ვახტანგ ხარჩილავა: შემირიგდი, თორემ!..

ვახტანგ ხარჩილავა: შემირიგდი, თორემ!..




ნაციონალების ქცევას რომ დააკვირდე, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები რომ გააანალიზო, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, რომ ესენი მენტალურად არ არიან ქართველები.
ამას რომ ვამბობ, ცხადია, ეთნიკურ წარმომავლობას არ ვგულისხმობ (თუმცა არც ეს გახლავთ უმნიშვნელო ამბავი…).
მეც ბევრჯერ მითქვამს და ჩემს გარდა ძალიან ბევრს შეუნიშნავს ნაციონალების ეს უცნაური განსხვავებულობა ზოგადქართულ ხასიათთან.
ფსიქოლოგების, სოციოლოგების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კომპლექსური შესწავლის შემდეგ თუ დადგინდება, ნაციონალების სახით რა ახალ „ეთნოჯგუფთან“ გვაქვს საქმე და როგორ და რანაირად შეიძლებოდა საქართველოს მოქალაქეთა ეს არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილი ისეთ სექტად ჩამოყალიბებულიყო, რომელსაც ქართულ სინამდვილეში ანალოგი არ ჰყავს.
აი, ამ არაქართული მენტალობის სექტას ველაპარაკებით ჩვენ ქართულად და გვიკვირს, რომ ამათ ჩვენი ქართული არ ესმით.
„ნაცმოძრაობამ“ არა მარტო ფიზიკურად, მატერიალურად, ეკონომიკურად დააზიანა საქართველო, არამედ დააზიანა ქართული სული და იმ ფუნდამენტის მოშლა და მოთხრა სცადა, რაზეც დგას ქართველთა ეროვნული თავისთავადობა და განუმეორებლობა, მისი იდენტობა, ადამიანთა შორის ურთიერთობის დაუწერელი კანონები.
ქართველ ერს, როგორც ყველა ნორმალურ ერს, გააჩნია თავისი ეროვნული კონსტიტუცია, რომელსაც, მართალია, წერილობითი ფორმა არ აქვს, მაგრამ ის საუკუნეთა განმავლობაში იწერებოდა, იხვეწებოდა, ირანდებოდა და მკვიდრად და მყარად მკვიდრდებოდა ჩვენს ბუნებასა და ხასიათში.
აი, ამ კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა მოინდომა „ნაცმოძრაობამ“ და ნაწილობრივ მოახერხა კიდევაც.
***
ქართველებმა მტრობაც იცოდნენ, მაგრამ იცოდნენ შერიგებაც.
შერიგება რომ არ გვცოდნოდა, ჩვენ, შეზღუდულ სივრცეში მომწყვდეული მცირერიცხოვანი ერი, ერთმანეთს ამოვჟუჟავდით.
შერიგების ინსტიტუტი გადარჩენის ინსტინქტით იყო ნაკარნახევი.
საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი სიბრძნე და გამოცდილება ადამიანებს კარნახობდა, რომ, თუ გინდა შენ და შენს შთამომავლობას მომავალი ჰქონდეს, აწმყოში დაწყებული მტრობა აწმყოშივე უნდა დაამთავრო და თაობიდან თაობებს ესტაფეტასავით არ უნდა გადასცე.
სააკაშვილი სამხრეთ აფრიკისკენ რომ იშვერს ხელს, სამხრეთ აფრიკაში კი არა, აგერ, აქვე, საქართველოში, დევს შერიგების უნიკალური მოდელი და ეს მან, რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ მას ამ მოდელის გახსენება ხელს არ აძლევს და ამიტომაც გადაგვამისამართა შორეული აფრიკისკენ.
შერიგების ქართული მოდელი, ქართული კულტურისა და ქართული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, პირველ ყოვლისა, სიმართლის დადგენით იწყება, რომ ჯერ მტყუან-მართალი გაირჩეს, დამნაშავემ აღიაროს დანაშაული, მოინანიოს, პატიება ითხოვოს, შემდეგ კი დაზარალებულმა მიიღოს გადაწყვეტილება, მზად არის თუ არა ის, დამნაშავეს დანაშაული აპატიოს.
სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ სიმართლის დადგენა არ უნდათ, დანაშაულის აღიარება არ უნდათ და ულტიმატუმის სახით, უპირობოდ ითხოვენ შერიგებას „ქართული ოცნებისგან“.
კი, მაგრამ, რატომ ითხოვენ შერიგებას „ქართული ოცნებისგან“, როცა დანაშაულები, რომლებსაც მათ ედავებიან, ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია მათ მიმართ, პირველ ყოვლისა, აქვს ქართველ ხალხს.
„ქართულ ოცნებას“ როგორ შეუძლია ქართველი ხალხის ნაცვლად ვინმეს რაიმე აპატიოს ან ქართველი ხალხის ნაცვლად ვინმეს შეურიგდეს?
ვინ აღჭურვა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, გნებავთ, რომელიმე პოლიტიკოსი, ეს პოლიტიკოსი თუნდაც პრეზიდენტი იყოს, ქართველი ერის სახელით გადაწყვიტოს, ვის შევურიგდეთ და ვის - არა?
ამიტომ პოლარიზაციის განმუხტვის საბაბით შერიგებაზე ჩამოგდებული საუბარი წმინდა წყლის დემაგოგიაა, რომელიც ეროვნულ თანხმობას და შერიგებას კი არა, პოლიტიკური გარიგების მცდელობას უფრო ჰგავს, რომლის მიზანია ბრალდებული და მსჯავრდებული სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება, რომ მერე ეს გათავისუფლებული სააკაშვილი ახალ რევოლუციას ჩაუდგეს სათავეში და „ნაცმოძრაობა“ კვლავ ხელისუფლებაში მობრუნდეს.
