თორნიკე ზედელაშვილი: არავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი სინდისი! 

თორნიკე ზედელაშვილი: არავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი სინდისი! 




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა, გუშინ ყველაფერს დაესვა წერტილი, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მარტივ მამრავლებად დაიშალა. სამწუხარო ის არის, რომ პარტიაში დარჩენილი ადამიანები, ისევ განაგრძნობენ ქვეყნის მოღალატეობრივ საქმიანობას. არავითარი პასუხისმგებლობა, არავითარი სინდისი-ნამუსი, რაც კი შესაძლებელი იყო, ამ ხალხმა ყველაფერ ღირებულს გადაუსვა ხაზი და ამ სექტის სიმახინჯე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ნეტავ როდის არ ჩანდა?
ერთ-ერთი დადებითი ამ პროცესში ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი აღმოჩნდენ ადამიანები, რომლებმაც დესტრუქციული მიზნები უარყვეს და სააკაშვილის თავში მოხარშულ სიბინძურეს გაერიდნენ, ხელი მოაწერეს საქართველოსთვის და არა რომელიმე პარტიისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს.
წარმოდგენილ ხელშეკრულებას, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარ მიშელმა შეიმუშავა, ხელი მოაწერა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ნახევარმა, ზოგმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო, რითიც გაჩნდა ორი ფლანგი - პირველი, რომლებმაც იხელმძღვანელეს საზოგადოების აზრის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო მეორე - რომელთაც ისევ რუსული საქმე გააკეთეს. საქართველოში, საბედნიეროდ, აღარ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთის პროვოკაციებს წამოეგება და ომს გააჩაღებს. კრემლი ცდილობს, საქართველოში სიტუაცია სააკაშვილების, ბოკერიების, ნათელაშვილებისა და მსგავსი ფარჩაკების ხელით არიოს. აი, რას ამბობს შალვა ნათელაშვილი: „საქართველოში ტრამპის დანიშნულია ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, იმ ტრამპის, რომელიც პუტინმა თავისი ფულებით მოიყვანა ამერიკის პრეზიდენტად“.
ესე იგი, შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სიტუაციას აკონტროლებს რუსეთი. მეტიც, რუსეთი ამერიკის გავლით აკონტროლებს საქართველოში სიტუაციას. ანუ, მართალია, დონალდ ტრამპი აღარ არის ამერიკის პრეზიდენტი, მაგრამ რადგან კელი დეგნანი ისევ ამერიკის ელჩია საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ დღემდე რუსეთი კელი დეგნანის ხელით ახორციელებს პოლიტიკური ვითარების მართვას. შალვა ნათელაშვილმა არ მოაწერა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი და დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დამცველთა რიგებში.
აღნიშნული ქმედებები კი მიუთითებს, რომ ნათელაშვილი არ ცნობს აშშ-ის კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ, იგი თვლის, რომ ამერიკა რუსეთთან არის შეკრული და როდესაც ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ის ასევე უარყოფს საქართველოს ევროპელი მეგობრების და პარტნიორების სურვილს, ქვეყანაში დასტაბილურდეს მდგომარება. ნათელაშვილი და ის ადამიანები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ დოკუმენტს, აკეთებენ რუსეთის საქმეს და ცდილობენ, ჩამოშალონ საქართველოს სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტები. თუმცა, საბედნიეროდ, ეს უკვე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ თვალსაჩინოა და ყველაფერი კონტროლირებადია.