ვისთვის გაისროლა ,,ავრორამ,, 1917-ში?!

ვისთვის გაისროლა ,,ავრორამ,, 1917-ში?!




1917 წლის 24 ოქტომბრის ღამეს, 02 საათსა და 10 წუთზე დაიწყო შეტევა ზამთრის სასახლეზე. შეტევას წინ უძღვოდა კრეისერ "ავრორას" ზალპი!

არ გეგონოთ, ახალი წლის წინა დღეებში რუსეთის რევოლუციაზე უნდა გესაუბროთ... არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ვისთვისაც "ავრორამ" წინა საუკუნის დასაწყისში გაისროლა, ვინც 70-წლიანი საბჭოთა სისტემით კარგად იხეირა, ისევ ისინი, ისევ მათი შთამომავლები დადგნენ ქვეყნის ე.წ. სადარაჯოზე და დღემდე ცდილობენ, ახლოს არავინ გააკარონ.

უკეთესად აგიხსნით: მაგალითად, რომ არა პეტერბურგში "ავრორას" მიერ გასროლილი ყუმბარა თუ ბომბი, რომ არა ბოლშევიკების მიერ მეფის დამხობა და შემდეგ საბჭოთა წყობილების დამყარება, დიდი ალბათობით, ცეკას პირველი მდივანი არ იქნებოდა ედუარდ შევარდნაძე... თუ არ იქნებოდა შევარდნაძე, ანზორ ბურჯანაძე ვერ დაინიშნებოდა თერჯოლის რაიკომის მდივნად... თუ ანზორ ბურჯანაძე ვერ დაინიშნებოდა რაიკომის მდივნად და ხელში ვერ ჩაიგდებდა პურ-პროდუქტების კორპორაციას, მისი შვილი ნინო ბურჯანაძე ვერ გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე... თუ ნინო ბურჯანაძე ვერ გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე (ჩაწყობით), ვერ აუმხედრდებოდა თავის მეორე მამას, ედუარდ შევარდნაძეს და ვერ მოუწყობდა ე.წ. რევოლუციას. რაც მთავარია, ჩემო ძვირფასებო, ბურჯანაძეები, ჩარკვიანები, სარიშვილები, კიტოვანები, სიგუები და მათნაირი ბოლშევიკები 1991-1992 წლების გასაყარზე, იგივე შევარდნაძის მეცადინეობით, ვერ დაამხობდნენ ეროვნულ ხელისუფლებას და საფეთქელში ტყვიას ვერ დაახლიდნენ ზვიად გამსახურდიას.

ხედავთ, რა კავშირი აქვს 1917-ში გასროლილ ზალპსა და ამათ, ამ ბოლშევიკების ნამოქმედარს? მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, თორემ ისინი ბევრნი არიან... ისინი დღესაც წვალობენ, მათ დღესაც უნდათ რევოლუცია, დამხობა, წინ წყალი, უკან მეწყერი... ისინი რევოლუციებით, სისხლით, ნეხვით, ლეშით, სიკვდილით იკვებებიან... მათ ყოველთვის პირველობა სწყურიათ, ისინი უნდა იყვნენ თანამდებობებზე, მათ უნდა უწევდნენ ანგარიშს, მათ უნდა ეკითხებოდნენ და წყვეტდნენ საკითხებს იმიტომ, რომ ამათთვის გაისროლა "ავრორამ"... უფრო სწორად, "ავრორამ" თითქოს ჩაგრულთათვის გაისროლა, მაგრამ ამათ, ამ ავაზაკებმა იხეირეს.

***

2020 წლის 18 დეკემბერი. შალიკოს ფანჩატურში შეკრებილმა ე.წ. ოპოზიციამ საბოლოოდ გადაწყვიტა, 60 მანდატით არ შევიდეს პარლამენტში, არიოს სიტუაცია და მოაწყოს რევოლუცია. ფანჩატურიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც ხმა შინაურებმაც კი არ მისცეს, წაიტრიპაჩა, არ იქნება ხელახალი არჩევნები - არ იქნება მშვიდობაო.