აი, ამას ნიშნავს შერიგება ნაციონალურად, ხოლო ის, ვინც ვითომცდა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ ამ სცენარს უჭერს მხარს, ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს უჭერს „ნაცმოძრაობის“ მობრუნებას ხელისუფლებაში.
***
შერიგებაზე როცა ვლაპარაკობთ, ხშირად ვახსენებთ ქრისტიანულ რელიგიას, რომლის მთავარი ფილოსოფიური კრედო მონანიების, მიტევების, შერიგების ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას, თუმცა, ეს რომ გაიგო და გაითავისო, პირველყოვლისა, ქრისტიანი უნდა იყო.
არიან კი ნაციონალები ქრისტიანები?
მათ მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს თუ გავიხსენებთ, არა!
დანაშაულებსაც რომ თავი დავანებოთ, მათი ცხოვრების წესს, ადამიანებისადმი დამოკიდებულებას, ზღვარგადასულ უტიფრობას და ცინიზმს, ადამიანების წინააღმდეგ მათ მიერ გამოყენებულ პიარტექნოლოგიებს თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ თავიანთი შინაგანი მრწამსით, ნაციონალები, ძალიან შორს დგანან ქრისტიანობისგან.
აი, ამ არაქრისტიანებს მოვუწოდებთ ჩვენ მონანიებისკენ?
„ნაციონალური მოძრაობა“ ანტიქართული, ანტიქრისტიანული ძალაა, საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალური დესანტია, რომელიც ჯერ საქართველოს შეუსიეს ასაოხრებლად, შემდეგ საქართველოდან უკრაინაში გადაისროლეს, იქიდან ისევ საქართველოში უნდათ გადმოისროლონ, რომ ჩვენთვის უცნობი მზაკვრული და ქვეყნისთვის საბედისწერო დავალება შეასრულებინონ.
ეს არის ის სიმართლე, რომლის თქმასაც, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ.
„ნაცმოძრაობის“ მიერ გაძარცვულ, „ნაცმოძრაობის“ დახმარებით ოპკუპირებულ საქართველოს, როგორც ჩანს, ბოლომდე უპირებენ დაჩოქებას, მის „დასახსნელად“ კი უცხოეთის ორი მოქალაქეა მოვლინებული.
„მხსნელებიდან“ ერთი აშშ-ის მოქალაქე რომ არის და მეორე - უკრაინის, არც ეს ეუბნება არაფერს იმ გონებადაბინდულ ქართველებს, რომლებიც 21 დეკემბერს ბელადის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე - მიშა! მიშა!-ს ბღაოდნენ, ხოლო ბელადის ბიძა, მეფისტოფელი თემურა, სიხარულისგან ხელებს იფშვნეტდა, რომ ამ „ავანტყოფი“ ერის ერთი ნაწილი იმ დონეზე გამოყ…ებულა თურმე, რომ მტერს და მოყვარეს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ.
აი, ამათ უნდა შევურიგდეთ?!
ამათთან შერიგება ხომ იმას ნიშნავს, რომ ვურიგდებით იმ კრიმინალურ-ფაშისტურ რეჟიმს, რომელმაც უდიდესი უბედურება დაგვატეხა თავს.
ამათთან შერიგება ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ კრიმინალების მოკავშირეები და მათ მიერ ჩადენილი სადიზმის თანამოაზრეები ვხდებით?
ამათთან შერიგება ხომ იმას ნიშნავს, რომ მოკლე ხანში კვლავ ამოიყლორტება ქართული ფაშიზმი - XXI საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი ეროვნული სირცხვილი?!.
***
- კოჰაბიტაცია იმიტომ კი არ შემოგვიგდეს, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ გადაარჩინონ, არამედ იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში „ქართული ოცნებაც“ „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსოს-მეთქი, – ვწერდი ამ რვა წლის წინათ.
შერიგება, კოჰაბიტაციის ახალი ვარიანტი, მისი სახე და სახელშეცვლილი ასლი, იმიტომ უნდათ შემოგვაჩეჩონ, რომ ბილწებს ზავით შევეკრათ, რომ მერე თვითონაც ბილწები გავხდეთ.
მისასალმებელია „ქართული ოცნების“ მტკიცე პოზიცია - სანამ არ იქნება გულწრფელი მონანიება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, მანამდე შერიგებაზე და ეროვნულ თანხმობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
თუმცა იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, „ნაცმოძრაობა“, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერაფერსაც ვერ მოინანიებს, რადგან, ფაქტობრივად, ეს იქნება აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რაც მას აქვს ჩადენილი, ამ აღიარების შემდეგ კი „ნაცმოძრაობის“ ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე არ არის!
***
როგორც ვთქვით, ნაციონალების მიერ შემოთავაზებული შერიგება ულტიმატუმს ჰგავს - თუ არ შევურიგდებით, აქციებს გააგრძელებენ, პარლამენტში არ შევლენ, ქვეყანას არევენ, რევოლუციას მოაწყობენ.
თქვენთან შემრიგებლის დედაც, თქვე ახვრებო, - აბა, ერთი სცადეთ და ხელი გაატოკეთ, თქვე პროვოკატორებო! - ასეთი უნდა იყოს საქართველოს პასუხი ამ გარეწრების მორიგ ავანტურაზე.