თორნიკე ზედელაშვილი: გიორგი გახარიამ მარტივად გაატანა წყალს ყველაფერი

თორნიკე ზედელაშვილი: გიორგი გახარიამ მარტივად გაატანა წყალს ყველაფერი




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):
როგორც გიორგი გახარია იტყოდა, - „ყველას უნდა გვესმოდეს, მარტივია“, რომ გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ სრული ფიასკო განიცადა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ასეთი სცენარით პროცესების განვითარება. ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს ასეთ მდგომარეობაში ვნახავდი. გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობით და იმ ამბების მოყოლით, რაც თავის აღქმით „ქართული ოცნების“ შიგნით ხდებოდა, ხაზი გადაუსვა თავის პოლიტიკურ მომავალსაც და წარსულ მიღწევებსაც, ძალიან მარტივად გაატანა წყალს ყველაფერი... თოფში ჩატენა და უბრალოდ გაისროლა.
მე უბრალოდ ყოველთვის მაკვირვებს, როგორ ხდება, რომ როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა საზოგადოების თვალში უცებ ასამარებს თავის ავტორიტეტს. როგორ შეიძლება, შენი სახელი, შენი მიღწევები, დაფასება ერთი დაუფიქრებელი მოქმედებით შესწირო გაუგებრობას? არის კი ეს ყველაფერი გაუგებრობა? იქნებ მიზანმიმართული ხარაკირია ჭკუანაკლულობიდან გამომდინარე? არ ვიცი, ალბათ არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი ასე უბრალოდ გაანიავო. გახარია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო „ქართულ ოქნებაში“, დღეს ამბობს, რომ თურმე საერთოდ არაფერს წარმოადგენდა. ეგ კი არა, ისეთ უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, რომ ინგა გრიგოლიამაც კი უთხრა, ფაქტობრივად დასცინა, მე ძლიერი მმართველი მეგონეთ, თურმე არაფერს წარმოადგენდითო. გახარიამ სიმწარენარევი სიცილით უპასუხა.
გიორგი გახარიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ამ შეცდომას მოჰყვა მთელი რიგი შეცდომები, თანაც ძალიან უხეში. ყველაზე დიდი შეცდომა კი ის არის, რომ მან ლაპარაკი დაიწყო თავისი აღქმით „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. შესამჩნევია, რომ ბიძინა ივანიშვილზე ვერაფერ ზედმეტს ვერ ამბობს, ვერც „ქართული ოცნების“ წამყვან ფიგურებზე. მეტიც, ისიც ნათლად ჩანს, რომ ვერ ამბობს იმიტომ, რომ დიდ უხერხულობას განიცდის... ხვდება, „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ის დღეს რამეს წარმოადგენს.
ახლა რაღა სარგებელს მოუტანს რჩევა და ჭკუის დარიგება, მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი პირი ხარ და გრძნობ, რომ შენს გუნდში ვიღაც ალაგებს სიტუაციებს სხვანაირად, ერევა შენს კომპედენციაში და ა.შ. ან უთანხმოება გაქვს გარკვეულ ჯგუფთან და ამ საკითხის მოგვარებას ცდილობ, ღამეებს ათენებ სამსახურში და „მთავარ არხს“ უყურებ, დროს იმაში კი არ უნდა ფლანგავდე, ღამეები ათენო და ოფლში გაიწურო, ან გადადგომის წინ ბიძინა ივანიშვილს დაურეკო, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გიპასუხებს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან და საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებს რჩევა-დარიგებების მიცემას აღარავისთვის. პირველ რიგში უნდა დაელაპარაკო იმ ადამიანს, ვინც შენს კომპეტენციაში ცდილობს ჩარევას.
რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე სიტუაციაში, როდესაც სპეცოპერაცია იყო ჩასატარებელი, იმის დრო სად იყო, პარტიის შიდა პრობლემებზე მომხდარიყო შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა? ბოლო-ბოლო, 20-21 ივნისის პროცესები გამოიარე და ერთი მელიას დაკავების დღე რაღა უნდა ყოფილიყო? არც არაფერი.
ვფიქრობ, რომ ძალიან ბუნებრივია ის ფაქტიც, რომ გახარიას კომპეტენციაში სხვებმა დაიწყეს ჩარევა. როდესაც ლიდერი თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს, ან უკრაინიდან დაკვეთილ სცენარებში მონაწილეობს, ამ შემთხვევაში ვიღაცამ ან მთლიანმა გუნდმა უნდა აიღოს სადავეები ხელში და ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
როდესაც კანონი არის აღსასრულებელი, ამ დროს უცნაური შეგრძნებებისა და დეპრესიის დრო არ არის.
გიორგი გახარია გადაღლილი მომეჩვენა, ვურჩევ, დაისვენოს, წავიდეს საფრანგეთში და თავისი ახალი ბინით დატკბეს.