძირალა ნაცები აუპატიურებდნენ კაცებს. ეს ხომ საშინელებაა. ვინმეს უნდა დამაჯეროს, რომ ამის შესახებ ამერიკამ არ იცის?! -მგონია, რომ ჩვენზე მეტად იცის რა ძალაა „ნაცმოძრაობა“! ან ევროპამ არ იცის ვინ არიან ნაცები? - ვფიქრობ, მანაც ჩვენზე უკეთ იცის მათ შესახებ! მაშინ, რა ხდება?! თუ არ იციან, ჩვენ ვაჩვენოთ კადრები, თუ რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ამ დროს, ევროპამ მიშიკო „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხა. ქვეყანას რომელიც მიხეილ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურად“ გამოაცხადებს, განა, შეიძლება, ელემენტარული კავშირი ჰქონდეს დემოკრატიასთან? მიხეილ სააკაშვილი ეს გახლავთ მხდალი, დესპოტი, კალიგულა. ოღონდ, კალიგულა დიდი მასშტაბის იყო. მიშა სწორედ ის კალიგულა გახლავთ, რომელიც თავის ერს სპობს. ნაცებს ისეთ რაღაცები აქვთ გაკეთებული, რაც ფაშისტებსაც არ მოუვიდოდათ თავში აზრად. ეს ნაძირლები შვილისა და მეუღლის წინაშე კაცს აუპატიურებდნენ. გამაუპატიურებელმა ვერ შეძლო და ვიაგრა დაალევინეს. ფაშისტები ხალხს ეუბნებოდნენ: აბანოში მიგვყავხართო და მერე, გაზით გუდავდნენ. ასე, ფაშისტებიც კი არ აწამებდნენ. ამიტომ, „ნაციონალები“ ფაშისტებზე ბევრად უარესები არიან. სხვათა შორის, 2012 წელს პარლამენტმა გამოიტანა დადგენილება, სადაც ნაცების მოღვაწეობა დაგმო და ცალსახად თქვა: მათ არ აქვთ უფლება არცერთ პოლიტიკურ სივრცეში ადგილის დაკავებისო. სად გაქრა ეს დადგენილება?! 6 ათასამდე კაცი დაკითხეს, 80 დაჭერილიაო - ამბობდნენ. ადამიანების წამების პროცესი სააკაშვილის მიერ იმართებოდა. კალიგულა ადამიანებს აშიშვლებდა, ტანისამოსს ანაკუწებდა, მერე ნესტოებსა და პირში ტენიდა, ასე გუდავდა და ამით უდიდეს სიამოვნებას ღებულობდა. ასევე, სიამოვნებას ჰგვრიდა ამ არაკაცს, იდიოტ სააკაშვილს ადამიანების წამების კადრების ყურება. ახლა, ვაჟკაცი ჰგონია თავი, სინამდვილეში კი, მხდალი, ლაჩარია. იგიც, კალიგულას მსგავსად, ადამიანების წამებით კმაყოფილდებოდა. მისი ბანდის წევრებიც სწორედ მისნაირები იყვნენ. დღეს რა ხდება? _ დასავლეთი გვაიძულებს: ამათ კი არ ვებრძოლოთ, არამედ მოვეფეროთ, დავუყვავოთ. პირველ ეტაპად კოაბიტაცია შემოგვთავაზეს. ბიძინა ივანიშვილი მათ წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. იგი, უდიდესი ქველმოქმედი, პიროვნებაა. არავინ დამიწყოს, ახლა, საწინააღმდეგოს მტკიცება. ეს სინდის-ნამუსისგან გარეცხილები რა სისულელეებს აღარ ბოდავენ და აბრალებენ. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილს ვერასდროს მოვიშორებდით. დღეს, ივანიშვილი წავიდა და თავისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ამ უმადურ ქვეყანას დაუტოვა. ნაცები არჩევნებზე ავტომატებითა და ფულით სავსე ტომრებით დარბოდნენ და ახლა, გაყალბებაზე რა ნამუსით ლაპარაკობენ?! ამერიკამ ნაცებთან კოაბიტაცია დაგვავალა. უსუფაშვილი გამობრძანდა და განაცხადა: ჩვენი მთავარი მიზანია ნაცების შენარჩუნებაო. თითქოს, ეს არ კმაროდა და ახლა, დასავლეთმა ნაცებთან საკოაბიტაციოდ ახალი ტერმინი შემოგვთავაზა - კომპრომისის მეორე საფეხურზე გადადითო.
