თამთა მეგრელიშვილი: ნიკა გვარამია პირადი კონტაქტებით ცდილობდა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ არაფერი გამოვიდა

თამთა მეგრელიშვილი: ნიკა გვარამია პირადი კონტაქტებით ცდილობდა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ არაფერი გამოვიდა




„ნაციონალური მოძრაობა" დიდ პოლიტიკურ ქაოსშია. შიდა დაპირისპირების ფონზე 21 დეკემბრის მასობრივი აქცია, როგორც მიხეილ სააკაშვილისათვის პოლიტიკური საჩუქარი კითხვის ნიშნის ქვეშაა.“  - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტს, სადაც გვარამია აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს.

როგორც მეგრელიშვილი წერს „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ ქაოსშია და ახლა გვარამია არხისთვის შემომწირველებს ეძებს და დახმარებას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობა" დიდ პოლიტიკურ ქაოსშია. შიდა დაპირისპირების ფონზე 21 დეკემბრის მასობრივი აქცია, როგორც მიხეილ სააკაშვილისათვის პოლიტიკური საჩუქარი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მოთხოვნა -  თავისუფლება მიშას უსტატუსო და უსაგნო აუსრულებელი მისიაა. და მაინც, ხდება ხალხის გარკვეული მასის მობილიზება. მოთხოვნის აბსურდულობას ხალხის რაოდენობა თუ გადაფარავს, მაგრამ რაოდენობას სჭირდება ფული, ფული ამოუწურავი არ არის და პარტიამ "მთავარი არხის" დაფინანსების ნაცვლად ის აქციების სამართავად, მიზნობრივად მიმართა. ნიკა გვარამიამ წააგო, მიხეილ სააკაშვილის დავალება ვერ შეასრულა. სააკაშვილი ციხეშია. მის დასახსნელად ხალხის მასობრივი გამოყვანა ვერ ხერხდება ,,მთავარი არხის" პარტიული სიუჟეტები ხალხზე არ მუშაობს(მხოლოდ მათივე პარტიულთ აგულიანებს) შესაბამისად "მთავარი არხის" დაფინანსებას აზრი დაეკარგა და ის შეწყდა. ნიკა გვარამია, როგორც მედიამენეჯერი, პირადი კონტაქტებით   ცდილობდა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ფაქტია " მთავარ არხს" პარტია  ვეღარ აფინანსებს. სხვა გამოსავალი არსად ჩანს, ნიკა გვარამია "შემომწირველებს" ეძებს და პარტაქტივს სთხოვს დახმარებას. არ ვიცი ამ ბოროტის "მათხოვრობა" რა შედეგით დასრულდება...მაგრამ, ალბათ ის ვინც თუნდაც ერთ ლარს ჩააგდებს მთავარი არხის ყულაბაში საგანგებოდ მომზადებულ სიუჟეტში მოხვდება და  ტელევიზორიდან ხელს დაუქნევს დედას, მამას, დას, ძმას...“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.