თემურ ალასანიას მონები

თემურ ალასანიას მონები




ჭაობში ჩაფლულ ე.წ. ოპოზიციას სადღაც ტრაკში გადახვეწილმა თემურ ალასანიამ (მიხეილ სააკაშვილის ბიძამ) მორიგი მითითება მისცა. დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში: ამათ, ამ ქაქში ჩაფლულებმა ჯგუფებად უნდა იწანწალონ ქუჩებში, ლანძღონ პოლიციელები... დაემუქრონ, რომ დაიმახსოვრებენ, სახლებში მიაკითხავენ, თავებს გაუჭეჭყავენ, მათ შვილებს ეტყვიან, როგორი სამარცხვინო მშობლები ჰყავთ და ასე შემდეგ. ქაქში ჩაფლულები პერიოდულად უნდა მივარდნენ სახელმწიფო ობიექტებთან, მოაწყონ პროვოკაციები, პოლიციელებს ეძახონ მონები, თუ საჭირო იქნება, თვალებში შეასხან საღებავები და მომწამლავი ნივთიერებები.

მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას "პროექტი" უკვე ამოქმედებულია - რაკი პარლამენტში შეუსვლელმა ე.წ. ოპოზიციამ საწადელს ვერ მიაღწია, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები ვერ დაანიშნინა, გადადის გეგმა "ბ"-ზე - ყველაფრის მკადრებელმა და ყველაფერზე ხელისმომწერმა სექტამ ქვეყანაში უნდა დათესოს ნიჰილიზმი, სახელმწიფო სტრუქტურებში გამოიწვიოს დემორალიზაცია და ძალოვან უწყებებში დანერგოს შიში.

ჭაობში ჩაფლულთა გეგმა რომ თავიდანვე განწირულია, ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა კარგად იცის, მაგრამ რაც ხდება, რასაც აკეთებენ, რა თქმა უნდა, მაინც უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების განწყობასა და ნერვებზე.

ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვინმე ასლან ვაშაყმაძე იმუქრება, ერთი პოლიციელი მაინც უნდა დავჩეხოთ, დედა მოვუტ...ნათ, დავწვათ, ავაფეთქოთ, ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის, უნდა შევაშინოთო. ვინმე ბნედიანი ასლანი ყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, რომელიც თურმე კენჭსაც კი იყრიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში, წევრობა უნდოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ტიპს არაფრის ტრაკი არ აქვს, ერთ პოლიციელთან ერთად რომ შეაგდო "კაპეზეში", ეგრევე ჩაისვრის, მაგრამ რათა, რათ უნდა იმუქრებოდეს, ამდენს როგორ უნდა ბედავდეს? საზოგადოების ნორმალური ნაწილი სამართლიანად აღაშფოთა ამ ჩაქაქულის გამოხტომამ და იმდენად აღაშფოთა, რომ სამართალდამცავებს სხვა გზა არ აქვთ, უნდა გასკვანჩონ. სხვათა შორის, "ნაციონალური" მოძრაობა მის განცხადებებს გაემიჯნა, ძალადობა და ეგეთი რაღაცები, ჩვენი ხელწერა არ არისო. ჰა, ჰა, ჰა... "ნაციონალებმა" თქვეს, ძალადობა ჩვენი ხელწერა არ არისო. არადა, ვინმე აჭარელი ასლან ვაშაყმაძე სწორედაც "ნაცმოძრაობის" ტიპიური სახეა, მან უბრალოდ გამოამჟღავნა თემურ ალასანიასგან მიღებული მითითება. ასეთ გამოხტომებს აქვს კიდევ ერთი მიზანი - დაუსჯელობის სინდრომის ჩათესვა, ერთი არ დაისაჯა? მეორე არ დაისაჯა? მესამე არ დაისაჯა? გამოდის,  გზა გახსნილია, ყველა წახალისებულია. მეორე დღეს თავად ირაკლა ოქრუაშვილმაც ამოიბუყბუყა, ვგმობ არა მხოლოდ ჩემი პარტიის წევრის გადაცდომას და პოლიციის დისკრედიტაციას, ნათია ლაზაშვილის დეგრადაციასაცო. ნათია ლაზაშვილი რაღა შუაშია? თურმე ირაკლას მისი პირით გაუგია ეს ამბავი, როცა "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოაცხადა. ავოიეეე... ესეც რომ კაი გვარიანად აპარებს "პიპკიდან", ცნობილი ფაქტია, მაგრამ ასე და ამნაირად? რა ვიცი, რა ვიცი!

