თორნიკე ზედელაშვილი: არაფერი განსაკუთრებული, ჯანსუღ ჩარკვიანის ნათქვამი გამახსენდა

თორნიკე ზედელაშვილი: არაფერი განსაკუთრებული, ჯანსუღ ჩარკვიანის ნათქვამი გამახსენდა




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

წლების წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჯანსუღ ჩარკვიანის გვერდით მოვხვდი, მაშინ გავიცანი. ცერად გადმომხედა და მეუბნება: ხომ მიცნობ? დიახ, გიცნობთ-მეთქი. გრძელ თმას რატომ ატარებო? რა ვიცი, მომწონს-მეთქი. ისე, მეც სულ გრძელ თმას ვატარებდი, თორნიკე, მაგრამ ერთი რამ დაიმახაოვრე, არასოდეს გაიკეთო კიკინაო! რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაშინ გამეცინა, მაგრამ ვფიქრობ, ის მაინც სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხს. არაფერი განსაკუთრებული... თაკო ჩარკვიანის პოზიცია მომხვდა ყურში, კიკინებიან ლგბტ-ებს რომ ეფარება ამბრაზურასავით და უბრალოდ გამახსენდა. ისე, სასაცილოა, სანამ ბატონი ჯანსუღი ცოცხალი იყო, თაკო ჩარკვიანი უფრო ტრადიციული გახლდათ.