,,ვარესი''

,,ვარესი''

- ნარკომანი არ ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ე.ი. ნარკოტიკების მოხმარების გარეშეც ნარკომანს ჰგავხართ?!
- გიჟი არ ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ე.ი. ჭკვიანი ხართ და იმდენი სიგიჟე გაქვთ ჩადენილი, გიჟი ჰგონიხართ?!
- ქურდი არ ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ე.ი. ამდენი ქონება, ამდენი სახლი და სასახლეები ქურდებმა „ჩაგიდეს“?!
- მკვლელი არ ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ე.ი. ეს ამდენი გვამი მკვლელებმა მოგიყარეს კარებთან?!
- მოღალატე არ ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ე.ი. სხვები ღალატობდნენ ამ ქვეყანას და თქვენ გაბრალებდნენ?!
- გამყიდველი არ ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ე.ი. სხვები ყიდდნენ საქართველოს და თქვენ წილს არ გაძლევდნენ?!
- მე ქართველი ვარ! - აცხადებს სააკაშვილი.
მთლად უარესი - ქართველი იყავით და თქვენი ქართველობა უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალეთ?!
ქალაქის „საველე“ ტუალეტის კარებზე ამოკითხული:
მოფსმა - 20 თეთრი
ვარესი - 40 თეთრი
რა სულ „ვარეს“ და „ვარეს“ ამბებში ტრიალებთ თქვენ, პატივცემულო მიშა, რა გჭირთ, ვინ დაგწყევლათ ასე?

ვახტანგ ხარჩილავა