ვინმე ასლან აბაშიძემ კი არა და (იქამდე ცოტა უკლია), ვინმე ასლან ვაშაყმაძემ ბოდიში მოიხადა... თუმცა ბოდიში პოლიციელებს კი არ მოუხადა, ხერხემალში გადამტვრევით რომ დაემუქრა, ვინც მე მიცნობს, იმ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს პატარა გადაცდომისთვისო. თან დაამატა, ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს, აბა, რა ვქნაო? კორუფციაო, თქვა ირაკლა ოქრუაშვილის პარტიის წევრმა. ისე, ოქრუაშვილის პარტიას რომ ვახსენებ ხოლმე, მეცინება, მისი დასახელება დღემდე არ ვიცი (ალბათ არც თქვენ იცით) და დაგუგლვაც მეზარება.

ქაქში ჩაძირულებს "ზემოდან" დავალება აქვთ მიღებული, ყველას, ვინც კი ამ ქვეყანაში ავტორიტეტით სარგებლობს, უნდა ეძახონ მონა, რათა დააკომპლექსონ და ფსიქოლოგიურად გაანადგურონ. ეს არ გახლავთ ახალი მეთოდი, ეს კაგებეს დავთრებიდანაა, იოზეფ გებელსის ნაშრომიდან "გადმოკატავებული". ჰოდა, ნიკა (ჩაჯვი) გვარამიამ საწყის ეტაპზე მიზანში ნონა გაფრინდაშვილი ამოიღო, ჭადრაკის დედოფალი, ხუთგზის ჩემპიონი და სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლი. იყო სახელოვანი ადამიანი და გახდა სამარცხვინოო, ჯერ ბადრი პატარკაციშვილისგან იღებდა ფულს, ახლა კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან იღებსო. ესე იგი, მონააო. ჯერ ერთი, ქალბატონი ნონა იმსახურებს და მეორე - აქ ამოცანა გვეკითხება: თუკი ის იმიტომ არის მონა, რომ "ქართუდან" იღებს ე.წ. სტიპენდიას, მაშინ რატომ არ არიან მონები გიგა ბოკერიას დედა, ნანა ალექსანდრია და გიორგი გაბუნიას დედა - ჯულიეტა ვაშაყმაძე, რომლებიც ასევე იღებენ იგივე "ქართუდან" სტიპენდიას? ეტყობა, ჩაჯვის ეს ამბავი არ გაახსენდა, თორემ ნამდვილად გაწითლდებოდა. თუმცა, როდის იყო, ქაქი წითლდებოდა?!

შემდეგი იყო კახი კავსაძე, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. დეგრადირებულთა სექტიდან ეგრევე გამოთქვეს პროტესტი, თუ კლინიკებში ადგილები არ არის, ამისთვის საიდან გამოჩნდაო? იჰ, მოკვდეს, ბიძინას ერთი მეხოტბე გამოაკლდებაო. ფაქტობრივად მოკლეს კაცი, გაანადგურეს... უფრო სწორედ, ეცადნენ, მაგრამ საქართველოსთვის საყვარელი ადამიანი გამოჯანმრთელდა. კახი კავსაძეზე რომ იტყვი, ნეტა მოკვდესო, ეს უკვე პიკია, ქაქში ჩაძირვის პიკი, ამას ვერც კლინიკა შველის, ვერც პირადი ექიმი და ვერც ფსიქიატრიული დაწესებულება.

ასლან ვაშაყმაძე, ხულოელი ყაზილარი, რომელიც ადრე "ნაცმოძრაობაში" ირიცხებოდა და ფულის უკმარისობის გამო ოქრუაშვილთან გადახტა, დააპატიმრეს, მან დანაქადნები აღასრულა, 2 დეკემბერს ფოთში პოლიციელებს თავს დაესხა. იჯდეს ახლა სპორტულებში გამოწყობილი თავისი "უმფროსივით" და იყმუვლოს მჭმუნვარე სახით, დედა მინდა, ფისი მინდაო. გააგებინებენ, ვინ არის მონა და ვინ კიდევ მონათმფლობელი.