- დღეს, დასავლეთის სახელით ხდება კრიმინალების შეწყალება, ამნისტიის კანონზე მუშაობა და სხვა…
- დიახ, შარლ მიშელი ჩამოდის და გოგოლის რევიზორივით გვიტევს - ეს, ასე უნდა მოხდეს, ის - ისეო. მერე რა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტია, თუ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა უფლება აქვს ჩამოვიდეს და აქ, გეგმა დამიწეროს: პარლამენტმა რა უნდა გააკეთოს. ეს რას ნიშნავს? _ რას და ჩვენი ერის უგულვებელყოფას, ჩვენი სახელმწიფოს უარყოფას. ვინც დააშავა, ის უნდა დაისაჯოს! ეს კომპრომისის მეორე ეტაპი რაღაა? სიყვარულს და თანაარსებობას, ჩვენ, ევროპელები ვერ გვასწავლიან, მაგრამ მე არ შემიძლია გველებთან კომპრომისი, ზოგადად, ურთიერთობა. დიახ, ნაცები არიან გველები, რომლებიც კანს იცვლიან, მაგრამ ბუნებას _ არა. მათ საქართველო ეზიზღებათ და მის მოსპობას ცდილობენ. რა გეგმა დაგვიტოვა შარლ მიშელმა? - ნახევარზე მეტი უფლებები ნაცებისთვის უნდა გადაგვეცა. დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტიც, იძულებული გახდა მიშელს დამორჩილებოდა. მართალია, ვეტო არ გამოიყენა, მაგრამ ნაცებთან უნდა ისაუბროთო, დამოძღვრა მმართველი ძალა. რა უნდა ვისაუბროთ? - როცა უნდათ მაშინ შედიან და გამოდიან პარლამენტში. მოდით, სათითაოდ ჩამოვთვალოთ, ვინ არიან ესენი: ბოკერია და მისი ცოლი არიან ადამიანები? მათ პოლიტიკასთან რა კავშირი აქვთ? ბოკერია გახლავთ ის კაცი, რომელიც ციხეში პატიმრებს ავტომატით ახოცინებდა. უგულავა ციხიდან ორჯერ გამოუშვეს, 50 მილიონი წაიღო და 2 მილიონი დაადებინეს. ახლა, დადის და თავი განათლებულად მოაქვს ამ „კმარას“ მიერ გაზრდილ მასხარას, წიგნი არ აქვს წაკითხული. ავიღოთ, „გირჩი“. რა უნდათ მათ პარლამენტში? ისინი სექტანტები არიან. დიდი დანაშაულია რასაც აკეთებენ - ბავშვებში მარიხუანას ავრცელებენ, ალბათ, მალე მორფის ლეგალიზებასაც მოითხოვენ. ეს დამანგრეველია. ხაზარაძე ვინ არის? - გვარით ხაზართა შთამომავალია. აი, ვინ გაღლიტა ქართველი ხალხი. 60 მილიოზე მეტი მიითვისეს და ვითომ, არაფერი. რა პოლიტიკაზე მელაპარაკებით, თქვე, მასხრებო თქვენა, მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გაქარწყლებაზე რომ ფიქრობთ! არ გამოგივათ! ჟამი მოდის, როცა ქართველი ხალხის მიერ საჯაროდ გასამართლდებით. ნათელაშვილის კარავში შეკრებილ ოპოზიციაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. ერთ-ერთმა მისმა თანამებრძოლმა (დღესაც ერთად არიან) მითხრა: თქვენ, არ იცით, ნათელაშვილის თითო გამოსვლა 5 ათასი დოლარი გვიჯდებაო. აი, ეს არის ნათელაშვილი, რაღაც სისულელეებს ბოდავს. 10 წელი ვუყურებდით ნაცებს და ხმას ვერ ვიღებდით. მე, სულ ვიმაღლებდი ხმას, წიგნებიც კი დავწერე. მათ კიდევ ვეხვეწოთ: პარლამენტში მობრძანდითო? თურმე, ოპოზიცია თუ არ შევა, ერთპარტიული პარლამენტს მივიღებთო. ასეთი პარლამენტი სწორედაც რომ მისაღებია, როცა იგი სამშობლოსთვის იბრძვის. ნაცები ვინ არიან? - მტრები. ისინი ყველანი სულით და ხორცით პოლიტიკური პრასტიტუტკები, კახპები არიან. არ შეიძლება ხელისუფლებამ მათ კუდი უქიცინოს. ირაკლი ღარიბაშვილის იმედი მაქვს, რომელმაც თავის დროზევე წინ ეროვნული ცნობიერება წამოსწია და თქვა: ქართული ოჯახი უნდა იყოს ქალი და კაცი, ნაცებთან საუბარი არ შეიძლება, ქართული განათლება დიდგორიდან უნდა დაიწყოს. კიდევ, რამდენიმე კაცის იმედი მაქვს, რომლებიც