ვახტანგ მაისაია: შეიძლება კავკასია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით

ვახტანგ მაისაია: შეიძლება კავკასია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით




პოლონეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო ,,აზერბაიჯან თუდეი"-ს, სადაც საუბარია საქართველოს გეოპოლიტიკურ დილემაზე, ახალი რეგიონალური უსაფრთხოებასა და „3+3" ფორმატზე.  

ვახტანგ მაისაიას თქმით, კავკასია კვლავაც რჩება უხეშ და ხმაურიან რეგიონად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს რეგიონი აწყდება საკუთარ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს ახალი ცივი ომის შესახებ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, რეგიონში განხორციელებული ტრანსფორმაციის გამო და მათ შორის, უსაფრთხოების რამდენიმე მოდელის წარდგენის გამო, როგორებიცაა: 3+3+3, 3+2+2, 3+1 და ა.შ.

ბატონი ვახტანგ მაისაია ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული გეოპოლიტიკური სკოლის მიდგომით, რომელიც კარგად იქნა მიღებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რეგიონის გეოპოლიტიკური იდენტიფიკაცია დაწესდა როგორც „ტრანსკავკასია“ (ანუ „ზაკავკაზია“) და ეს ტერმინი გამოიყენეს „ეროვნულ უსაფრთხოებაში“. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების კონცეფცია“ მიღებულია 2015 წელს. რაც შეეხება დასავლურ მიდგომას (აშშ და ევროკავშირი), რეგიონის გეოპოლიტიკური იდენტიფიკაცია ნიშნავს „კავკასია-კასპიის რეგიონს“ (ტერმინი შეადგინა და პოლიტიკურ ლექსიკაში დაამკვიდრა კავკასიის კომიტეტმა 2006 წელს). საერთოდ, კავკასიის რეგიონი შეუცვლელი ენერგეტიკული დერეფანია და გეოპოლიტიკურად მიმაგრებულია კასპიის აუზთან. ამრიგად, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარე „ახალი ცივი ომის“ გამო, სადაც ევროკავშირი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია (განსაკუთრებული შემთხვევისთვის თურქეთის გამოკლებით, რომელიც ამ განსხვავებულ თამაშს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით თამაშობს), ძალიან მნიშვნელოვანი გახდა გეოპოლიტიკური ბრძოლა. 

მოსკოვში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის - „3+3“-ის პირველი სხდომა გაიმართა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის, სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი. მოსკოვის შეხვედრა მიზნად ისახავდა მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვას და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მხარეთათვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას. როგორც ჩანს, შესაძლოა, განიხილეს რამდენიმე კონკრეტული პროექტის მონახაზიც, მაგალითად, ე.წ. „ზანგეზურის სავაჭრო დერეფნის“ ხელშეწყობა, რომელიც მიღწეულია თურქეთისა და აზერბაიჯანის გეოეკონომიკურ მიზნით, რაც რუსეთისა და სომხეთის მიერ არის მხარდაჭერილი. მეტიც, მოსკოვის შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ნდობის აღდგენის თაობაზე, ნდობა უნდა აღდგეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ასევე უნდა მოხდეს საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირება. 

საქართველომ, მიწვევის მიუხედავად, ეს შეხვედრა გამოტოვა. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოს გაწევრიანების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რომ კარი ღიაა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. მაისაიას თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია 2020 წელს მიღებული კონსტიტუციის 78-ე მუხლში, შეუძლებელს ხდის ამგვარ მონაწილეობას (მუხლი გულისხმობს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში). სხვათა შორის, საქართველომ გაცილებით ადრე შესთავაზა აზერბაიჯანსა და სომხეთს უსაფრთხოების საკუთარი რეგიონული ფორმატი „3“ (სამივე ადგილობრივი აქტორის მონაწილეობით - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) და რომელიც ზუსტად ერგება რეგიონის დასავლურ იდენტიფიკაციას.