გაიგონეთ? ეს თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა... ადრე, მიხოს ეპოქაში შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, შემდეგ თავდაცვის მინისტრიც რომ იყო, მერე გატრაკებაც რომ დაიწყო და სპორტულებში გამოწყობილი ტელევიზორშიც რომ ახოხიალეს. მაშინ ირაკლა გაიქცა... უფრო სწორად, თვითმფრინავში ჩასვეს და "გააქცუნეს", თავის მამულში ვეღარ ჩამოდიოდა, სამშობლოს გარშემო უვლიდა, მიხო სააკაშვილს ემუქრებოდა, თვალებში უნდა ჩაგხედოო. ვერ ჩახედა, ივანიშვილის წყალობით ეს რომ დაბრუნდა, ივანიშვილის "წყალობით" ის გაიქცა. ივანიშვილის წყალობით დაბრუნებული ივანიშვილს მტრად მოეკიდა... როგორცა სჩანს, ასეთია სისხლით რევოლუციონერთა ჯიში და ჯილაგი... მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას!

ირაკლა არ გახლავთ პროფესიონალ რევოლუციონერთა კასტიდან, ის თავისი ჰაბიტუსით და ბუნებით გორელი პროლეტარია, რომელიც ცდილობს, "მაღალ საზოგადოებაში" გაერიოს, მაგრამ ვერ ახერხებს, შალიკოს ფანჩატურს ვერ გასცდა. მეტიც, ის რუსული აგენტურის ტიპიური წარმომადგენელია - განათლებასთან და ინტელექტთან მწყრალად მყოფი. საერთოდ, რა რევოლუციასა და რა გაყალბებაზე ლაპარაკობს, გაუგებარია, მან ხომ საბურთალოზე მხოლოდ სიდედრის ხმა მიიღო? აჰ, თუმცა... ჩემი ცოლის დაქალის დედამთილმა რომ ხმა მომცა, ის რა იქნაო? აუხსენით ახლა ამ გამოშტერებულს, რომ არ მიუცია, გადააგდეს!

ლირიკული გადახვევა

თბილისში ცხოვრობს ერთი "ნარკუშა" პოეტი... უფრო სწორად, მოპოეტო ელემენტი... უფრო სწორად, ერთი მჯღაბნელი ელემენტი - კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად დასამხობია.

რატომ არის აუცილებლად დასამხობი?

იმიტომ, რომ კოტეს "პოეზიას" არ აფინანსებს!

კოტეს "პოეზია" ძირითადად განკუთვნილია ნაგვის ურნებისა და უბორნიების გასაფორმებლად. თუმცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს - ფიქრობს, რომ ჰომეროსიდან დაწყებული, მისით დამთავრებული, ყველა პოეტს უჭირდა და უჭირს ფინანსურად.

ცხოვრებისეული ლოგიკა: იმ ქვეყანას და იმ ხელისუფლებას მოვუტ...ან გამჩენი, კოტე ყუბანეიშვილი რომ გადაატრიალებს, გადმოატრიალებს და დაამხობს. 1200 პროცენტით ვარ დარწმუნებული, ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ თეორიულად მაინც თუ დაუშვებს ვინმე, მაშინ მე ეგეთი საქართველო არ მჭირდება.

ჰმ... კოტემ, კაცო? კოტემ როგორ უნდა გადამიტრიალოს სახელმწიფო და როგორ უნდა დამიმხოს ხელისუფლება?!

***

ჰოდა, მეგობრებო, იმას ვამბობდი... გამოლაგდნენ ე.წ. ოპოზიციონრები შალიკო ნათელაშვილის ფანჩატურიდან და განაცხადეს: ჩვენაო, დღესაო... როგორ გითხრათო, მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რათა არ შევიდეთ პარლამენტში და ეხლაო... ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ქვეყანაში მშვიდობიანი და ლეგიტიმური რევოლუცია მოხდებაო.

ჰა, ჰა, ჰა... დებილთა ღაღადი - მშვიდობიანი და ლეგიტიმური რევოლუციაო!

ამაზე ბევრი ვიცინეთ. მოგვიანებით ნიკანორამ განმარტა, რა გაცინებთო? რა, მშვიდობიანი რევოლუცია არ გაგიგონიათო?

ნიკანორ მელია: "მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები - ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ფუნდამენტიც კი".

გასაგებია? მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები მართლა გაყალბდა თუ არა, მთავარია, იყოს მოთხოვნა. თუ არის მოთხოვნა, უნდა იყოს მიწოდებაც. როგორც კარლ მარქსი ამბობდა, მიწოდება ჰკიდია მოთხოვნაზე. დავუშვათ, "ქართული ოცნება" წამოეგო მარქსისტების პროვოკაციაზე და მართლაც დანიშნა ვადამდელი არჩევნები, რა მოხდება შემდეგ? თქვენ გგონიათ, ე.წ. ოპოზიცია მართლა არჩევნებამდე მიიყვანს საქმეს? არა, ამათ მშვენივრად იციან, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში უფრო მწარედ დამარცხდებიან, ამათი მიზანია, "ქართულ ოცნებას" აღიარებინონ, თითქოს არჩევნები მართლა გაყალბდა. ესენი ეძებენ მიზეზს, საბაბს, რათა ქვეყანა ააყირავონ!

შალვა ნათელაშვილს რევოლუცია ცოტა სხვანაირად წარმოუდგენია - მას სურს, ფანჩატურში ჩამოყალიბდეს ალტერნატიული პარლამენტი, რომელიც დაფინანსდება ბიუჯეტიდან. არა, პირდაპირ ე.წ. პარლამენტი კი არ დაფინანსდება, პარტიები მიიღებენ იმას, გვეკუთვნისო, რომ იძახიან და ამ თანხებით მოაწყობენ რევოლუციას.

ახლა უყურეთ... ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გადასახადები უნდა ვიხადოთ იმისთვის, რომ ათიოდე თუ ოციოდე გამოყ...ევებულმა მოგვიწყოს რევოლუცია, ხომ? ასე გამოდის! ამიტომ, მე და ჩემნაირები კატეგორიულად ვითხოვთ, ვირეშმაკები, რომლებიც არ შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაფინანსდნენ ბიუჯეტიდან და საერთოდაც, უნდა გაუქმდეს პარტიების დაფინანსების მავნე კანონი, თავის მამიდას ყველამ მიხედოს თვითონ!

ე.წ. ოპოზიციის სქემა გაშიფრულია - ერთი-ერთზე ჯდება "კაკებეშნიკ" თემურ ალასანიას, ანუ რუსეთში დამუშავებულ გეგმასთან. ხელწერა იგივეა. გაიხსენეთ, რას ეუბნება ქოფაკი ალასანია ფარულ სატელეფონო ჩანაწერში სულწაწყმედილ გუბაზ სანიკიძეს: არავითარი მოლაპარაკება, შექმენით ალტერნატიული მთავრობა და გაუგზავნეთ შეტყობინება მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ!

ესე იგი, ამათ მსოფლიო თანამეგობრობას უნდა გაუგზავნონ შეტყობინება, რომ ქვეყნის სვე-ბედზე პასუხისმგებლობას იღებენ გუბაზ სანიკიძე, ნიკანორ მელია, კოტე ყუბანეიშვილი, ირინა სარიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ძმები ბერძენიშვილები, თაკო ჩარკვიანი... და ხედავთ, მეგობრებო? მე პირადად ვეღარ ვიფიქრებდი, რომ 1990 წლის შემდეგ გავიდოდა 30 წელიწადი და ისევ ის სახეები, ისევ ის დამპალი "როჟები" დაიწყებდნენ რევოლუციის მომზადებას! 

წარმოგიდგენიათ? 30 წლის შემდეგ ისევ ის სახეები!

უფრო სწორად... 1917 წლის შემდეგ, 2020 წელს, ისევ ის სახეები!

თუმცა მეც და თქვენც დარწმუნებულნი ვართ, რომ 2020 წლისა და 2021 წლების გასაყარზე "ავრორა" ვეღარ გაისვრის, კრეისერი დაჟანგდა, დალპა, გეგმა გაცვდა, დაძველდა, ახლა 21-ე საუკუნეა. ვიცით, რომ ამათ თავებში ჯერ ისევ მე-20 საუკუნის დასაწყისია, მაგრამ ფსიქიატრიული რჩევების მიცემის გარდა ვერაფრით დავეხმარებით.

არა, ესეც მაგარი რაღაცაა... 1917 წლის შემდეგ იგივე სახეები წამოიშალნენ სარკოფაგებიდან და მეუბნებიან, არჩევნები გაყალბდა, ისევ რევოლუციაა საჭიროო! კი, მაგრამ აღარ უშლიან? თუ ადრე უშლიდნენ და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ახლა სხვა დროა, ახლა ისეთ პასუხს გავცემთ, თითოეულს თავის დედ-მამის სულს დავამხობთ თავზე!

დიახ, ჩვენ იქით დავამხობთ, ვინც ამ ქვეყნის არევას გაიფიქრებს!

არ იდარდოთ, ყველაფერი კარგად იქნება!

გილოცავთ შობა-ახალ წელს.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"