ევროპასაც კარგად იცნობენ, მაგრამ სამშობლო უყვართ. ილია ამბობს: ერი ბრძენი მაშინ არის, როცა ამა თუ იმ საქციელს გონებით სჯის. თუკი, ეს შენ ქვეყანას გამოადგება აითვისე, გაითავისე, დანარჩენი უკუაგდეო. ამ სიბრძნით უნდა მოქმედებდეს დღევანდელი პარლამენტი და პრიორიტეტი არ უნდა იყოს ევროპამ რა თქვა. ეს გეგმა თავს მოგვახვიეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა - „სახალხო პარტიამ“, რომელიც ნაცებთან კუდით არის გადაბმული და დაგვემუქრნენ კიდეც: ჩვენი მითითებები შეასრულეთ, თორემ, სანქციებს დაგიწესებთო. დღეს თუ ვინმეს სჭირდება საქართველო როგორც ტერიტორია, ეს ევროპაა. სწორედ, აქ, შეუძლია მას ფეხის მოკიდება. ამაზე არაფერს ამბობენ, სამაგიეროდ აღნიშნავენ, რომ თურმე, დემოკრატიულად უნდა გაგვზარდონ. წაიკითხონ დემოკრატია რა არის. დემოკრატია ადამიანის თავისუფლებაა, რომელიც სიმართლისთვის იღწვის. გავიხსენოთ, სააკაშვილის ფერადი რევოლუცია ვინ მოაწყო? - კი, რუსეთსაც აწყობდა რომ შევარდნაძე წასულიყო, მაგრამ კოაბიტაცია ვინ შემოგვთავაზა? რუსების ტანკი აგერ, 20 კილომეტრში დადის და როცა უნდა შემობრუნდება და დაგვცხებს. ვინმე გვიცავს? ვინ დაგვიცვა, როცა ამ სულელურ ომში ჩავებით? - იდიოტმა სააკაშვილმა ცეკვა-თამაში გამართა. ტერიტორიები დავკარგეთ და თურმე, ეს, ქვა-ღორღი ყოფილა.
- ევროპარლამენტმა მელიას გირაოს თანხა გადაუხადა. ეს რას ნიშნავს?
- ეს მელია-კუდიგრძელია არ გაგვიხადეს მნიშვნელოვანი პერსონა. ვინ არის მელია? - ერთი, ასეთი იგავი არსებობს: მშიერი მელა ტყეში დაცუნცულებს. აღმოაჩენს დოლს, რომელსაც ქარის დაბერვისას ხის ტოტები ეხება და დიდ ხმას გამოსცემს. მელამ იფიქრა: რაღა ქათამი ვჭამო, აგერ, დიდი დოლია და საკვებით სავსე იქნებაო, დაკრა ხელი გახია და ცარიელი აღმოჩნდა. დასკვნა: ყველაფერი რაც დიდია და დიდ ხმას გამოსცემს, სარგებლობის მომტანი არ არის, არარაობაა. არარაობაა ნიკანორ მელიაც. აი, ეს იგავი უხდება ნაცების პარტიის ბელადს - მელიას. ის გახლავთ ბრიყვი კაცი. რა აღარ ჩაიდინა, როგორი შეურაცხყოფა მიაყენა ყველა ქართველს, ისროლა სამაჯური და ვერ დამიჭერთო, მერე, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა, გარეთ არ გამოვალო და არის ერთი ამბავი. ახლა, შარლ მიშელმა გირაო გადაუხადა. კარგით რა, ეს ხომ ტაკიმასხრობა, ცირკია. დავიღალეთ, ამის ყურებით. გინდ ციხეში, გინდ გარეთ ეგდოს, რას წარმოადგენს. დიდმა მიხომ - მთავარმა ბელადმა და ბრძენმა ბრძანება გასცა: სანამ მელია ციხიდან არ გამოვა, პარლამენტში არ შეხვიდეთო. ვიმეორებ, რა უნდათ ნაცებს პარლამენტში? ისინი ფაშისტები არიან. მმართველი ძალა აცხადებს: მოგებული ის დარჩება, ვინც დათმობსო. ვის უთმობთ, რატომ უთმენთ? თქვენ, ნაცებს უთმენთ თუ ევროპას? - ხომ არ გავიწყდებათ: ქართველმა ხალხმა იმიტომ აგირჩიათ, ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ამ ნაძირლებს მიაბრძანებთ ქვეყნიდან თუ არა, პოლიტიკაში ყოფნას მაინც აუკრძალავთ. დღეს, ქვეყანაში, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. აგერ, მთელი აჭარა გათურქებულია. ეკონომიკით გვიპყრობენ, რასაც ილია უფრთხოდა. ამერიკამ მთელი მსოფლიო დოლარით დაიპყრო. მსოფლიო ფინანასურ სისტემას ეს ფული წარმართავს. გადავხედოთ, როგორ იცავენ საკუთარ თავს, ღირსებას ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი, სომხეთი. სომხებმა