სხვათა შორის, იგივე სასჯელს იმსახურებს პოლიციელებზე ათასჯერ გადამხტარი ელენე ხოშტარია, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო, საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელიც ასევე თემურ ალასანიას დუდუკზე ცეკვავს. მან ამ დღეებში ჯოგური გაწევ-გამოწევისას პოლიციელებს თვალებში საღებავი შეასხა და ვითომც არაფერი, ჯერ კიდევ დეპუტატად ითვლება, ჯერ კიდევ იმუნიტეტი იცავს. აი, მე კი ფეხებზე მკიდია დეპუტატიც, "ჟეშტიანჩიკიც", ვექილიც და მომრიგებელ-მოსამართლეც, ვინც დანაშაულს სჩადის, ვინც პოლიციელის სახით სახელმწიფოს საღებავს, მომწამლავ ნივთიერებას ასხამს თუ ქვას ესვრის, ყველამ უნდა აგოს პასუხი.

ე.წ. რუსულ პროექტში ჩართულია ვითომ განათლებული, ვითომ ინტელექტუალი, სინამდვილეში კი გოიმი ლევან ბერძენიშვილი. მან "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს ავადმყოფები გვიწოდა. 2012-ში, როცა "ქართულ ოცნებას" მიეტმასნა, "ნაციონალებზე" იძახდა, ჯალათები არიანო. სანამ "ქართულ ოცნებას" მიეტმასნებოდა, ამტკიცებდა, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში 7%-ზე მეტს ვერ აიღებსო. საერთოდ, აგენტს და მით უფრო რუსეთის აგენტს სინდის-ნამუსი არ სჭირდება, აგენტმა უნდა იმოქმედოს დავალებების შესაბამისად. ახლა მისცეს მითითება, "ოცნების" მომხრეები უნდა დავაჩმოროთ, ავადმყოფები და მონები უნდა ვუძახოთო და... ჰეეე, ამანც გაუბერა. ეს ენაბლუ, მოხარშულ თევზს რომ მიუგავს თვალები, არის ყალბი - უნივერსიტეტში ბალღებს ატყუებს, ადრე დისიდენტი ვიყავი, ახლა კიდევ წიგნების მცოდნე გახლავართო, ისეთ აბდლურ რაღაცებს მოთხრის ხოლმე, ყ;ურო, ნუ გაიგონებ. ამაზე ამბობენ, კომუნისტების დროს გაბოზდა, საკუთარი ძმაც კი ჩაუშვაო. მე მოვუწოდებ უნივერსიტეტელ ბალღებს, მის სტუდენტებს და არა მხოლოდ მის სტუდენტებს, ინტერნეტში მოიძიონ ჩვენება, რომელიც 1984 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს მისცა. იქ ნახავენ, როგორი დისიდენტი ბრძანდება ლევან ბერძენიშვილი. მერე ისიც წაიკითხონ, ციხის უფროსის სახელზე წერილი რომ დაწერა, გთხოვთ, კაი ადგილზე გადამიყვანოთ, უკვე კაი ბიჭი გავხდიო. თუ არ დაიზარებენ, მის აბდაუბდა თარგმანებსაც გადახედონ და ქართველ კლასიკოსებზე მისი გამონათქვამებიც მოისმინონ. დისიდენტი და ინტელექტუალი არა, ჩემი ფეხები!

შემდეგი სულგაყიდული და ნამუსწაშლილი აგენტი გახლავთ შალვა ნათელაშვილი. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე იცოდა, რა ვაჟბატონიც ბრძანდება და ამიტომაც არ გაიკარა ახლოს. ეს არაადამიანი ყოველდღე გდია ტელევიზიებად წოდებულ უბორნიებში და უკანასკნელი სიტყვებით აგინებს ბიძინა ივანიშვილს, ბოლო დროს იმ დონემდე გაიხრწნა, ცოლ-შვილზეც კი გადავიდა. ამ საცოდავმა იმდენიც არ იცის, პოლიტიკა პოლიტიკაა, ბინძურია თუ დამპალი, ოჯახს, ცოლსა და შვილებს მაინც არ უნდა შეეხოს. შალოს თემურ ალასანიასგან აქვს მითითება, რომ (თავისი ჭკუით) უნდა გააფარჩაკოს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. ძალიან რთული "მისიის" შესრულება იკისრა ამ მასხარად დაბადებულმა, ასეთი საქციელით საკუთარ გამოშტერებულ თავს იმარხავს!

