ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ

ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ




შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაზე ისაუბრა.

„სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, უწყება კვლავ განაგრძობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას.

„მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.