ზურაბ ოტიაშვილი: ვითხოვ, არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივსა და ღირსებას ლახავს

ზურაბ ოტიაშვილი: ვითხოვ, არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივსა და ღირსებას ლახავს




დღეს, ტელეკომპანია „ფორმულა“ აპირებს გაუშვას სიუჟეტი, სადაც საუბარი იქნება ინციდენტზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად ვარ დაზარალებულად ცნობილი. ანონსიდანაც ცხადი ხდება, რომ სიუჟეტი იქნება მიკერძოებული, რადგან იქ საუბარია, თითქოს მე დავზარალდი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ მოქალაქე ზურაბ ოტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ,,შაბათის ფორმულას“ ანონსს ეხმიანება.

მისი თქმით, სიუჟეტში გამოყენებულია სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ფრაგმენტები, რომელიც ტენდენციურადაა დამონტაჟებული და არ ასახავს მომხდარს.

ოტიაშვილი ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიმართავს, რომ არ გავრცელდეს კადრები, რომელიც მის პატივსა და ღირსებას ლახავს.

,,როგორც დაზარალებული ამ საქმეში, ტელეკომპანია „ფორმულასგან“ მოვითხოვ, რომ არ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში. ასევე ვითხოვ არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივსა და ღირსებას ლახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები, რომ სხვა ობიექტურ ტელევიზიებს მოვუყვე საქმის დეტალები და ეს ტელევიზია და კონკრეტულად გადაცემა ვამხილო სიცრუეში, ასევე იძულებული გავხდები სასამართლოს გზით დავამტკიცო ჩემი სიმართლე და თავი დავიცვა ჩემი მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან“, - წერს ოტიაშვილი.