ვინ არის მონა? მე და ჩემნაირები ვართ მონები, თემურ ალასანიას შუამავლობით რუსულ დავალებებს რომ არ ვასრულებთ, თუ ესენი არიან, ფულის გამო ყველაფერს რომ კადრულობენ?

მე და ჩემნაირები არ დავწანწალებთ რუსეთსა და უკრაინაში, არ ვიღებთ ე.წ. განათლებას ჩიქორთული რუსულით მოსკოვში და არ ვუგორდებით ფეხებში დორბლიან მიხეილ სააკაშვილს!

ბიძინას მონები ხართო, გვეძახიან პერიოდულად!

ბიძინას მონები არ სჭირდება, ბიძინა არავისზე იძახის, მილიონს გადავუხდი, ვინც მავანს გააგორებსო, ბიძინა არ ითხოვს არაფერს, არც მადლობას უამრავი სიკეთისთვის!

ის ფარული ჩანაწერი გახსოვთ, ქოფაკმა თემურ ალასანიამ გუბაზ სანიკიძეს რომ დაურეკა და დავალებები მისცა, ხომ? ის ეუბნება, არავითარი მოლაპარაკება, არავითარი დათმობაო. როგორ გგონიათ, მონებს ასეთ მითითებებს უფასოდ აძლევენ? არა, ბატონებო, ალასანიამ ე.წ. ოპოზიციონრებს იმდენი გამოუგზავნა, იმდენი ჩაუდო, საერთოდ აღარ უღირთ პარლამენტში შესვლა. ამათ ჰგონიათ, გაინაღდეს, კოჭი ალჩუზე დაუჯდათ... არა, მორჩა, მოკვდა ამათი დრო, გაუხუნდათ ლილა სამუდამოდ!

ამ წუპაკებს რომ ფული გადაუხადეს და ეს წუპაკები რომ უბრალოდ შარზე არიან, ერთი დეტალიდანაც ჩანს: გამოეთრევიან ხოლმე და მოსახლეობას აგინებენ, "ქართულ ოცნებას" ხმა რატომ მისცაო? ავადმყოფები არიანო, თახსირებიო... მერე გამოდიან და ამტიკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გაგვიყალბაო. წინააღმდეგობაში ცვივდებიან, ხშირად ავიწყდებათ, რომელ "ჩვენებას" უნდა მიაწვნენ - თუ მოსახლეობამ ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", რა შუაშია ბიძინა?  თუ ბიძინამ გააყალბა არჩევნები, რა შუაშია ერი და ამომრჩეველი?

"ქართულ ოცნებას" არჩევნები არ გაუყალბებია!

არჩევნების გაყალბების ოსტატები არიან "ნაციონალები"!

როგორ, რანაირად, ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნები როგორ უნდა გაუყალბოს, ეგეთი რამე სად გაგონილაო? - ამბობენ ხოლმე პერიოდულად. ეეე... გაგონილა კი არა, ჩანს, თვალები გაახილეთ. ჯერ ერთი, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის სექტანტური შეფერილობის რუსული აგენტურა, მეორე - "ნაციონალებს" სიყალბე, გაყალბება, სიცრუე, ძალადობა ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი.

ამჯერად ამით დავასრულებ... ადრეც დავწერე, მაგრამ უახლოეს მომავალში დეტალურად აგიხსნით, როგორ აყალბებენ "ნაცები" და მათთან გათანაბრებული პირები არჩევნებს. თქვე კაი ხალხო, ესენი თავიანთ წარსულს, ბიოგრაფიებს აყალბებენ, რანაირებიც თავად არიან, სხვებს აბრალებენ, არჩევნები რა ბედენაა? ნუ მაცინებთ.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"