თორნიკე ზედელაშვილი: არ დავმალავ, გიორგი გახარიაზე კარგი წარმოდგენის ვიყავი

თორნიკე ზედელაშვილი: არ დავმალავ, გიორგი გახარიაზე კარგი წარმოდგენის ვიყავი




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

„მწუხარებით“ ახსავსე ვარ, რადგან უკვე ჩანს კონტურები პოლიტიკური გზის, რომელსაც  გიორგი გახარია და მისი მიმდევრები დაადგნენ, ეს გზა კი ისევ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ტელევიზიებისკენ მიდის. გახარიას ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამოეყო, ახლა ტვ „პირველის“ ეთერში ენით ზურგს იფხანენ, თან შესავალშივე პირობა მისცეს ინგა გრიგოლიას, რომ მისი გადაცემის ხშირი სტუმრები იქნებიან. მე არ დავმალავ და აქამდეც მითქვამს, რომ გიორგი გახარიაზე კარგი წარმოდგენის ვიყავი, შესაბამისად უფრო დიდი მოლოდინიც მქონდა, მაგრამ რასაც ვხედავ, მხოლოდ აჩრდილიღა ჩანს იმ გახარიასი, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები, წასვლის დღიდან ერთი-მეორეზე უარესია. ვიმედოვნებ, რომ გახარიას ახალი გუნდი იმ დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილეც არ გახდება, რაც ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესს, „ოცნება“ იცლება ზედმეტი კადრებისგან, რომლებიც ვერც პარტიის რეიტინგზე ახდენენ ზეგავლენას და კრიტიკულ მომენტში ნავიდან ჩახტომაზეც არ იტყვიან უარს. ასეთი ხალხის ადგილი „ქართულ ოცნებაში“ არ არის, წერტილი".