ვახტანგ ხარჩილავა: 30 წელია ქართველ ხალხზე ძალადობენ და თითქოს არაფერი!

ვახტანგ ხარჩილავა: 30 წელია ქართველ ხალხზე ძალადობენ და თითქოს არაფერი!




- ძალადობა მიუღებელია!
- ძალადობა დაუშვებელია!
- ძალადობა გაუმართლებელია!
ორი დღეა მხოლოდ ეს სიტყვები ისმის გარშემო.
რა თქმა უნდა, ეს სწორია - ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ როცა ამას ვამბობთ, არც იმის თქმა უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალადობა მარტოოდენ ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის, მას მრავალნაირი სახე და ფორმა აქვს, რომლებიც, ზოგჯერ, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უფრო სასტიკი და შემზარავია.
არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ 30 წელია ვიღაც-ვიღაცები ქართველ ხალხზე ძალადობენ, ამცირებენ, ღირსებას ულახავენ და თითქოს არაფერი.
არადა, ხალხზე ძალადობაც ისევე მიუღებელია, ისევე დაუშვებელია, ისევე გაუმართლებელია, როგორც ცალკეულ პერსონებზე.
5 ივლისს რაც მოხდა, ეს იყო ქართველი ხალხის პასუხი იმ ძალადობაზე, რაც 30 წელიწადია მის წინააღმდეგ ხორციელდება.
ამ პასუხში იყო ძალადობის ელემენტები, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ძალადობას შობს ძალადობა, ხოლო დამნაშავე, პირველყოვლისა, ისაა, ვინც ძალადობის პროვოცირებას ახდენს, ვინც მიზანმიმართულად ძალადობს ადამიანებზე, რომ წონასწორობიდან გამოიყვანოს და ძალადობისკენ უბიძგოს.
რვა წელია ქართველ ხალხს პროვოკაციას უწყობენ ე.წ. ლგბტ თემთან დაკავშირებული თემატიკით, ეს პროვოკაცია კი იმით დამთავრდა, რითაც უნდა დამთავრებულიყო.
ამ პროვოკაციის უკან მდგომმა ძალებმა ზუსტად იცოდნენ, რა რეაქცია ექნებოდა ქართველ ხალხს პრაიდის გამართვასთან დაკავშირებით, იცოდნენ და მაინც არ იხევდნენ უკან, რომ ქვეყანაში როგორმე დიდი არეულობა და დესტაბილიზაცია მომხდარიყო.
მათ გამოიწვიეს ქართველი ხალხი, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ ხალხი უკან დაიხევდა, მაგრამ საქართველომ მიიღო ეს გამოწვევა და პროვოკატორებს საკადრისი პასუხი გასცა.
5 ივლისს არა მარტო ლგბტ აქტივისტებს, არამედ ბევრ ვინმეს და ბევრ რამეს გაეცა პასუხი.
დარწმუნებული ვარ, 5 ივლისის შემდეგ ქართველი ხალხი სხვანაირი იქნება და ამიერიდან, არავითარ შემთხვევაში, არ წაუყრუებს მისი ქვეყნის მტრებს – არც შინაურებს, არც გარეულებს.
5 ივლისი ქართველი ხალხის ცხოვრებაში დიდი გარდატეხის თარიღია.

,,საერთო გაზეთი"