ამერიკა სამჯერ გააბუნძულეს. აზერბაიჯანმა კი პირდაპირ პანღური ჰკრა და ისე გააგდო. აქ, რა ხდება? - ამერიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ლომჯარია რომელმაც პამადის წასმა არ იცოდა, ახლა, თმის ვარცხნა დაიწყო, არადა, „თხა და გიგო“ არ აქვს წაკითხული და საქართველო ეზიზღება, ადამიანის უფლებათა დამცველი გახადა. ამ უტვინო ბატს - ლომჯარიას ქართველი ხალხი ეზიზღება და ვინ უნდა დაიცვას?! ეს ყველაფერი სირცხვილია. დღესაც, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ. იქ, არის ხალხი, ვისაც სამშობლო უყვარს. კობახიძე პრინციპული გამოდგა. პატივს მივაგებ, ასევე, წულუკიანს. გახარიას რაც შეეხება, პატიოსანი კაცი მეგონა, ამბობდა: მაშინ წავალ, როცა ნაცებს დავასრულებო და უცებ, საეჭვო ვითარებაში პოსტი დატოვა. მან თქვა: ჩვენ, ევროპულ სახელმწიფოს ვავითარებთო. საქართველო ევროპული კი არა, ქართული სახელმწიფოა. პარლამენტარებს ვურჩევ: იმას კი ნუ უგდებენ ყურს, ამერიკა და ევროპა რას იტყვის, თავის გულს მოუსმინონ. ამერიკა არასდროს გვეტყვის ჩვენთვის სასიკეთო რამეს. ასე რომ იყოს, პირველ რიგში, გვეტყოდნენ: ნაცები პოლიტიკიდან მოაშორეთო. ისინი კი პირიქით, გვეუბნებიან: ნაცებს დაუთმეთო. ათი წელი ხომ ვუყურეთ როგორ „აჯანსაღებდა“ ეს ოპოზიცია ქართულ აზროვნებას? ეს გახლდათ თავის მოჭრა. მათ ქართული სახელმწიფო არ აინტერესებთ. მიშას მიერ ქვეყნიდან გაზიდული ფულით ფინანსდებიან. მიშიკოს მინდა ვუთხრა: 20 კაცის გარდა, აქ, პატივს არავინ გცემს. ეს გახლავთ აქტივისტები, ვინც მხარს ფულის გამო უჭერს. ხალხის მეორე ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, მესამე ნაწილი კი გახლავთ კერპთაყვანისმცემლები, რომელთაც მიშა ღმერთი ჰგონიათ. ისე აშენდა მათი ოჯახი. სამწუხაროდ, ახალმა თაობამ არ იცის, რა აქვთ ნაცებს ჩადენილი. მიშას ტელევიზიებიდან ქება-დიდება მიდის. ამ არხებს, საერთოდ, არ ვუყურებ, მხოლოდ „პოს-ტვ“-ს და „იმედს“ ვუყურებ. ამიტომ, ამ ტელევიზიებმა კეთილი ინებონ და მათ მაინც აჩვენონ: რას ჩადიოდნენ ნაცები. თავი მოგვეჭრებაო - ამბობენ. ეს მაშინ მოხდება, როცა ხალხს არ ეცოდინება რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში. ესენი პარლამენტში რომ არიან აი, თავი სწორედ მაშინ გვეჭრება. ის რაც მათ ჩაიდინეს თავის მოსაჭრელი კი არ არის, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია, რის მიხედვითაც უნდა გასამართლდნენ სათითაოდ და ასე, გვეშველება. „მთავარი“ და „ტვ-პირველი“ საქართველოს მტრები არიან. ასეთი ტელევიზიები სხვა ქვეყნებში, აკრძალულია ან ისეთ ჯარიმებს ადებენ, რომ ვეღარ იხდიან და იხურებიან. ისინი სიტყვით გვკლავენ. ეს, განა ნაკლები დანაშაულია? ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები - გიგაური და სხვები, რომლებიც ფულზე საკუთარ შვილებს, სხეულს ჰყიდიან. გაიძახიან: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავტორიტეტული ორგანიზაციააო. ეს არის ნაძირალა სოროსის კერა, საიდანაც ყველაზე გათახსირებული ხალხი გამოიჩეკა დაწყებული ხიდაშელიდან დამთავრებული სხვა ნებისმიერით. ისინი უნდა მოხიკო, ერთ კუნჭულში მიჰყარო და იქ, ილაქლაქონ. ჩვენ, ისეთი მთავრობა გვინდა, ვინც ქართველ ხალხზე იფიქრებს. დღეს, უღირსი ქართველები ვართ, რომელთაც საკუთარი სამშობლო ვერ დაგვიცავს. 

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი"