ვლადიმერ ბოჟაძე: ამ ტრაგიკული ფაქტის გაშუქების დროს დაცული უნდა იყოს საერთაშორისო მედიასტანდარტები

ვლადიმერ ბოჟაძე: ამ ტრაგიკული ფაქტის გაშუქების დროს დაცული უნდა იყოს საერთაშორისო მედიასტანდარტები




„კატეგორიულად ვგმობ ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალების პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, მედიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების სრული უგულებელყოფით ამ მოვლენის გაშუქებას და ამ თემით სპეკულირებას.- წერს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში. 
ბოჟაძე იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„კატეგორიულად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ყოველთვის, ყველგან და ყველას მიმართ, მოვითხოვ და მჯერა, ყველა მოძალადე დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ასევე კატეგორიულად ვგმობ ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალების პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, მედიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების სრული უგულებელყოფით ამ მოვლენის გაშუქებას და ამ თემით სპეკულირებას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს, ნათელში მოიხსენიოს უფალმა“ - წერს facebook გვერდზე ვლადიმერ ბოჟაძე.